Загрузка...

ირაკლი ალასანია ურეკში საიდუმლო შეხვედრის დეტალებს ამხელს

  • 2015-05-19 14:14:18
  • 1130 ნახვა
img

ირაკლი ალასანია გაზეთ „ქრონიკა+“-სთან ინტერვიუში იმ მოვლენებზე საუბრობს, რის გამოც ივანიშვილმა მისი უწყების თანამშრომლების დაკავება გადაწყვიტა.

„ივანიშვილთან შეხვედრა მქონდა 14 ივნისს, ადგილობრივი არჩევნების დღეს, სადაც ვუთხარი, თუმცა ადრე ნათქვამი მქონდა ღარიბაშვილისთვის მაისის ბოლოს, რომ ვაპირებდი პარტიის გაძლიერებას და პარტიის ლიდერად შეიძლებოდა მეყარა კენჭი. ავუხსენი ისიც, რომ ეს იყო ძლიერი კოალიციისთვის ძლიერი პარტია, პარტნიორი, რომელიც მნიშვნელოვანი იქნებოდა მომავალ არჩევნებზე. მე თავშიც არ მედო მაშინ, რომ შეიძლებოდა ასე დრამატულად მოტრიალებულიყო ვითარება ჩვენს ქვეყანაში. ამის შემდეგ მან დაიწყო უშუალო დავალებების გაცემა პროკურატურისთვის, რაც ჩემთვის მოგვიანებით გახდა ცნობილი და დრეს შემიძლია განვაცხადო, რომ აგვისტოს ბოლოს ურეკში მის რეზიდენციაში შედგფა შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდა ირაკლი ღარიბაშვილი, გიორგი ბადაშვილი და მისი მოადგილე შოთაძე, ასევე მაშინდელი შსს მინისტრი და მისი ერთ-ერთი მოადგილე, რომლიე ვინაობასაც ზუსტად ვერ გეტყვით... ამ შეხვედრაზე მიირეს კონკრეტული დავალება, რომ მოეძებნათ რარაც, ან უკვე წამოწყებულ საქმეში, ან რამე ახალი, რომ წაეყენებინათ ჩემთვის ბრალი. ეს რომ გავიგე, პრემიერთან მივედი და მასთან საუბარი მქონდა- გაერკვია, რატომ ხდება მსგავსი რამ, არაფორმალური ადამიანი რატომ აძლევს დავალებებს პროკურატგურას?! როგორც თქვენ არ გაგირკვევიათ, ისე ეს ამბავი პრემიერს არ მოუკითხავს, ხოლო ოქტომბრის ბოლოს რაც მოხდა, ყველამ ნახა. პრაქტიკულად, მიება ეს სამზადისი საფრანგეთში გაფორმებულ შეთანხმებას“- განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

რეკლამა 2 19 09 09

  • img
  • img

ვალუტის კონვერტორი

დღის ფოტო

ონლაინ სესხების
საუკეთესო შემოთავაზებები

  • img
  • 330 x 90
Загрузка...
Загрузка...