Загрузка...

რა მიზეზით თქვეს უარი ირაკლი აბუსერიძემ და გიორგი ნიჟარაძემ რაგბის კავშირის პრეზიდენტობაზე?!

  • 2015-12-15 21:08:59
  • 571 ნახვა
img

15 დეკემბერს სენსაციური განცხადება გააკეთა რაგბის კავშირის პრეზიდენტობის ორივე კანდიდატმა. ჯერ ირაკლი აბუსერიძემ მოხსნა კანდიდატურა, შემდეგ მოქმედმა პრეზიდენტმა გიორგი ნიჟარაძემ. "საქართველოს რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩენებზე მივიღე გადაწყვეტილება მოვხსნა ჩემი კანდიდატურა. ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ინფორმაციასა და დეტალებს მოგვიანებით მოგახსენებთ.", - განაცხადა აბუსერიძემ. "გაცნობებთ, რომ საქართველოს რაგბის კავშირის 2015 წლის 20 დეკემბერს საერთო ყრილობაზე გასამართ სრკ-ს საპრეზიდენტო არჩევნებზე ვხსნი ჩემს კანდიდატურას. ამ დღეებში საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობა გამოაქვეყნებს ახალი ყრილობის ჩატარების ვადას, რომელიც უახლოეს მომავალში გაიამრთება.", - ეს უკვე ნიჟარაძის განცხადებაა. შეგახსენებთ, რომ რაგბის კავშირის ყრილობა 20 დეკემბერს უნდა გამართულიყო, მაგრამ, როგორც ჩანს, გადაიდება.

Загрузка...

რეკლამა 2 19 09 09

  • img
  • img

ვალუტის კონვერტორი

დღის ფოტო

ონლაინ სესხების
საუკეთესო შემოთავაზებები

  • img
  • img
-->
Загрузка...