loading...

Загрузка...

ეკონომიკის მინისტრი " ეკონომიკა არ ვითარდება"

  • 2016-04-09 18:02:29
  • 804 ნახვა
img

თბილისში, ტექნოლოგიურ პარკში დღეს კანის ახალგაზრდული ფესტივალის შესარჩევი კონკურსი დაიწყო. კონკურსის გახსნის ღონისძიებას საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი დაესწრო და კონკურსის პირველ მონაწილეებს სიტყვით მიმართა. ვიცე-პრემიერმა გამოხატა მხარდაჭერა ამ მნიშვნელოვანი ღონისძიებების მიმართ და იმედი გამოთქვა, რომ საქართველო კანის საერთაშორისო ფესტივალზე წარმატებას მოიპოვებს.

"ეკონომიკა არ ვითარდება მარკეტინგის გარეშე. მარკეტინგში კი ძალიან მნიშვნელოვანია ის კრეატიული იდეები, რომელსაც თქვენ აგენერირებთ. რეალურად, თქვენი მეშვეობით, ადამიანებს უჩნდებათ სურვილი, ცოტა მეტი ფული დახარჯონ, ვიდრე უნდათ. ეს ყველაფერი კი ამოძრავებს ეკონომიკას. საქართველოს სარეკლამო ბაზარი არის ძალიან პატარა, ამიტომ ამოცანა არის არა ამ ბაზრის გადანაწილება, არამედ ბაზრის რეალური გაზრდა ცოდნისა და ნოუჰაუს მეშვეობით, ახალი არხების მოძებნა იმისთვის, რომ გაიზარდოს ადამიანთა ქმედების ხარისხი, მოხდეს მეტი ფულის დახარჯვა და არ მოხდეს არსებულ ბაზარში ჩაკეტვა. კრეატივი გაუთვიცნობიერებელი ადამიანისთვის შეიძლება იყოს რთულად მისაღები, მაგრამ მათთვის, ვინც ყოველდღიურად ამ მიმართულებით მუშაობს, ეს არის რუტინული სამუშაო, რომელიც ითხოვს გონების, სულის, ენერგიის სრულად დახარჯვას და შედეგის მიღებას. ეს არის თქვენი საქმე, ეს არის თქვენგან დამატებითი ღირებულების შეძენა ქვეყნისთვის, თქვენი ოჯახებისთვის და მე მინდა დიდი წარმატებები გისურვოთ“ – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა კონკურსის მონაწილეებთან შეხვედრისას.

loading...

რეკლამა 2 19 09 09

  • img
  • img

ვალუტის კონვერტორი

დღის ფოტო

ონლაინ სესხების
საუკეთესო შემოთავაზებები

  • img
  • 330 x 90