Загрузка...

სახელმწიფო ვალი ისტორიულ მაქსიმუმზე ავიდა

  • 2015-12-01 23:29:24
  • 1148 ნახვა
img

2016 წლის ბიუჯეტის მესამე, ბოლო ვარიანტი 200 მილიონით არის გაზრდილი. გაზრდილი ბიუჯეტის მნიშვნელოვანი პუნქტი სახელმწიფო ვალია, რომელიც ისტორიულ მაქსიმუმზე ავიდა. 2016 წლის ბიუჯეტში სახელწმიფო ვალი 14.6 მილიარდი ლარით არის დაგეგმილი, რაც წლევანდელ მაჩვენებელს თითქმის 800 მილიონით აღემატება, ხოლო 2012 წლის შემდეგ 5.5 მილიარდით, ანუ მთელი 60%-ით არის გაზრდილი. ამაში წვლილი ლარის ვარდნამაც შეიტანა, თუმცა არა საშინაო ვალის ნაწილში, რომელსაც მთავრობა ლარში იღებს. 2012 წელს მისი მოცულობა 2 მილიარდ ლარამდე იყო, 2015-ში 3 მილიარდს გადასცდა და 2016-შიც იგივე ნიშნულს ინარჩუნებს. 2015 წელს მთავრობამ დამატებით 500 მილიონი ლარის შიდა ვალი აიღო, 2016-ში კი კიდევ 200 მილიონს ისესხებს. ქართული ბანკებიდან ვალის აღება წლიურ 14%-იან განაკვეთს აღწევს.

loading...

რეკლამა 2 19 09 09

  • img
  • img

ვალუტის კონვერტორი

დღის ფოტო

ონლაინ სესხების
საუკეთესო შემოთავაზებები

  • img
  • 330 x 90
Загрузка...
Загрузка...