Загрузка...
2017-2018 წლებში სავალდებულო სამხედრო სამსახური აღარ იქნება - ახალი ამბები| news

Загрузка...

2017-2018 წლებში სავალდებულო სამხედრო სამსახური აღარ იქნება

  • 2016-06-01 18:48:00
  • 1803 ნახვა
img

31 მაისს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა დაიწყო საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის მსურველთა რეგისტრაცია. საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში 4-წლიანი კონტრაქტით მიიღებიან 18-დან 35-წლამდე წვევამდელები და ის ახალგაზრდები, რომლებსაც გავლილი აქვთ სამხედრო სავალდებულო ან სამხედრო საკონტრაქტო სამსახური. თავდაცვის სამინისტროში ასევე აცხადებენ, რომ სამხედრო უწყება არ აპირებს 2017-2018 წლებში ახალგაზრდების სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევას.საქართველოს თავდაცვის სამინისტომ საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის მსურველთა მიღებით განაახლა სამი წლის განმავლობაში შეჩერებული პროცესი. მინისტრ თინათინ ხიდაშელის თქმით, 600-ზე მეტმა ახალგაზრდამ ისევ ჩაიცვა სამხედრო ფორმა, გააფორმა კონტრაქტი საკუთარ ქვეყანასთან და საკუთარი სამშობლოს სამსახურის ფიცი დადო, მათ შორის ნაწილმა - 26 მაისს. 31 მაისს მხედრული ვალის მოსახდელად 18-დან 35 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქეებს პირადად მოუწოდა თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა, რომელმაც საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის პოტენციურ მსურველებს წერილობით მიმართა: „მართალია, ათასობით ადამიანს ვერ მივიღებთ დღეს, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, როგორია მოთხოვნა, რომ უფრო გაგვიმარტივდეს 2017 წლის დაგეგმვა. წელს დაახლოებით 1000 ადამიანით შეივსო ჯარი, 1000 ახალი სამხედრო მივიღეთ საკონტრაქტო სამსახურში და უკვე ინტერესის და მოთხოვნის შესაბამისად ვგეგმავთ 2017 და 2018 წლებს. ასე რომ, ყველას გელოდებით ჯარში, გელოდებით საკუთრი სამშობლოს სამსახურში“. „2017-18 წლებში ჯერჯერობით დაგეგმილი არ არის, რომ უწყება სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაიწვევს ახალგაზრდებს. მინისტრის ბრძანებით და გენშტაბის გეგმის მიხედვით, ამ შემდეგი ორი წლის განმავლობაში არ მოხდება სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევა, ხოლო ამ პერიოდში მოხდება შეფასება ამ სამსახურისა ახალი მოდულის, ახალი კონცეფციის შემუშავება, თუ როგორი უნდა იყოს კონსტიტუციური ვალდებულების მოხდის ფორმა მშვილობიანობის პერიოდში“.

loading...

რეკლამა 2 19 09 09

  • 330 x 90
  • img

ვალუტის კონვერტორი

დღის ფოტო

ონლაინ სესხების
საუკეთესო შემოთავაზებები

  • img
  • 330 x 90
Загрузка...
Загрузка...
Загрузка...