ვგრძნობ უცნაურ ტკივილს ზურგში და სახსრებში… რუსთავი 2 -ის ჟურნალისტი განცხადება ვირუსის დადგენის შემდეგ

რუსთავი 2-ის ჟურნალისტი თეონა ცხომელიძე სოციალრ ქსელში წერს, რომ COVID 19 სავარაუდოდ რესპოდენტისგან გადაედო.

ჟურნალისტის განცხადებით, მას ზურგის და სახსრების ტკივილი აწუხებს.

ცხომელიძის თქმით, ის ეპიდემიოლოგებთან ერთად საკონტაქტო წრის დადგენას ცდილობს.

“მეგობრებო პირველ რიგში მადლობა და ბოდიში – ვერ გპასუხობთ. დღეს დამიდასტურდა კოვიდ-19, რომელიც დიდი ალბათობით გადმომედო რესპოდენტისგან – სხვა კონტაქტი ინფიცირებულთან არ მქონია. არ მაქვს სიცხე, ვგრძნობ უცნაურ ტკივილს ზურგში და სახსრებში. მესმის რომ დიდია ინტერესი, მაგრამ ვერ გპასუხობთ ჯერ ექიმიც არ მინახავს. ახლა მხოლოდ იმ ადამიანებზე ვღელავ, ვისაც შესაძლოა ჩემგან ინფექცია გადადებოდა, სხვა არაფერი მაწუხებს. ვმუშაობთ ეპიდემიოლოგებთან რომ მაქსიმალურად დავაზუსტოთ საკონტაქტო წრე, გადამდები ვარ 7 სექტემბრიდან. დავემატე ხვალინდელ სტატისტიკასაც, გურამ როგავა რომ გამოაცხადებს”, – წერს თეონა ცხომელიძე

ახლახანს ხდება ცნობილი ეს ინფორმაცია ბიძინა ივანიშვილი სრულად დააფინანსებს…

ბიძინა ივანიშვილმა ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტ თეოდორესთან ერთად აბასთუმანში მდებარე თამარის ციხე დაათვალიერა.
ბიძინა ივანიშვილის თქმით, კურცხანას ხეობაში მიმდინარეობს შემოვლითი გზის მშენებლობა, რაც აბასთუმნის ამ მხარეს უფრო მეტ სიცოცხლეს შესძენს. ამასთან, იმ პროექტებზეც ისაუბრა, რომელთა განხორციელებაც ხეობაში მისი ხელშეწყობით იგეგმება.
თამარის ციხე მდინარე ოცხესა და კურცხანის ხეობის შესართავთან, მთაზეა აგებული. იგი IX‐XI საუკუნეებს მიეკუთვნება. ისტორიკოთა ვარაუდით, ეს ციხე დასტურია იმისა, რომ აბასთუმანში, მაშინდელ ოძრხეში, თამარ მეფის რეზიდენცია იყო.

ნანუკა ჟორჟოლიანი სკანდალური ფოტოს ავრცელებს, შოკისმომგვრელი განცხადება

კარანტინი ნამდვილად არის ადგილი, სადაც “ვიღაც” დიდ ფულს ათეთრებს. 
ეს ფოტო ჩემი არაა. მე უარი ვთქვი აქაურ საკვებზე, მაგრამ ყველას არ აქვს საშუალება საჭმელი გამოიძახოს. 
დღეს გოგო მოიწამლა კარანტინში. 

სააკაშვილის როგორც კი ჩამოვა ელოდა პატიმრობა მასზე ჩამოკიდებული ნაციონალური მოძრაობა პოლიტიკური მომავალი ნულის ტოლია

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მისი დასახელება კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკურად გაკოტრებულია – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, მიხეილ სააკაშვილის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დასახელებასთან დაკავშირებული თემის კომენტირებისას აღნიშნა.

თეა წულუკიანს მიაჩნია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი დანაყოფი პარტიები ვერც გეგმავენ, რომ საქართველოში რაიმე პოლიტიკური მომავალი ჰქონდეთ.

„სააკაშვილზე ჩამოკიდებული პარტიისთვის რა სახელიც არ უნდა ერქვას მას, რა თქმა უნდა, პოლიტიკური მომავალი ნულის ტოლია. მე არ ვიცი, რა გზით აპირებს სააკაშვილი საქართველოში ჩამოსვლას. ამაზე ბევრჯერ ვისაუბრეთ, თუ ის გადაწყვეტს ჩამოსვლას, ჩამობრძანდეს არ არის პრობლემა, მას ელოდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, რადგან განაჩენები არსებობს. ეს არ არის მუქარა, ეს არის ფაქტი. ამ აბსოლუტურად არასერიოზულ ადამიანს, როგორც ჩანს, უკრაინაშიც აღარ დაედგომება. თუ მაინც გადაწყვეტს ჩამობრძანდეს, მას ელოდება დაკავების პროცედურა, ასეთია რეალობა და იმ სასჯელის მოხდა, რომელიც მისჯილი აქვს დამოუკიდებელი ქართული სასამართლოს მიერ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ახლახან ვრცელდება… პრემიერის განკარგულებით, ნოემბრიდან თებერვლის ჩათვლით მოთხოვნილი დოკუმენტაცია სრულად ვერ შეავსეს, ამ დახმარებას მაინც მიიღებენ…

ვის დაერიცხა უკვე ბაშვებისთვის 200 ლარიანი დახმარება და  დაგერიცხებათ თუ არა დანარჩენებს ?
4 სექტემბერს 17 წლის ასაკის ჩათვლით ბავშვებისთვის 200-ლარიანი დახმარების ჩარიცხვა დაიწყო.

ისინი, ვინც სპეციალურ პორტალზე პირველივე ეტაპზე დარეგისტრირდნენ, თანხა მათ უკვე ჩაერიცხათ.
შესაბამისად თუ თქვენ რამდენიმე დღის მერე დარეგისტრირდით, ამავე პრინციპით რამდენიმე დღეში დაგერიცხებათ.
მოგეწონთ ჩვენს მიერ მომზადებული სტატია? მაშინ გაუზიარეთ მეგობრები
პრემიერმა დღეს ასევე ისაუბრა ქვეყნის მოქალაქეებისთვის სოციალური დახმარების პროექტის გაგრძელების თაობაზე, რომლის ფარგლებშიც ყველა თვითდასაქმებული, რომელთაც აქამდე 300 ლარიანი ერთჯერადი დახმარება არ ქონდათ აღებული, რადგან მოთხოვნილი დოკუმენტაცია სრულად ვერ შეავსეს, ამ დახმარებას მაინც მიიღებენ
და ასევე, პრემიერის განკარგულებით, ნოემბრიდან თებერვლის ჩათვლით, 4 თვის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეებს კომუნალურ გადასახადს სახელმწიფო იგივე პრინციპით გადაუხდის, რა შეღავათითაც მოსახლეობა კორონავირუსის პანდემიის დროს სარგებლობდა.  

სასწრაფოდ აქამდე უცნობი ფაქტები… “ყველანაირად გამანადგურეს”

ბიძინა ივანიშვილის უმცროსი ძმა ალეკო ივანიშვილი ჯერ კიდევ “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლამდე გაეხვა სკანდალში, მაშინ, როცა მედიაში დაიბეჭდა ჩრდილოეთ ოსეთში მცხოვრები მზია ხინჩაგაშვილის ინტერვიუ, ქალი ამბობდა, რომ მას წლების წინ ალეკო ივანიშვილისგან გოგონა, თეონა შეეძინა. ინტერვიუს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ალეკო ივანიშვილმა შვილი ოფიციალურად არ აღიარა, თუმცა მიუხედავად ამისა, ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი ღარიბაშვილის შუამავლობით, დედა-შვილს წლების განმავლობაში ფულს უხდიდა და თბილისში ბინაც უყიდა. ამის შემდეგ უკვე დედა თეონას კანონიერ შვილად აღიარებას და ივანიშვილების გვარს ითხოვდა.  სასამართლო წლები გაგრძელდა და საბოლოოდ, 2020 წლის მარტში თეონა ხინჩაგაშვილის გამარჯვებით დასრულდა. 12 მარტს ქართულმა სასამართლომ დადგენილება გამოიტანა და თეონა ხინჩაგაშვილი ალექსი (ალეკო) ივანიშვილის კანონიერ შვილად ცნეს და ივანიშვილის გვარი მიიღო, ახლა ის ორივე გვარს ატარებს.
დედა-შვილი ვლადიკავკაზში ცხოვრობს. თეონას ქმარი ხაშურიდან არის. ცნობილი ოჯახის კანონიერი მემკვიდრე ორ ვაჟს ზრდის. როგორ შეიცვალა დედა-შვილის ცხოვრება მას შემდეგ, რაც თეონამ მამის გვარი მიიღო, ამის შესახებ თავად საუბრობს:
„სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნით, თეონა 99.9999%-ით ალოკოს შვილია. სასამართლომ გამოიტანა სამართლიანი გადაწყვეტილება და სამართლიანობამ გაიმარჯვა. ამის შემდეგ, ალეკომ ორჯერ გვიჩივლა, ჩემი შვილი არ არისო. ყველა ინსტანციაში გავიმარჯვეთ. მადლობა სამხარაულის ექსპერტიზას და სასამართლოს, რომ სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო. ივანიშვილების მიერ კიდევ ერთხელ გადაგდებულ და მიტოვებულ შვილს ადვოკატმა ლია ხუციშვილმა და ბატონმა ზაზა ხატიაშვილმა კონსულტაციები გაუწიეს. ლიახუციშვილმა, ჩვენმა ადვოკატმა, “კაპიკი” არ აიღო, მას შემდეგ მეშინია, პრობლემები არ შეექმნას ქალბატონ ლიას სასამართლომ ფულადი დახმარება ვერ დაუნიშნა თეონას, რადგან ალიმენტის ასაკი გასულია. ახლა გვემუქრებიან, მერე რა, გვარი რომ მიიღო, ქონებიდან მაინც ვერაფერს მიიღებსო. ჩასახვის დღიდან მიატოვა ალეკომ შვილი… ქაცვს ვარჩევთ და მისი გაყიდვით ვირჩენთ თავს.
შარშან თეონას ფეხი ჰქონდა სამგან მოტეხილი და ძალიან ცუდად იყო, საავადმყოფოში იწვა. ნათესავებმა შეგვიკრიბეს ფული და ისე გავუკეთეთ ოპერაცია. ბატონ ბიძინას რომ გაეგო, სიკვდილის პირას არ მიატოვებდა თავის ობოლ ძმისშვილს. ალეკომ გაიგო, მაგრამ არ დაგვეხმარა.
საქართველოში რისთვის ჩამოვიდე, რა აზრი აქვს, რომ ვიჩივლე, იმასაც ვნანობ. ყველანაირად გამანადგურეს, რის ფასად დაგვიჯდა ეს გვარი. მეგონა, მადლო¬ას მეტყოდნენ, ეს რა შვილი გაზარდეო. მინდა, მივმარო ბიძინა ივანიშვილს, მას ბევრი არასწორი ინფორმაცია მისდის. გვარი კი მიიღო თეონამ სასამართლოს გადაწყვეტილებით, მაგრამ არ მჯერა, რომ ბატონ ბიძინას საავადმყოფოში მიეტოვებინა ძმისშვილი. ვერ დავიჯერებ ამას, ატყუებენ მას. მინდა, მივმართო ალეკოს პირად ადვოკატს, არჩილ კბილაშვილს, ყოფილ პროკურორს, ასე როგორ მოგვექეცით?! გვეუბნებოდა კიდევ ჩავაბაროთ ანალიზიო, ყველაფერში ვეთანხმებოდით. ყველამ იცის ჩვენი მდგომარეობა, ჩვენ რისი გამყალბებელი ვიყავით?!”, – აცხადებს მზია ხინჩაგაშვილი. 
სრულად იხილეთ: ამბები.ჯი