Загрузка...

თბილისის მერიის თასი რუსეთმა აიღო

  • 2016-08-15 15:21:42
  • 306 ნახვა
img

უაღრესად დაძაბულ, ოვერტაიმიან მატჩში საქართველოს ეროვნული ნაკრები 97:100 დამარცხდა რუსეთთან და თბილისის მერიის თასი რუსებმა მოსკოვში წაიღეს. მოგება კარგია და ქართველებს რომ ემარჯვათ, სპორტის სასახლეში მოსული 7 ათასზე მეტი მაყურებელი იმაზე მეტად გაიხარებდა, როგორც რუსებთან მატჩში ქართველების მიერ გამოჩენილი ბრძოლისა და თავდადების შემხედვარემ გაიხარა. საქართველოს ნაკრებმა იბრძოლა, თითქმის უიმედო მატჩი შემოატრიალა და გამარჯვებასთანაც ახლოს იყო, თუმცა ფორტუნამ რუსებს გაუმართლა. ამაზე კარგ გაკვეთილს საქართველოს ნაკრები ვერსად მიიღებდა. დაძაბული, დრამატული ფინალი, ოვერტაიმი და ექსტრა კლასის მეტოქე. ილიას ზუროსი ნამატჩევს უკმაყოფილო არ იყო. პირიქით, ბერძენმა სპეციალისტმა სამადლობელი სიტყვები არ დაიშურა ჩვენი ნაკრების წევრთა მიმართ. ქართველი კალათბურთელები ნატურალიზებულ ამერიკელ მაიკლ დიქსონთან ერთად ერთ მუშტად იყვნენ შეკრულნი და ყველაფერს აკეთებდნენ იმის ფარგლებში, რასაც ამ ეტაპზე მათი მომზადებისა და შეთამაშების დონე აძლევდათ. არც მოსამზადებელ და არც საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართველებს არ ეყოლებათ იმაზე ძლიერი მეტოქე, დღეს რომ ჰყავდათ რუსეთის სახით. სერგეი ბაზარევიჩის ნაკრებს მიზეზთა გამო წამყვანი მოთამაშეები – ტიმოფეი მოზგოვი და ალექსეი შვედი აკლდათ. ეს დანაკლისი რუსებმა იოლად გადაიტანეს და რაკი ქართველებთან ფარქვეშ ბრძოლას აზრი არ ჰქონდა, შეტევის ასპარეზად შორი სროლები და სწრაფი გარღვევები აირჩიეს. ძნელია, მსოფლიოს მასშტაბით საკალათბურთო მატჩებში მოიძებნოს ისეთი მატჩები, როცა ერთმა გუნდმა მოხსნები 33:56 დათმო, მაგრამ თამაში მოიგო. სწორედ ამ სხვაობით იმარჯვეს ქართველებმა ფარზე, მაგრამ რუსებმა ეს ჩამორჩენის კომპენსირება სწრაფი შეტევებით და რაც მთავარია, შორი სროლებით მოახერხეს.

Загрузка...

რეკლამა 2 19 09 09

  • img
  • img

ვალუტის კონვერტორი

დღის ფოტო

ონლაინ სესხების
საუკეთესო შემოთავაზებები

  • img
  • img
-->
Загрузка...