loading...

Загрузка...

ფეხბურთის ფედერაციიდან თანამშრომლები გაათავისუფლეს

  • 2015-12-24 12:57:12
  • 1205 ნახვა
img

საკადრო ცვლილებების ფეხბურთის ფედერაციაში - თანამდებობებიდან გაათავისუფლეს ვეტერანი ფეხბურთელები, სხვადასხვა განყოფილების თანამშრომლები, მათ შორის პრესსამსახურის წარმომადგენლები. გათავისუფლებულ თანამშრომელთა სიაში მოხვდა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ალექსანდრე ჩივაძე, რომელიც ახალგაზრდულ ნაკრებს სათავეში 2012 წელს ჩაუდგა. 2017 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე 21-წლამდელები 6 ქულით მეოთხე ადგილს იკავებენ და ჯგუფიდან გასვლის შანსები დაკარგული აქვთ. თუ ვინ გაიყვანს ახალგაზრდულ ნაკრებს, 23 მარტს, თბილისში, სან მარინოს წინააღმდეგ, ჯერ უცნობია. გარდა ალექსანდრე ჩივაძისა, 21 წლამდელთა ნაკრებში აღარ იმუშავებს, მისი ასისტენტი, ვეტერანი ფეხბურთელი, ოთარ გაბელიაც. ფეხბურთის ფედერაციამ სამსახურიდან მურთაზ ხურცილავაც დაითხოვა, რომელიც საპატიო ვიცე-პრეზიდენტის პოსტს იკავებდა. ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა ამ თემაზე ოფიციალური კომენტარს ხვალ გააკეთებს, თუმცა პრესსამსახურის განცხადებით, ყველა თანამშრომელს რომელიც გათავისუფლდა, კონტრაქტის ვადა ამოეწურა.

loading...

რეკლამა 2 19 09 09

  • img
  • img

ვალუტის კონვერტორი

დღის ფოტო

ონლაინ სესხების
საუკეთესო შემოთავაზებები

  • img
  • img
-->
Загрузка...