თბილისი მშვიდობის თემაზე შექმნილ ფილმების ფესტივალს უმასპინძლებს

  • 2016-03-25 19:02:42
  • 1846 ნახვა
img

თბილისში კიდევ ერთი ფესტივალი იწყებს დამკვიდრებას. 21 მაისს კინოთეატრი ,,ამირანი’’ მშვიდობის თემაზე მიძღვნილ ფესტივალს უმასპინძლებს, რომელიც კორეული სამშვიდობო ორგანიზაცია - HWPL-ის ეგიდით ტარდება. ფესტივალის ფარგლებში, კინოხელოვანებს მიეცემათ შესაძლებლობა წარადგინონ თავიანთი ნამუშევრები. კინოფესტივალში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია, კონკურსანტებმა მშვიდობის თემაზე 3-დან 5 წუთამდე საავტორო ნამუშევარი აპრილის ბოლომდე უნდა წარადგინონ. ფესტივალისთვის ფილმებს ცნობილი ხელოვანებით დაკომპლექტებული ჟიური შეარჩევს. გამარჯვებული კი სამ ნომინაციაში გამოვლინდება - საუკეთესო მსახიობი, საუკეთესო რეჟისორი და საუკეთესო ფილმი. საპრიზო ადგილზე გასულ გამარჯვებულებს ფულადი პრემია, ფესტივალის სტატუეტები და სხვა მრავალი პრიზი გადაეცემათ. ფილმების მიღება უკვე დაწყებულია. სამშვიდობო ორგანიზაცია HWPL მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ყველა ეროვნების ადამიანებს, სხვადასხვა ერების ლიდერებსა და რელიგიურ წარმომადგენლებს მშვიდობისათვის აერთიანებს. XX საუკუნის შუა წლებში კორეის ომის დროს განცდილმა ძალადობამ და თავზარდამმცემმა შიშმა განაპირობა ბატონი მან ჰი ლის არჩევანი- ცხოვრება მშვიდობის დამყარებისთვის მიეძღვნა, სწორედ ამ მიზნით 2013 წლის ივნისში მან ჰი ლიმ დააარსა სამშვიდობო ორგანიზაცია HWPL, ორგანიზაციის მიზანიც სწორედ კონფლიქტებისა და ომის აღმოფხვრა გახვალვთ იარაღის გარეშე. ამ მისიის გასავრცელებლად 2015 წლის სექტმბერში, სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში გაიმართა ფორუმი, რომელშიც მონაწილეობა 64 ქვეყნის 300-მდე ლიდერმა მიიღო. დღესდღეისობით კი ორგანიზაციის წევრები მსოფლიოს 130 ქვეყნიდან 30 000 ახალგაზრდა გახლავთ. ფესტივალის საორგანიაციო ჯგუფის ხელმძღვანელის მარიამ ბოლქვაძის განცხადებით, ,,მსგავსი ღონისძიების ჩატარების პრეცენდენტი ჯერ არ ყოფილა და მთავარია საზოგადოებამ დაინახოს თუ რას ნიშნავს და როგორ ესმით ხელოვანებს სიტყვა - მშვიდობა. დღეს განსაკუთრებით მწვავედ დგას კონფლიქტებისა და ომის თემატიკა მთელს მსოფლიოში. ის არამხოლოდ საქართველოს არამედ წამყავნი ქვეყნების პრობლემაც გახლავთ, "ხელოვნებას კი შესწევს ძალა საფუძველი ჩაუყაროს მშვიდობიან დიალოგს და დაანახოს ადამიანებს თუ რაოდენ მარტივია, სურვილის ქონის შემთხვევაში, მწვავე საკითხების მშვიდობიანად გადაჭრა. ჩვენ კი გვჯერა რომ საქართველოში და არამხოლოდ ჩვენს ქვეყანაში აუცილებელია მსგავსი კულტურული ღონისძიების ჩატარება“, – აცხადებს ბოლქვაძე.

700 x 300

რეკლამა 2 19 09 09

  • img
  • img

ვალუტის კონვერტორი

დღის ფოტო

ონლაინ სესხების
საუკეთესო შემოთავაზებები

  • img
  • img