სასწრაფოდ! სკანდალური და აქამდე უცნობი დეტალები გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშრებით, “ალიას” ექსკლუზივი

18 ივნისს 19 წლის გიორგი შაქარაშვილი გარდაიცვალა, თუმცა, ჩვენ მისი დაღუპვის შესახებ 22 ივნისს გავიგეთ. ცხედარი საკმაოდ იყო დაშორებული იმ ადგილს, საიდანაც გიორგი წყალში მოხვდა, შესაბამისად მისი პოვნა გართულდა. ოჯახს ბოლომდე ჰქონდა იმედი, რომ ის ცოცხალი იყო და სადღაც იმალებოდა, თუმცა, სამწუხაროდ, ასეთი კეთილი ბოლო მხოლოდ ზღაპრებშია.


ახლა ამ სტატიას რომ ვწერ, უკვე 28 ივნისია და გამოძიებას ჯერ კიდევ არა აქვს პასუხი კითხვაზე, გიორგი წყალში გადავარდა და დაიხრჩო, თუ იგი მაშინ გადააგდეს, როცა უკვე გარდაცვლილი იყო.

როგორ ადგენს ექსპერტიზა, ცოცხალი იყო თუ არა ადამიანი წყალში მოხვედრისას?
„ალია“ ამის გასარკვევად რამდენიმე ექსპერტს დაუკავშირდა, მათი პასუხი იდენტურია:

ვიღებთ თირკმელს და ვარკვევთ მოხვედრილია თუ არა მასში პლანქტონი – ეს უხილავი წყალმცენარეებია. იმ შემთხვევაში თუ სხეულმა დიდხანს დაჰყო წყალში, შეგვიძლია ბარძაყის ძვლის ანალიზით გავცეთ ამ კითხვას პასუხი, თუმცა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, 4 დღე არ ითვლება დიდ დროდ. თუ პლანქტონი აღმოჩნდა თირკმელში, ესე იგი ადამიანი ცოცხალი იყო, როცა წყალში მოხვდა, თუ არ აღმოჩნდა თირკმელში პლანქტონი – ესე იგი, იგი უკვე გარდაცვლილი აღმოჩნდა წყალში – თუმცა, პარალელურად, უნდა იქნეს წყლის სინჯი აღებული – და ამ წყალში აღმოჩენილი პლანქტონების დამთხვევაც უნდა მოხდეს, ძალიან იშვიათად, მაგრამ შეიძლება წყალში საერთოდ არ იყოს პლანქტონი, როგორც წესი, ეს ნაკლებად ეხება მდინარეს, ეს უფრო ეხება ისეთ ადგილებს, რომლებიც იქლორება ხშირად – ყოველ შემთხვევაში, ექსპერტიზას უნდა წაეღო მდინარიდანაც წყლის ნიმუში.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადამიანი მაშინ მოხვდება წყალში, როცა გონება აქვს დაკარგული, ან წყალში მოხვედრისთანავე დაკარგავს გონებას, მის თირკმელში მაინც აღმოჩნდება პლანქტონი, რადგან გონებადაკარგული ადამიანიც კი სუნთქავს…

რამდენ ხანში შეიძლება დაადგინო, არის თუ არა პლანქტონი თირკმელში? -ვკითხეთ ექსპერტებს, რომლებმაც გვიპასუხეს, რომ ერთ დღეშიც შესაძლებელია და მაქსიმუმ ორი დღე სრულიად საკმარისია.


„ალია“ საქმეში მონაწილე რამდენიმე ადვოკატს დაუკავშირდა ერთი კითხვით, არის თუ არა საქმეში იმის საბუთი, რომ წყლის სინჯიც არის აღებული – თუმცა, გამომდინარე იქედან, რომ მათ საქმის მასალები შაბათს, გვიან ღამით მისცეს, ამ კითხვაზე პასუხი კვირა დღეს არა აქვთ.


საქმეში ჩართული დამოუკიდებელი ექსპერტი ინტერვიუებში აცხადებს, რომ სპეფიციკური ექსპერტიზებია დანიშნული და მათ დრო სჭირდება.
კი, ასეა, თუ პროკურატურამ ერთი წერილი, ერთი მიმართვა გაუგზავნა ექსპერტიზის ბიუროს, მაგრამ პროკურატურას რომ გაეგზავნა ორ ნაწილად კითხვები და ცალკე წერილად რომ მოეთხოვა იმ ექსპერტიზის პასუხები, რომელ ექსპერტიზებსაც დიდი დრო არ სჭირდება, პასუხებიც ცალ-ცალკე მოვიდოდა და ამ კონკრეტულ საკითხზე უკვე ოფიციალური დოკუმენტი ექნებოდათ.


„ალიას“ წყარომ მოაწოდა ინფორმაცია, რომ ექსპერტიზის ბიუროდან პროკურატურას ზეპირსიტყვიერად უკვე გაუმხილეს ექსპერტიზის პასუხი ამ საკითხზე.

ჩვენ ვცადეთ ამ საკითხის გარკვევაც, ერთმა ადვოკატმა დაგვიდასტურა, გვითხრა, რომ მანაც გაიგო, პროკურატურამ უკვე იცის პასუხები, თუმცა, არ იცის, კონკრეტულად, რა უთხრეს პროკურატურას ექსპერტებმა.

ჩვენ ეს ინფორმაცია გადავამოწმეთ გიორგის ბიძასთანაც, რომელმაც უარყო და გვითხრა, ასე რომ ყოფილიყო, ამის შესახებ აუცილებლად ეცოდინებოდა.

განაგრძეთ კითხვა წყარო ალია

სასწრაფოდ! სასიხარულო ინფორმაცია ევროკავშირის მოულოდნელი გადაწყვეტილება საქართველოს…

მოხარულები და ამაყები ვართ, რომ დღეისთვის მიღწეულმა შედეგებმა შესაძლებელი გახადა ჩვენი ქვეყნის პოზიტიური იმიჯის, კერძოდ საქართველოს, როგორც უსაფრთხო ქვეყნის სტატუსის მოპოვება, ასევე სანდო და საიმედო პარტნიორის იმიჯის კიდევ ერთხელ განმტკიცება, –განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით,  რომლის თანახმადაც, საქართველო შეყვანილია ე.წ. „მწვანე ქვეყნების“ სიაში, რომელთათვისაც ევროკავშირი პირველ ეტაპზე გახსნის დაკეტილ საზღვრებს.

„აღნიშნული გადაწყვეტილება, ცხადყოფს და ადასტურებს, რომ საქართველოს მთავრობამ წარმატებით იმუშავა პარტნიორ ქვეყნებთან, ეფექტურად მართა „კოვიდ-19“-ის პანდემიის გავრცელების აღკვეთა და რომ საქართველოს მთავრობის ნაბიჯები პანდემიასთან ბრძოლის კუთხით იყო სწორი, თანმიმდევრული და პასუხისმგებლიანი, რაც არაერთხელ დადასტურდა ასევე ჩვენი პარტნიორების შეფასებებით“, – განაცხადა ზალკალიანმა.  

საგანგებო მიმართვა ვერანაირი პოლიტიკური სპეკულაციები ვერ შეუშლის ხელს ქართული სახელმწიფოსა და ხალხის მხარდასაჭერად პროექტების განხორციელებას

ფონდი „ქართუ“ განცხადებას ავრცელებს.

„აჟიოტაჟის მიზანი, ჩვენი აზრით, ფონდის და მისი დამფუძნებლის მიმართ არაჯანსაღი საზოგადოებრივი განწყობების შექმნაა. მოგეხსენებათ, ფონდი „ქართუ“, რომლის ერთადერთი დამფუძნებელი და შემომწირველი ბიძინა ივანიშვილის ოჯახია, 20 წელზე მეტია საქართველოს კანონმდებლობის განუხრელი დაცვით და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად ფუნქციონირებს.

ამ დროის მანძილზე, ფონდის ხელშეწყობით ასეულობით საქველმოქმედო პროექტი განხორციელდა და პოლიტიკურად მოტივირებული ჯგუფების გარდა, მის საქმიანობასთან დაკავშირებით შეკითხვები არავის გასჩენია.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ფონდის საქმიანობა აბსოლუტურად გამჭვირვალეა და ეს ფაქტი, მსოფლიო ბანკის მიერ „დიდ ოთხეულად“ რანჟირებული, უმაღლესი საერთაშორისო სანდოობის აუდიტორული კომპანიების ყოველწლიური ანგარიშებით არის დადასტურებული.

მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე აჟიოტაჟის ინიციატორი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები თავადვე აცხადებენ, რომ მათ მიერ ინიცირებულ, უსაფუძვლო კითხვებზე პასუხის გაცემის ვალდებულება ფონდს არ გააჩნია, თუკი ვინმეს დარჩა დამატებითი კითხვები ფონდში აკუმულირებული თანხების წარმომავლობასა და განკარგვასთან დაკავშირებით, საქართველო სამართლებრივი სახელმწიფოა და შეუძლიათ მიმართონ სასამართლოს.

დასასრულ, ხაზგასმით გვინდა განვაცხადოთ, რომ ვერანაირი აჟიოტაჟი და პოლიტიკური სპეკულაციები ვერ შეუშლის ხელს ქართული სახელმწიფოსა და ხალხის მხარდასაჭერად ფონდის მიერ სამომავლოდ დაგეგმილ და მიმდინარე საქველმოქმედო პროექტების განხორციელებას“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ჩინეთში ახალი ვირუსი – G4 EA H1N1 აღმოაჩინეს, რომელიც ღორიდან ადამიანზე გადავიდა

ჩინეთში აღმოაჩინეს გრიპის ახალი ტიპის ვირუსი, რომელმაც შესაძლოა, პანდემია გამოიწვიოს, – ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

როგორც მეცნიერები იუწყებიან, ახალი გრიპის მატარებელი ღორები არიან, თუმცა დაავადება გადაეცემა ადამიანსაც.

მკვლევრები შიშობენ, რომ ვირუსმა შესაძლოა, მუტაცია განიცადოს და ადვილად გავრცელდეს, რასაც მორიგი პანდემია მოჰყვება.

მეცნიერთა თქმით, გრიპის ახალ ვირუსს ყველანაირი ნიშანი აქვს იმის სათქმელად, რომ მას გარემოსთან ადაპტაცია და ადამიანის დაავადება იოლად შეუძლია.

ვირუსი ახალია, ამიტომ ადამიანების უმეტესობას მასზე იმინიტეტი არ ექნება.

ვირუსის სახელწოდებაა – G4 EA H1N1. ის ადამიანების სასუნთქ გზებს აზიანებს. მეცნიერთა თქმით, ახალი ტიპის გრიპის ვირუსი უკვე დაუდასტურდათ ჩინეთში, სასაკლაოებსა და ხორცის საწარმოებში დასაქმებულ ადამიანებს.

მკვლევრები აცხადებენ, რომ გრიპის ახალი ვირუსი ამ ეტაპზე დაუყოვნებლივ რეაგირებას არ საჭიროებს, თუმცა საყურადღებოა.

1tv.ge

სასწრაფოდ! უკრაინულ მედიაში ვრცელდება შოკისმომგვრელი ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ეს მოულოდნელია ყველასთვის

გიორგი გაბუნიაზე შესაძლო თავდასხმის ბოროტ გეგმაში მიხეილ სააკაშვილის თანამონაწილეობა დადასტურდა – ამის შესახებ უკრაინული საინფორმაციო სააგენტოს „Новости Украины“ გენერალურმა დირექტორმა ოლეგ დეინეკამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილმა წინასწარ იცოდა ჟურნალისტის მკვლელობის მომზადების შესახებ და ამას უკრაინის სამართალდამცავ ორგანოებს უმალავდა.

„როგორც ირკვევა მან წინასწარ იცოდა თავისივე ტელეარხის ჟურნალისტზე მკვლელობის მცდელობის სამზადისის შესახებ და ამას უკრაინის სამართალდამცავ ორგანოებს უმალავდა. ეს მტკიცდება სატელეფონო საუბრით სააკაშვილსა და ზურაბ ადეიშვილს შორის”, – განაცხადა დეინეკამ.

პრესკონფერენციას ესწრებოდა საინფორმაციო სააგენტოს პროდიუსერი ვალერი ტოლმაჩი, რომლის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული დიპლომატები, ბიზნესმენები და ჟურნალისტები, ეწეოდნენ გიორგი გაბუნიას უპრეცედენტო საერთაშორისო მედია-კამპანიას, რომლის სიცოცხლეზეც საბოლოოდ იგეგმებოდა თავდასხმის მცდელობა.

„შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რა მასშტაბის აღშფოთების, პროტესტის და შესაძლო პოლიტიკური დესტაბილიზაციის გამოწვევა შეეძლო ტელეჟურნალისტის მკვლელობას. ახლა წარმოვიდგინოთ ამ ინციდენტის საერთაშორისო რეზონანსი, თუკი მოესწრებოდა გაბუნიას პიარკამპანიის განხორციელება“, – განაცხადა ვალერი ტოლმაჩმა.

მისივე თქმით, ამ საერთაშორისო პროექტის რეალიზაციის მიზნით, მათ სთხოვეს დაკავშირებოდნენ ამ პროექტის მომავალ კურატორს, ელისო კილაძეს. ოლეგ დეინეკას თქმით, ინტერნეტში გამოქვეყნებული ვიდეოებიდან გაიგეს, რომ ელისო კილაძე რამდენჯერმე იყო ნამყოფი უკრაინის ბორისპოლის აეროპორტში, სადაც მას ხვდებოდა მიხეილ სააკაშვილის პირადი დაცვა. ამის დასტურად პრესკონფერენციის ორგანიზატორებმა წარმოადგინეს ვიდეო, სადაც ელისო კილაძეს ბორისპოლის აეროპორტში, მიხეილ სააკაშვილის დაცვა დახვდა.

„მოგვიანებით ჩვენმა ერთ-ერთმა წყარომ დაგვიდასტურა კილაძისა და სააკაშვილის ფინანსური თანამშრომლობის ფაქტი, კერძოდ მისი რეგულარული ავიარეისების გადახდის სახით და ასევე ჯილდოს სახით, რომელსაც იგი თითქოს დამოუკიდებელ ჟურნალისტს უხდიდა“, – განაცხადა ოლეგ დეინეკამ.

ვალერი ტოლმაჩის ინფორმაციით, სწორედ ელისო კილაძეს უნდა გაეწია კურატორობა და საერთაშორისო ჟურნალისტთა გუნდის ორგანიზება ამ მსხვილმასშტაბიანი საერთაშორისო პიარკამპანიისთვის, რომელიც ჟურნალისტი გიორგი გაბუნიას წინსვლას ემსახურებოდა , როგორც მომავალი ოპოზიციური ლიდერის, რომელიც სააკაშვილის ალტერნატივა იქნებოდა.

„მაშინ უკვე უცნაურად გვეჩვენა ორი რამ. პირველ რიგში ის, რომ მიხეილ სააკშვილის მომავალ ალტერნატივად წამოყენებული იყო ჟურნალისტი , რომელიც ცნობილია პუტინის მისამართით პირდაპირ ეთერში გაკეთებული უცენზურო მიმართვით იმ არხზე, რომელიც ეკუთვნის სწორედ სააკაშვილს. მეორე კი ის გარემოება გვეჩვენა უცნაურად, რომ გიორგი გაბუნიას პოლიტიკური პრომო კამპანია უნდა წარმართულიყო სააკაშვილთან დაახლოებული ჟურნალისტის კურატორობით, თუმცა მასთან ჩვენ პირდაპირ კავშირზე უნდა გავსულიყავით, შუამავლის გარეშე. იგი უნდა ყოფილიყო გიორგი გაბუნიასთან შუამავალი და მისი მედია-პოლიტიკური პიარის კურატორი არამხოლოდ უკრაინაში, არამედ მოლდოვაში , პოლონეთსა და ბალტიის ქვეყნებში“, – განაცხადა ოლეგ დეინეკამ.

მისივე თქმით, არსებობს სატელეფონო საუბრის ჩანაწერი სააკაშვილსა და ადეიშვილს შორის.

„ადეიშვილი არ არის უბრალო ფიგურა, ეს არის საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი, რომელიც ამ დრომდე იძებნება ზუსტად იმ დანაშაულებისთვის, რომლებიც განხორციელდა საქართველოში სააკაშვილის მმართველობის დროს. არის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც მას აქვს მისჯილი თავისუფლების აღკვეთა ერთი წლით და 6 თვით თითოეული დანაშაულისთვის”, – განაცხადეს პრესკონფერენციის ორგანიზატორებმა.

„ის არის ადამიანი, რომელიც აწარმოებს ყველა ფინანსურ ოპერაციას ელისო კილაძესთან ერთად, რომელიც კურირებდა გიორგი გაბუნიას საქმეს. ის ჩამოფრინდა კიევში, სააკაშვილთან პოლიტიკურ თემებზე მოსალაპარაკებლად და მისი გადაადგილების ფინანსური მხარეს სწორედ ადეიშვილი აკონტროლებდა. ამ სატელეფონო საუბარში სააკაშვილი და ადეიშვილი საუბრობენ გაბუნიაზე. სააკაშვილი საუბრობს, რომ მან იცოდა გაბუნიას მკვლელობისთვის მზადების შესახებ. ჩვენ ვთხოვეთ ქართველ კოლეგებს, მოესმინათ ამ ჩანაწერისთვის. გვაინტერესებდა ნამდვილად იმაზე საუბრობდნენ თუ არა რა ინფორმაციაც გავრცელდა. რადგან ჩვენ არ ვიცით ქართული ენა, მათ დაგვიდასტურეს რომ ჩანაწერი ზუსტად ამ შინაარსის იყო, სიტყვა სიტყვით გაშიფრული და რომ ეს ხმები ნამდვილად იყო სააკაშვილისა და ადეიშვილის. რომ ნიკა გვარამია, მთავარი არხის ხელმძღვანელი პირი, ნამდვილად არის სააკაშვილისა და ადეიშვილის ქვეშევრდომი, რომელიც ადეიშვილთან და სააკაშვილთან ერთად კერავდნენ გაბუნიას საქმეს ელისო კილაძის დახმარებით“, – განაცხადეს პრესკონფერენციაზე.

მათივე თქმით, სააკაშვილი უკრაინას არა მარტო ჟურნალისტების და საზოგადო აქტივისტების მოკვლით ემუქრება, იგი ღიად იმუქრება უკრაინაში შიმშილზე.

„სააკაშვილი ემუქრება ჩვენს ქვეყანას არა მარტო ჟურნალისტების და საზოგადო აქტივისტების მოკვლით, სააკაშვილი უკვე ღიად იმუქრება ჩვენს ქვეყანაში შიმშილზე. ანუ, ადამიანი, რომელიც აქ ვითომდა წესრიგის დასამყარებლად ჩამოვიდა და რეფორმების გასატარებლად, უკვე აფრთხილებს ქვეყანას რომ იქნება შიმშილი. სააკაშვილი არის ქართველი, მას აქვს პოლიტიკური პარტია საქართველოში, რომელიც უნდა აიკრძალოს, რადგან ის არის საფრთხე ამ ტერიტორიაზე მცხოვრებთათვის. უფრო მეტიც, ის ანგრევს ამ სახელმწიფოს, ვგულისხმობ საქართველოს და ეს უკვე ჩვენი ქვეყნის დანგრევასაც ემსახურება. ის ქართველია, მისი ადგილი საქართველოშია, წავიდეს და იქ არკვიოს პრობლემები, კრიმინალური საქმეები რომლებიც უნდა დახუროს??? სხვა შემთხვევაში, ჩვენ მივმართავთ სამართალდამცავ ორგანოებს, შეისწავლოს ეს ფაქტიც და ასევე ყველა ის საქმე, რომელიც მისი და მისი თანაგუნდელების წინააღმდეგ არის აღძრული საქართველოში. ამ დანაშაულებისთვის უნდა დაისაჯოს აქ, უკრაინის ტერიტორიაზე. ის წარმოადგენს საფრთხეს ჟურნალისტებისთვის, სამოქალაქო აქტივისტებისთვის და მთლიანად უკრაინის მოსახლეობისთვის“, – განაცხადეს პრესკონფერენციის ორგანიზატორებმა.

სასწრაფოდ! დარჩა 4 დღე თურქეთის მხარის გადაწყვეტილება 1 აგვისტომდე ყველა ქართველმა უნდა დატოვოს თურქეთის ტერიტორია ვინც იქ არალეგალურად იმყოფება

თურქეთში არალეგალურად მყოფმა საქართველოს მოქალაქეებმა ქვეყანა პირველ ივლისამდე უნდა დატოვონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ დააჯარიმებენ. ინფორმაციას თურქეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს. 

„თურქული მხარის გადაწყვეტილებით, პირველი ივლისიდან მოიხსნება შეღავათი იმ მოქალაქეთათვის, რომლებმაც თურქეთში COVID-19-ის პანდემიასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების გამო ვერ შეძლეს ქვეყნის დატოვება და 29 მარტიდან ქვეყანაში არალეგალურად იმყოფებოდნენ.

საქართველოს იმ მოქალაქეებმა, რომლებმაც დაწესებული შეზღუდვების გამო ვერ შეძლეს ქვეყნის დატოვება და ლეგალურად ყოფნის ვადა 29 მარტიდან ამოეწურათ, თურქეთის ტერიტორია სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტის გავლით უნდა დატოვონ 2020 წლის 30 ივნისის ჩათვლით. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული მოქალაქეები ქვეყნის ტერიტორიას დატოვებენ 1-ლი აგვისტოდან, ისინი ვერ ისარგებლებენ მოქმედი შეღავათებით და საზღვრის კვეთისას მათზე გავრცელდება კანონით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციები“. – აცხადებს საელჩო.

აბა ვინ ეთანხმებით? გუგული მაღრაძე 23 წლამდე პირს ავტომობილის მართვა ეკრძალება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გუგული მაღრაძის განცხადებით, ადამიანების სიცოცხლესა და უსაფრთხოებას კანონმა აკრძალვებით უნდა შეუწყოს ხელი.

მაღრაძე ფიქრობს, რომ ავტომობილის დამოუკიდებლად მართვის ასაკი კანონით უნდა განისაზღვროს. პოლიტიკოსის აზრით, აკრძალვას საფუძვლად ავარიების სტატისტიკა უნდა დაედოს და იმ შემთხვევაში, თუ ავტოსაგზაო შემთხვევბის უმრავლესობა 19-დან 23 წლამდე ასაკის მძღოლებზე მოდის, 23 წლამდე პირს უფროსის გარეშე ავტომობილის დამოუკიდებლად მართვის უფლება უნდა შეეზღუდოს.

„ავარიას ხშირად ახდენს ადამიანი, რომელსაც ავტომობილი თავად არ შეუძენია და მამამ უყიდა. ამიტომ ვთქვი, რომ სანამ ადამიანი ფეხზე არ დადგება და თვითონ არ შეეძლება იყოდოს ავტომობილი, შესაძლოა, 23 წლამდეც იყოს მართვის უფლების შეზღუდვა, ან შეეძლოს მართვა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გვერდით უფროსი ახლავს. ვფიქრობ, შესაძლოა კანონში ჩავდოთ ასეთი რამ: 18 წლის ასაკიდან მართვის მოწმობის აღების უფლება ჰქონდეს, მაგრამ თუ კი გვერდით უფროსი არ ახლავს, დამოუკიდებლად ავტომობილის ტარების უფლება შეეზღუდოს. სტატისტიკა უნდა ვნახოთ და თუკი გამოჩნდება, რომ ავარიები მოდის, მაგალითად, 19-დან 23 წლამდე ასაკის პირებზე, მაშინ მაგაზეც უნდა ვიფიქროთ. თუ უფროსი ახლავს ხოლმე, კი ბატონო, ატაროს, მაგრამ თუ არა, შესაძლოა, ვთქვათ, რომ 23 წლამდე პირს დამოუკიდებლად არ ჰქონდეს ავტომობილის ტარების უფლება“, – განაცხადა გუგული მაღრაძემ PIA.GE-სთან საუბრისას.

7 თვიანი პაუზის შემდეგ ივანიშვილი ქუთაისში გამოჩნდა, ამჟამადაც არანაირი სახის კომენტარი არ გაუკეთებია (ფოტოკოლაჟი)

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დამფუძნებლები ბიძინა ივანიშვილი და ეკატერინა ხვედელიძე უნივერსიტეტის პირველი ეტაპის დასრულებულ სამუშაოს გაეცნენ.

ოჯახის პასუხი გვარამიას “რატომ გვკლავს მეორედ ეს ბოროტი ადამიანი თავისი პოლიტიკური შოზოფრენიის გამო” ” სრულიად ფეხებზე მკიდია თქვენი პოზიცია” გვარამია

,,რატომ გვკლავს მეორედ ეს ბოროტი ადამიანი თავისი პოლიტიკური შოზოფრენიის გამო?!”
გიორგი შაქარაშვილის მშობლები გვარამიაზე
( დაანებეთ ნაცმკვლელებ თავი ოჯახს, თქვენ თვითონ დარბოდით იმის მაგივრად რომ დაეგცვათ ახალგაზრდები ტქვენ ხოცავდით, და ეხლა თანატოლების ჩხუბი გაწუხებს? თან ოჯახზე მეტად?? )
პროკურორი გვარამია ჰიპსტერად გადაიქცა მოხუცებულობაში და ამით გონია რომ ახალგზრდებსს დაავიწყებს მის და მისი ხელისუფლების მიერ ჩადენილ სადიზმს?
ახალგარზდებს ისე შეაძულე მედია რომ არც უყურებენ.

ნიკა გვარამიას მიმართვა ოჯახის მიმართ- ” და ბოლოს – პატივს ვცემ თქვენს ემოციას, მაგრამ სრულიად ფეხებზე მკიდია თქვენი პოზიცია. ჩვენ ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ. ოჯახის თანადგომაც არ გვითხოვია, მათ თავისი ყოფნით. ამას გარდა, დამნაშავეებზე ხელის დაფარებაა ჩვენი ძირითადი ინტერესი და ეს სახელმწიფოს დანაშაულზე გადის და აქ ვერავის, ვერც დაზარალებულების აზრი ვერ იქნება გადამწყვეტი. ბავშვი მოკლეს, ხელისუფლება მკვლელებს ხელს აფარებს – სიმართლე ესაა და არა ის, რა სისულელეებსაც თქვენ ყვებით ეთერიდან ეთერში. იმის მაგივრად, მადლობა გვითხრათ, რომ საქმის შეუსაბამობებს ვიკვლევთ, გულისამრევ პასკვილებს გვიძღვნით. გრცხვენოდეთ!” – ნათქვამია გვარამიას მიმართვაში “

გიორგი შაქარაშვილის წერილი დედას, რომელმაც მთელი საქართველო აატირა

გიორგი შაქარაშვილის წერილი დედას, რომელმაც მთელი საქართველო აატირა

გიორგი შაქარაშვილის წერილი დედას, რომელმაც მთელი საქართველო აატირა