Загрузка...
ბიზნესის კეთების კუთხით საერთაშორისო რეიტინგში საქართველო 9 პოზიციით ჩამოქვეითდა - ახალი ამბები| news

Загрузка...

ბიზნესის კეთების კუთხით საერთაშორისო რეიტინგში საქართველო 9 პოზიციით ჩამოქვეითდა

  • 2015-10-28 11:24:58
  • 1533 ნახვა
img

ბიზნესის კეთების კუთხით საერთაშორისო რეიტინგში საქართველო 9 პოზიციით ჩამოქვეითდა და 24-ე ადგილზე გადაინაცვლა. ასეთია მსოფლიო ბანკის 2016 წლის მონაცემები, რომელიც ეფექტურობისა და რეგულაციების ხარისხის მიხედვით, თითოეული ქვეყნის წლიურ ბიზნეს მონაცემებს ზომავს. შარშანდელი რეიტინგით ქვეყანა მე-15 ადგილზე იყო. ბიზნეს რეფორმების კუთხით 2014- 2015 წლებში მსოფლიო ბანკი ორ ძირითად მიმართულებას გამოყოფს: ეს არის მშენებლობის ნებართვების გაცემის გამარტივება და კონტრაქტების გაფორმების პროცესში ელექტრონული სისტემის დანერგვა, რომელიც ადვოკატებს საშუალებას აძლევს ელექტრონულად დაადასტურონ მოთხოვნები. ანგარიშში წერია, რომ საქართველოს კიდევ აქვს სამუშაო, განსაკუთრებით მცირე სააქციო წილის მქონე ინვესტორების დაცვის კუთხით. საერთო ჯამში კი მსოფლიო ბანკი აღნიშნავს, რომ ქვეყანა ბოლო 12 წლის განმავლობაში ბიზნესის კეთების კუთხით მნიშვნელოვნად განვითარდა. მსოფლიო ბანკის მონაცემებზე განმარტებები ეკონომიკის სამინისტროში ერთ საათში გააკეთდება.

loading...

რეკლამა 2 19 09 09

  • 330 x 90
  • img

ვალუტის კონვერტორი

დღის ფოტო

ონლაინ სესხების
საუკეთესო შემოთავაზებები

  • img
  • 330 x 90
Загрузка...
Загрузка...
Загрузка...