loading...

Загрузка...

ქართველი გენერალი, რომლის ხელშიც იყო ატომური იარაღი

  • 2016-04-22 17:24:40
  • 884 ნახვა
img

ჯონ მალხაზის მამა, დიმიტრი შალიკაშვილი, 1918-1921 წწ. დამოუკიდებელი საქართველოს ჯარში პოდპოლკოვნიკის წოდებით მსახურობდა. საქართველოს ბოლშევიკური რუსეთის მიერ დაპყრობის შემდეგ დიმიტრიმ მეუღლესთან ერთად თავი პოლონეთს შეაფარა, სადაც მათ სამი შვილი – ოთარი, მალხაზი და გეილი გაუჩნდათ. მეორე მსოფლიო ომში დიმიტრი გერმანელებთან ერთად ქართულ ბრიგადაში იბრძოდა იმ მიზნით, რომ საქართველო გაეთავისუფლებინათ ბოლშევიკური რუსეთის მარწუხებისაგან. შემდეგ, მისი სამხედრო ერთეული ბრიტანელებმა იგდეს ხელთ და ომის ბოლომდე მან სამხედრო ტყვეთა ბანაკში გაატარა. 1943 წელს დიმიტრის მეუღლე სამ შვილთან ერთად იძულებული გახდა დაეტოვებინა ცეცხლმოდებული ვარშავა და მათ პაპენჰაიმში (გერმანია) გაქცევით უშველეს თავს. ტყვეობიდან გათავისუფლებული დიმიტრი ოჯახს დაუბრუნდა. 1952 წელს შალიკაშვილები აშშ-ში გადასახლდნენ და ბინა პეორიაში (ილინოისის შტატი) დაიდეს. პეორიაში მალხაზმა დაამთავრა საშუალო სკოლა. 1958 წლის ივნისში მან მანქანათმშენებლობის ბაკალავრის ხარისხი მიიღო ბრედლის უნივერსიტეტში. 1958 წლის მაისში შალიკაშვილების ოჯახმა აშშ–ის მოქალაქეობა მიიღო. შემდგომ მალხაზი საკუთარი ნებით შედის ამერიკის არმიაში, სადაც იწყება მისი რთული მაგრამ თავბრუდამხვევი სამხედრო კარიერა.უკანასკნელი წლების მანძილზე გენერალი შალიკაშვილი რამდენიმეგზის იყო საქართველოში ოფიციალური თუ არაოფიციალური ვიზიტებით. საქართველოში ყოფნისას, ყურადღებას იქცევდა შალიკაშვილის თანამგზავრისეული ანტენებიანი სპეცდანიშნულების მანქანა, რომლის განსაკუთრებულობის თაობაზეც თავად იძლეოდა განმარტებას: „ეს ტექნიკა ბირთვულ ომთან არის დაკავშირებული – დედამიწის რომელ წერტილშიც არ უნდა ვიყო, ყოველწამიერად უნდა ვიმყოფებოდე კავშირში აშშ–ის პრეზიდენტთან და თავდაცვის მინისტრთან. აუცილებლობის შემთხვევაში მხოლოდ ჩვენ სამს გვაქვს ბირთვული თავდასხმის გადაწყვეტილების მიღების უფლება.“ გენერლის საგანგებო როლზე ქვეყნის ცხოვრებაში არაორაზროვნად განაცხადა ბარაკ ობამამ –სამძიმრის სიტყვაში ჯონ მალხაზ შალიკაშვილზე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა თქვა: “მან განვლო არაჩვეულებრივი ცხოვრების გზა, რომელშიც ჩააქსოვა ამერიკელთა რწმენა ოცნებაზე“. ამერიკელი მიმომხილველები მიიჩნევენ, რომ ეს იყო სამხედრო მოღვაწის არასტანდარტული დახასიათება და სრულიად შეესატყვისებოდა შალიკაშვილის არაორდინარულ პიროვნებას. ჯონ მალხაზ შალიკაშვილის დამოკიდებულებას წინაპრების სამშობლოსადმი შესანიშნავად ცხადყოფს ის ფაქტი, რომ მან არ შეამოკლა თავისი, ამერიკელთათვის ძნელად წარმოსათქმელი, გვარი. ის კატეგორიულად მზად იყო, დაეთხოვათ სამსახურიდან, ვიდრე თუნდ ერთი ასო შეეკვეცა გვარში. და ჰქონდა კიდეც ამის მიზეზი: მის ბავშვობაში, როდესაც ოჯახი ცხოვრობდა პოლონეთში, სტუმრად სწვევიათ ანდრონიკაშვილის გვარის კაცი, რომელსაც გვარი რუსულ ყაიდაზე – ანდრონიკოვად გადაეკეთებინა. დიმიტრი გააფთრებულა, წამომხტარა და გაცეცხლებულს გაუგდია სტუმარი: „შენ რა ქართველი ხარ, თუკი ვერ შესძელი მამის გვარის შენარჩუნებაო!“ ყოველთვის, როდესაც გვარის შეცვლას სთავაზობდნენ, ჯონ მალხაზს თურმე ეს სურათი წარმოუდგებოდა ხოლმე თვალწინ!

loading...

რეკლამა 2 19 09 09

  • img
  • img

ვალუტის კონვერტორი

დღის ფოტო

ონლაინ სესხების
საუკეთესო შემოთავაზებები

  • img
  • img
-->
Загрузка...