Загрузка...
ეკონომიკის მინისტრი მსოფლიო ბანკის რეიტინგში საქართველოს დაქვეითებას ეხმიანება - ახალი ამბები| news

Загрузка...

ეკონომიკის მინისტრი მსოფლიო ბანკის რეიტინგში საქართველოს დაქვეითებას ეხმიანება

  • 2015-10-28 13:01:36
  • 1242 ნახვა
img

ბიზნესის კეთების კუთხით საერთაშორისო რეიტინგში საქართველო 24-ე ადგილზე ყოფნას ეკონომიკის მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი, გამოეხმაურა. ქუმსიშვილის თქმით, მსოფლიო ბანკმა შემოიტანა ახალი კატეგორიები და რეიტინგის გადათვლა ამ კატეგორიების მიხედვით მოხდა. "საქართველოს აქვს საკმაოდ კარგი პოზიციები აღმოსავლეთ ევროპის მიმართულებით და ჩვენ ვართ მე-4 ადგილზე, ხოლო გაუმჯობესებული კრიტერიუმები გვაქვს 5 პოზიციაში,“-განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. მსოფლიო ბანკის მონაცმებს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, ზურაბ ტყემალაძეც, აგამოეხმაურა. ტყემალაძის თქმით, მეთოდოლოგია შეიცვალა და დღევანდელი 24-ე გასული წლის მე-15 ადგილს უდრის. საქართველოში არსებული ბიზნესგარემო მსოფლიო ბანკის სოციალური დაცვისა და შრომის საკითხებში გლობალური ქსელის ხელმძღვანელმა, ენდრიუ მეისონმა, შეაფასა. "ხელისუფლება აქტიურად მუშაობდა რეფორმების გასატარებლად, რომლებიც ეკონომიკურ გარემოს ბიზნესისთვის ხელსაყრელს ხდიდა. თუმცა წინ ბევრი გამოწვევაა. უნდა გაგრძელდეს კარგი ბიზნესგარემოს შენარჩუნებისთვის მუშაობა. სამუშაო ძალის არასათანადო უნარები არის უდიდესი გამოწვევა ქვეყნისთვის. უნდა უზრუნვევყოთ რომ მოსახლეობას ჰქონდეს ხელმისაწვდომობა განათლებისადმი. ყველას უნდა ჰქონდეს საშუალება წვლილი შეიტანოს თანამედროვე ეკონომიკის განვითარებაში. ხელი უნდა შევიწყოთ ასევე მცირე მეწარმეებს რომ გაზარდოს ნაკუთარი ბიზნესი," - განაცხადა მეისონმა. მსოფლიო ბანკის წარმომადგენელი საქართველოში ამ ცვლილებას რეიტინგის შედგენის ახალი მეთოდოლოგიით ხსნის.

loading...

რეკლამა 2 19 09 09

  • 330 x 90
  • img

ვალუტის კონვერტორი

დღის ფოტო

ონლაინ სესხების
საუკეთესო შემოთავაზებები

  • img
  • 330 x 90
Загрузка...
Загрузка...
Загрузка...