Загрузка...

სომხეთის პრეზიდენტი საგანგებო განცხადებას ავრცელებს

  • 2016-04-04 18:13:45
  • 1100 ნახვა
img

საბრძოლო მოქმედებების გაგრძელების შემთხვევაში სომხეთის პრეზიდენტი არ გამორიცხავს მთიანი ყარაბაღის აღიარებას- ამის შესახებ სერჟ სარქსიანმა ეუთოს წევრი ქვეყნების ელჩებთან შეხვედრაზე განაცხადა. სომხეთის ლიდერმა საერთაშორისო გაერთიანებას მოუწოდა აზერბაიჯანს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვა აიძულოს. ოფიციალური ბაქო კი სომხეთისგან, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესაბამისად, ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლებას მოითხოვს. მთიანი ყარაბაღის ფრონტის ხაზზე მესამე დღეა ბრძოლები მიმდინარეობს. იერიშებში აზერბაიჯანიც და სომხეთიც ერთმანეთს ადანაშაულებენ. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საპასუხო დარტყმის შედეგად მათ სომხეთის შეიარაღებული ძალების სამეთაურო შტაბი გაანადგურეს, სადაც სამხედროებთან ერთად გენერლებიც დაიღუპნენ. ეს ცნობა უკვე უარყო არაღიარებული მთიანი ყარაბაღის თავდაცვის სამინისტრომ, რომელიც ირწმუნება, რომ ბრძოლებს უკვე 300 აზერბაიჯანელი ჯარისკაცი ემსხვერპლა. ოფიციალურმა ბაქომ დღეს მხოლოდ 15 ჯარისკაცის დაღუპვის ფაქტი დაადასტურა.

loading...

რეკლამა 2 19 09 09

  • img
  • img

ვალუტის კონვერტორი

დღის ფოტო

ონლაინ სესხების
საუკეთესო შემოთავაზებები

  • img
  • 330 x 90
Загрузка...
Загрузка...