loading...

Загрузка...

ლარის გაუფასურება ისტორიულ მაქსიმუმს მიუახლოვდა

  • 2016-01-22 17:31:19
  • 790 ნახვა
img

რამდენიმე წუთის წინ ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი გაცვლითი კურსი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ეროვნული ვალუტა ისევ გაუფასურდა. ხვალიდან ერთი აშშ დოლარის შესაძენად 2.4694 ლარი იქნება საჭირო. ამ დრომდე არსებული კურსით კი ლარის კურსი დოლართან მიმართებაში 2.4445 ლარი იყო. ცვლილებამ 0.0249 ლარი შეადგინა. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის პარალელურად აშშ დოლარის ღირებულება იმატებს კომერციულ ბანკებში, სადაც გუშინ 1 აშშ დოლარის ფასი 2.49-ს აღწევდა. ლარი გაუფასურდა ევროსთან მიმართებაშიც და ხვალიდან ერთი ევროს ღირებულება 2.6766 ლარი იქნება. დღევანდელი კურსით კი ეროვნული ბანკის მონაცემებით მისი ყიდვა 2.6635 ლარად არის შესაძლებელი. ეროვნული ბანკი ოფიციალურ ვებგვერდზე ასევე აქვეყნებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც ბანკმა 22 იანვრის სავალუტო აუქციონზე 20 000 000 აშშ დოლარი გაყიდა.

loading...

რეკლამა 2 19 09 09

  • img
  • img

ვალუტის კონვერტორი

დღის ფოტო

ონლაინ სესხების
საუკეთესო შემოთავაზებები

  • img
  • 330 x 90