ბუბა კიკაბიძე სკანდალურ განცხადებას ავრცელებს “ის პოლიტიკური გვამია”

DW-ის რუსული სამსახურის ჟურნალისტმა ჟანა ნემცოვამ მასთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა. ჟურნალისტმა კიკაბიძეს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიერ მიხეილ სააკაშვილის შესახებ გაკეთებული განცხადების შეფასება სთხოვა, რომელმაც ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი სააკაშვილს შეადარა.  “თავის დროზე ის იმაზე საუბრობდა, რაზეც სხვებს საუბარი არ სურდათ, ეშინოდათ, ის პირდაპირ საუბრობს და საკუთარი შეხედულებები აქვს. ბევრჯერ იყო შემთხვევა, როდესაც სურდა, ხალხისთვის აეხსნა რა,როგორ და რატომ იყო. პროფესიონალურ ენაზე ვერ განვმარტავ, თუმცა მედვედევი ყოველთვის ამბობდა მასზე, ის “პოლიტიკური გვამია”. მინდა მიშას კომპლიმენტი ვუთხრა. როცა მიშა  ხელისუფლებაში იყო, მთელმა მსოფლიომ შეიტყო საქართველოს შესახებ. ახლა ამ თემაზე თითქმის არავინ საუბრობს, რადგან თბილისში არსებულ მთავრობას საუბარი არ სურს. მეც არ მსურს ქართულ პოლიტიკაზე საუბარი. თუმცა, ახლა აქ მიშა რომ იყოს, ალბათ სხვა ქალაქებიც უფრო გალამაზდებოდა.

სახელისუფლებო პირი უნდა აკონტროლებდეს თავის ქმედებებს. ის განათლებული, არაორდინალური ადამიანია, რომელსაც 200%-ით უყვარს თავისი სამშობლო. იყო შეცდომები, თუმცა მე მსახიობი ვარ და ჩემი საქმე არ არის განვიხილო, რაც პოლიტიკაში ხდება, თუმცა როცა ეს სამშობლოს ეხება, ვფიქრობ, რომ თითოეულმა მოქალაქემ უნდა გამოთქვას თავისი მოსაზრება. თუმცა, აქ რომ მიშა ყოფილიყო, ვფიქრობ, რომ ძალიანაც კარგი იქნებოდა. მე რატომღაც ასე ვფიქრობ, რადგან ადამიანი საკუთარ შეცდომებზე ბრძენდება და უკეთ აცნობიერებს შეცდომებს. დღეს კი ვფიქრობ, რომ აღარაფერი ხდება”,- აცხადებს კიკაბიძე.  

ძალიან სამწუხარო ინფრომაცია მანანა არჩვაძე-გამსახურდია ავრცელებს ცოტნე გაწირეს

ცოტნე გაწირეს, მისი მდგომარეობა მძიმეა ,ოთხი თვეა არავითარი მკურნალობა არ უტარდება,მოთავსებულია აჯიბადენის კლინიკის ფილიალში,რომელიც იმაზე უარესია ,სადაც იყო,დაახლოებით სასტუმროს ტიპის დაწესებულებაა. წერს მანანა არჩვაძე-გამსახურდია

სასწრაფოდ! სასიხარულო ინფორმაცია საგანგებო მდგომარეობისას 3 000 დან 15 000 ლარამდე გამოწერილი ჯარიმები უქმდება?!

საკონსტიტუციო სასამართლომ საგანგებო მდგომარეობისას 3 000 დან 15 000 ლარამდე გამოწერილი ჯარიმები შესაძლოა უკანონოდ ცნოს

საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით საქართველოს საკონსტუტიციო სასამართლოში რვა საკონსტიტუციო სარჩელი შევიდა 

1.      თორნიკე ართქმელაძე საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ;

2.      გიორგი ჩიტიძე საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ;

3.      ზაურ შერმაზანაშვილი საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ;

4.      თეკლა დავითულიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ;

5.      პაატა ზანგურაშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ;

6.      გიორგი ჭაუჭიძე საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ;

7.      მიხეილ სამნიძე საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ;

8        საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და სულხან სალაძე საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ;

საკონსტიტუციო სარჩელებით გასაჩივრებულია თითქმის ყველა შეზღუდვა, რამაც პრაქტიკულად შეუქმნა დაბრკოლებები მოსახლეობას, მაგრამ შეზღუდვების უმრავლესობის მოხსნისა და საგანგებო რეჟიმის შემსუბუქების პარალელურად სარჩელების ძირითადი ნაწილისადმი მოსახლეობის ინტერესი გაანელა. აქედან გამომდინარე ალბად ყველაზე საინტერსო გიორგი ჩიტიძის სარჩელის ის ნაწილია, რომელიც შეეხება 3000 – 15000 ლარიან ჯარიმებს.

გიორგი ჩიტიძემ საკონსტიტუციო სარჩელით მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს – საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ.

მოსარჩელე უთითებს, რომ – ,,არის საქართველოს მოქალაქე და ცხოვრობს საქართველოში. საგანგებო მდგომარეობის რეგულაციები მასზე უშუალოდ ვრცელდება. ამასთან, სადავო ნორმა, რომლითაც ხდება სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის დაწესება, უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის მოთხოვნებს. როგორც აღინიშნა, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის იმპერატიული მოთხოვნაა, რომ პასუხისმგებლობა დაწესდეს მხოლოდ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონით და ამ მოთხოვნიდან გადახვევა არ დაიშვება საგანგებო მდგომარეობის პირობებშიც. განსახილველ შემთხვევაში სადავო ნორმით პასუხისმგებლობა დაწესებულია არა კანონით, არამედ – საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტით. შესაბამისად, დარღვეულია კონსტიტუციის მოთხოვნები და ნორმა არაკონსტიტუციურია საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტთან მიმართებით. ამიტომ, არსებობს მაღალი ალბათობა იმის, რომ შესაძლოა ის დაექვემდებაროს სადავო ნორმების მოქმედებას და დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტით გარანტირებული კანონის გარეშე პასუხის­მგებლობის აკრძალვა,,

გიორგი ჩიტიძის საკონსტიტუციო სარჩელი დარეგისტრირდა 19.05.2020 წელს და საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს რამდენად მართლზომიერია მოქალაქეებისა და იურიდიული პირების დაჯარიმების ის წესი, რომლის მიხედვითაც 2020 წლის 21 მარტიდან დღემდე საგანგებო მდგომარეობის დარღვევის შვიდი ათასზე მეტი პირია დაჯარიმებული. როგორც ცნობილია საგანგებო მდგომარეობის დარღვევისთვის ჯარიმის სახით ფიზიკური პირებს – 3000, ხოლო იურიდიული პირებს 15 000 ლარი ეკისრებათ. აქვე აღსანიშნავია, რომ საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით დიდი თანხებით მოსალოდნელი დაჯარიმების შემთხვევებში მხოლოდ დარღვევის ფაქტს აფიქსირებს შესაბამისი ორგანო სამართალდარღვევის ოქმით, ხოლო ჯარიმის დაკისრებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო, რა დროსაც არსებობს საქმესთან დაკავშირებული გარმოებების გამოკვლევისა და შეფასების გაცილებით უფრო მაღალი სტანდარტი, ვიდრე ადმინისტრაციული ორგანოს თანამშრომლის მიერ ქუჩაში ან მაღაზიაში ადგილზე დაჯარიმებისას ხდება.

საგანგებო მდგომარეობისას არსებულ დარღვევებზე კი სასამართლოს გარეშე პირდაპირ ადგილზე ახდენდა ადმინისტრაციული ორგანოს თანამშრომელი ჯარიმის დაკისრებას, რაც თავიდანვე იურისტების პროტესტის საგანი გახდა. საკონსტიტუციო სარჩელის დაკმაყოფილიების შემთხვევაში შეიძლება ჯარიმები ანტიკონსტიტუციურად იქნება ცნობილი.

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი N1-ის მე-8 მუხლის მიხედვითამ დეკრეტითა და საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა გამოიწვევს:

1. ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ჯარიმას ფიზიკური პირებისათვის 3 000 ლარის ოდენობითხოლო იურიდიული პირებისათვის – 15 000 ლარის ოდენობით.

2. ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის მიერ იმავე ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობასკერძოდთავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადითხოლო ამ პუნქტით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმითსაქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციითა და ჯარიმითშესაბამისადხსენებული სადავო ნორმით დადგენილია სისხლისსამართლებრივი და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომები საგანგებო რეჟიმის დარღვევისთვის.

სააკაშვილის ვრცელი ინტერვიუ და მოულოდნელი განცხადება-ვემზადები თბილისში ჩასასვლელად

გვიან საღამოს, უკრაინის რადიოსადგურის «РАДИО НОВОЕ ВРЕМЯ»-ს პროგრამაში «ЧАС ВІДПОВІДАТИ» (“პასუხის გაცემის დრო”) ჟურნალისტი ვიტალი სიჩი სკაიპის მეშვეობით ესაუბრა  მიხეილ სააკაშვილს – საქართველოს ექს-პრეზიდენტს. საუბრის მთავარი თემა იყო სიტუაცია საქართველოსა და უკრაინაში და მისგან გამომდინარე საკითხები: მიხეილ სააკაშვილის დამოკიდებულება საპრეზიდენტო არჩევნებისადმი, მისი დამსახურება სახელმწიფოსა და ხალხის წინაშე, სამომავლო გეგმები და ა.შ. 
გთავაზობთ ამონარიდებს:

მიხეილ სააკაშვილი: 
–  საქართველოში შემოდგომით საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება. ჩვენ ძალიან ძლიერი გუნდი გვყავს, რომელიც ამჟამად, ყველა გამოკითხვის თანახმად, ყველაზე პოპულარულია. საერთოდ, პირველად ბოლო წლების განმავლობაში, ჩვენ ყველა გამოკითხვის შედეგებით ვლიდერობთ…




– როგორ ფიქრობთ, თქვენ, როცა საქართველოს პრეზიდენტი იყავით, შეცდომები დაუშვით? ჩადენილი გაქვთ შეცდომები? და თუ მართლაც ჩაიდინეთ, რომელი მიგაჩნიათ ყველაზე დიდ შეცდომად?
– რა თქმა უნდა, შეცდომები ჩადენილი მაქვს, მაგრამ მოიცათ, ბოდიში, მაგრამ უფრო უკეთესია ციფრებს შევხედოთ: საქართველოს ეკონომიკის მოცულობა ჩემი პრეზიდენტობის დროს თითქმის ოთხჯერ გაიზარდა. როცა მე პრეზიდენტი გავხდი, საქართველოში არ იყო ელექტროდენი, არ იყო გზები… უკრაინა იმ დროს, საქართველოსთან შედარებით, უკეთეს მდგომარეობაში იყო.

– დიახ, დიახ, ამის შესახებ მე უკვე ბევრჯერ მითქვამს… საქართველოში ყოფნის დროს ჩემი და ჩემი კოლეგა ჟურნალისტების შთაბეჭდილება პოზიტიური იყო.
– კი, ბუნებრივია, შეცდომებს ვუშვებდი, მაგრამ აბა დამისახელეთ რომელიმე მთავრობა მსოფლიოში, რომელიც ისეთი წარმატებული იყო, როგორც ჩვენ? ამას მსოფლიო ბანკიც აცხადებს: ხუთი წლის განმავლობაში საქართველო მსოფლიოს ნომერი პირველი ეკონომიკური რეფორმატორი იყო! მსოფლიოში და არა რეგიონში, დსთ-ში, არამედ მსოფლიოში, 300 სახელმწიფოს შორის. ჩვენ ვიყავით სუპერწარმატებული მთავრობა. დღეს მოდაშია ლაპარაკი, რომ “მიხეილ სააკაშვილმა შეცდომები დაუშვაო”. ვინც არაფერს აკეთებს და დივანზე წევს, ის შეცდომებსაც არ უშვებს.

– გეთანხმებით იმაში, რომ როცა თქვენ ხელისუფლებაში მოხვედით, საქართველო უფრო უარეს დღეში იყო, ვიდრე დღეს უკრაინა იმყოფება. ცოტას თუ ახსოვს, რომ “კანონიერი ქურდების” 80% საქართველოდან იყო, ბევრი მათგანი ციხეში გაგზავნეთ…
– დღეს საქართველოს ევროპაში ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა. ეს უნდა დავიმახსოვროთ: ევროკავშირის სტანდარტებით საქართველო ევროპაში ყველაზე უსაფრთხო სახელმწიფოა.

–  დიახ, ამასაც გიდასტურებთ, მახსოვს… მაგრამ მაინც რომელ შეცდომა მიგაჩნიათ ყველაზე დიდ შეცდომად?
– ჩემი შეცდომა იმაში იყო, რომ ოლიგარქები კედელთან არ მივაყენე, რათა რუსეთისათვის “მეხუთე კოლონის” ორგანიზების შესაძლებლობა არ მიმეცა… ჩვენი მთავარი შეცდომა იმაში მდგომარეობდა, რომ ძალიან გავერთეთ ეკონომიკური თეორიებით და ნაკლებად – გადანაწილებით. ჩვენ თვითონ ფულს [ქრთამს] არ ვიღებდით, ბედნიერება იყო ის, რომ ჩვენ ყველაზე მაგრები ვიყავით, რომ ყველაზე პატიოსნები ვიყავით, რომ ჩვენი ნათესავები არცერთი “ფულს არ აკეთებდა”. ჩვენ ყველას ვაძლევდით ბიზნესის კეთების შესაძლებლობას.

ჩვენ წმენდები ჩავატარეთ, მაგრამ შევქმენით ძალიან ძლიერი ეკონომიკური მოდელი. თქვენ უნდა იცოდეთ, რომ საქართველომ მაშინ, ჩემი პრეზიდენტობის დროს, მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისს და რუსეთის შემოჭრას გაუძლო. ჩვენი ეროვნული ვალუტა მყარი იყო და კიდევ უფრო მეტად მყარდებოდა. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ ხაზინაში დიდი რეზერვები გვქონდა და მე ამ რეზერვების ფლანგვის ნებას არავის ვაძლევდი, ვინახავდით სამომავლოდ, ინფრასტრუქტურული პროგრამებისათვის.

დიახ, საჭირო იყო შემოსავლების გადანაწილება, საჭირო იყო ხალხისთვისაც მიგვეცა. შემდეგ მოვიდა ოლიგარქი და ეს [უქონელი] ადამიანები სულით-ხორცამდე იყიდა. ჩემს დროს სიღარიბის დონე ორჯერ შემცირდა, მაგრამ ღარიბები მაინც ძალიან ბევრნი იყვნენ. ჩვენ ბავშვებს კომპიუტერებს უფასოდ ვაძლევდით, ჯანდაცვის დონე ისეთივე იყო, როგორც გერმანიაშია (კი, განსხვავება შეიმჩნეოდა, მაგრამ საავადმყოფოები ტექნიკით კარგად იყვნენ აღჭურვილი). უკრაინაში ამაზე ვერც იოცნებებდნენ. სკოლებში ამერიკელი პედაგოგები ასწავლიდნენ, ინგლისურისა და სხვა უცხო ენების შესწავლა ხდებოდა… მაგრამ ისიც ცხადია, რომ სახლში კარაქიან პურს კომპიუტერიდან ვერ აიღებ… ხომ მართალია?

–  რა თქმა უნდა.
 მაგრამ როცა ბავშვები, რომელბსაც ღარიბი მშობლები ჰყავდათ, მათი ქოხმახის ახლოს აშენებულ ცათამბჯენებს უყურებდნენ, როცა თანამედროვე საავადმყოფოებს ხედავდნენ…

– …ეს მათ გუნებას უფუჭებდათ…
 დიახ, როცა ხალხი ახლადგაყვანილ, განათებულ გზებზე დადიოდა, ისინი კითხვას უსვამდნენ ხელისუფლებას: “ეს ასფალტი იჭმება?”. იყო ასეთი გამონათქვამი საქართველოში: “განა ასფალტის ჭამა შეიძლება? მე რაც მაძლევ? რას მივიღებ?”

– ანუ ბევრი რეფორმების ეფექტურობას საკუთარი ჯიბის შემოსავლებით ზომავდა, თუ სწორად გაგიგეთ…
– ეს ნორმალურია და მთავრობას შემოსავლები მართლაც უნდა გადაენაწილებინა. შეიძლებოდა ცოტა ნაკლები დაგვეხარჯა ცათამბჯენებისა და გზების მშენებლობაზე და დაზოგილი ფულით მოსახლეობის სოციალური პრობლემები გადაგვეჭრა. ეს იყო ჩვენი მთავარი შეცდომა. ჩვენ დემოკრატიის პირობებში ვცხოვრობთ. სამხრეთ კორეაში როცა დიქტატურა ბატონობდა, იქ ხალხის ნება საერთოდ იგნორირებული იყო. როცა წაგებული არჩევნების შემდეგ სინგაპურის პრემიერ-მინისტრს ვესაუბრე (იქ კიდევ რამდენიმე კაცი ესწრებოდა), ვეუბნებოდი, რომ აი, რამდენი რამ ავაშენეთ-მეთქი, მეკითხება, რამდენ ხანში ააშენეთო. ვუთხარი, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში – ახალი ქალაქები, ცათამბჯენები, ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (რომელიც ჩემს შემდეგ ამ მახინჯებმა დახურეს). ისინი მეკითხებიან: “მოიცა-მოიცა, რამდენია თქვენი მშპ – მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა? ერთ სულ მოსახლეზე ორი ათას რაღაც დოლარი? ცხადია, არჩევნებს წააგებდით. არ შეიძლება ასეთი ძვირი მშენებლობების წამოწყება, როცა ქვეყანა ჯერ ისევ ღარიბია. ამიტომაც ჩვენ სინგაპურში მასშტაბური მშენებლობები მხოლოდ ბოლო წლებში დავიწყეთ, რადგან ჯერ ხალხში სიღარიბე უნდა შეგვემცირებინა”.

– …და ქართველებმა თქვენ კი არა, ბიძინა ივანიშვილი აირჩიეს და ახლა მშობლიურ ქვეყანაში ჩასვლა არ შეგიძლიათ…
– ჩვენ ვიბრძოდით გამარჯვებისათვის, მაგრამ 2012 წელს, საპარლამენტო არჩევნების დროს, რუსეთმა მასობრივი სპეცოპერაცია განახორციელა. ამაში მე დარწმუნებული ვარ. ხომ ვნახეთ, რა გააკეთა რუსეთმა აშშ-ის პრეზიდენტის არჩევის დროს? ვლადიმერ პუტინისათვის ჩვენი რეფორები სასიკვდილო საფრთხეს შეიცავდა. რუსეთის მიზანია თავის საზღვრებთან ნორმალურად მოწყობილი სახელმწიფოს არსებობა არ დაუშვას….

– როგორ გამოიხატა რუსეთის მიერ განხორციელებული სპეცოპერაცია?
– ძალიან მარტივად. ჯერ ერთი, რომ ისინი თავს დაგვესხნენ, მაგრამ თბილისის აღება ვერ მოახერხეს.. ისინი დედაქალაქის მისადგომებთან გაჩერდნენ და დაიწყეს პროპაგანდა – ომი საქართველომ გააჩაღაო. დასავლეთის ნაწილმა ეს მაშინ გადაყლაპა. საბედნიეროდ, ახლა სიტუაცია გამოსწორდა და ბოდიშებს იხდიან – ვცდებოდით, გვპატიეთ, რომ თქვენ გაბრალებდითო. ახლა ისეთი სტატიები იწერება, თითქოს ყველა ერთდროულად ყველას გონება გაუნათდა. მაგრამ სინამდვილეში [ასეთი ადამიანები] თვალთმაქცები არიან. ადრე იმას წერდნენ, როგორც აწყობდათ, ახლაც ასეა. დააბნიეს დასავლეთი. შემდეგ გაავრცელეს ყალბი ხმები: “მიხეილ სააკაშვილი კოკაინს ყნოსავსო”. 300-ჯერ რომ დაწერ, მერე ხალხი იფიქრებს – “ალბათ, მართლაც ყნოსავს. აბა, რატომაა ასეთი ენერგიული?”. ან კიდევ: “სააკაშვილის ცოლი ღამ-ღამობით საქართველოსა და ჰოლანდიის ციხეებში დადიოდა და პატიმრებს შინაგან ორგანოებს აჭრიდა და ტრანსპლანტაციისთვის გზავნიდაო”.

უკრაინაშიც იგივეს წერდნენ: “სანდრა დონბასში დადის და ორივე მხარის დაღუპულებს ორგანოებს აცლისო”. მოკლედ, პროპაგანდას ეწევიან 1980-იანი წლების “კაგებე”-ს სახელმძღვანელოს შესაბამისად. მათ ჩვენს ციხეებშიც შემოაღწიეს და პატიმრების ცოცხით გაუპატიურების კადრები დადგეს. გარდა ამისა, არჩევნების წინ კი ერთ-ერთი ოპოზიციონერის ახალშობილი ბავშვი მოკლეს და თქვეს, რომ ეს სისხლისმსმელი მიხეილ სააკაშვილის ნამოქმედარიაო. ეს სპეცოპერაცია იყო…

– თუ ნებას დამრთავთ, რამდენიმე კითხვას დაგისვამთ პირადი ცხოვრების თაობაზე… რას აკეთებთ ამსტერდამში, მოკლედ რომ თქვათ?
– ძალიან ბევრს დავდივარ, ბევრს ვმუშაობ. ამას წინათ ამერიკულ “უოლ სთრით ჯორნელ”-ში სტატია გამოვაქვეყნე, გამოვდივარ ამერიკული ტელეარხებითაც, მალე ჩემი დიდი ინტერვიუ გამოქვეყნდება მთავარ ჰოლანდიურ გაზეთში. დაგეგმილი მაქვს შეხვედრა უნგრეთში ქართული ოპოზიციის დიდ ჯგეფთან, ავსტრიაში უკრაინის შესახებ გადაცემების მთელი სერიალი უნდა ჩავწერო. დაკავებული ვარ დემოკრატიის საკითხებით… ბუდაპეშტში ჩვენი რეგიონული ორგანიზაციების წარმომადგენლებს შევხვდი…

– მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკის გარეშე. ეს განა შესაძლებელია?
 ჩემთვის პოლიტიკა ცხოვრების შეცვლის საშუალებას წარმოადგენს. მე არ შემიძლია უსამართლობას შევეგუო, არ შემიძლია უმოქმედოდ ყოფნა. ყველაზე მეტად იმაზე ვწუხვარ, რომ დროს ვკარგავთ. ჩვენ დაკარგული დრო როგორმე უნდა ავინაზღაუროთ. 

სასწრაფოდ! ცნობილი ხდება ივანიშვილის გადაწყვეტილება სად გადაინაცვლებს გახარია და ვინ მოგვევლინება პრემიერად?

საპარლამენტო არჩევნებამდე ზუსტად 5 თვით ადრე, „ქართული ოცნების” ლიდერი ოლიგარქი მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობასა და ახალ საპარლამენტო გუნდზე კონსულტაციებს გადის. კონსულტაციების დასრულებამდე დღეებიღა დარჩა.

ბოლო თვეების განმავლობაში, არაფორმალური მმართველის კარზე მწვავე შიდა კონკურენცია მიმდინარეობდა. იმის მიუხედავად, რომ გიორგი გახარიას პრემიერობიდან გაშვება ჯერ კიდევ ადრე გაზაფხულზე იყო გადაწყვეტილი და მის შემცვლელად სუსის უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის დანიშვნა, თუმცა კორონაპანდემიამ შიდა კონკუნერციის და პოლიტქასტინგის ვადა გაახანგრძლივა. ამ დრომდე შიდა კონკურენციაში 3 ძირითადი კანდიდატი მონაწილეობდა – სუსის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი, ინფრასტრუქტურის მინისტრი და პირველი ვიცე-პრემიერი, მაია ცქიტიშვილი და ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა.

აღსანიშნავია, რომ მაია ცქიტიშვილს და გრიგოლ ლილუაშვილს „ქართუს” ბექგრაუნდი აქვთ. აღმასრულებელ ხელისუფლებაში სერიოზული პორტფელების ჩაბარებამდე ისინი ივანიშვილის პირად ფონდ „ქართუში” ბეჯითად მუშაობდნენ და დაუფასდათ კიდეც სიბეჯითე – მამა-მარჩენალმა მათი კარიერული აღმასვლა უზრუნველყო.

რაც შეეხება პრემიერობის მესამე კანდიდატს – ნათია თურნავას, ეკონომიკური გუნდის ლიდერს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი და ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი ლობირებენ.

მთავრობაში ახლა სწორედ გრიგოლ ლილუაშვილის მარშუტის შესწავლა ხდება, რაც ცალსახად მიუთითებს, რომ მომავალი პრემიერი სწორედ ის იქნება.

ლილუაშვილის ადგილს სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე დაიკავებს.

ბიძინა ივანიშვილის გარემოცვაში გიორგი გახარიას მომავალ პოლიტიკურ ბედთან დაკავშირებით კი როგორც ინფორმირებული წყარო აცხადებს, ერთ-ერთ ვარიანტად გახარიას „ოპოზიცინერობა“ კი არა, „ქართული ოცნების“ სიის პირველი ნომრობაც განიხილება.

წყარო: “2020NEWS”

შოკისმომგვრელი ინფორმაცია, ივანიშილზე რომელიც აქამდე უცნობი იყო

ქოცებო, არ გაინტერესებთ თქვენი ბიძინა ივანიშვილი რას აკეთებდა 2008 წლის აგვისტოში? როგორ იქცეოდა? ან სად გარბოდა?

ომის დღეებში სარფისკენ გარბოდა და საქართველოდან გასასვლელ კორიდორს ითხოვდა.

ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ კი, ამოდენა ფულის პატრონი კაპიკით არ დახმარებია ცხინვალის რეგიონიდან დევნილებს და არც ომში დაღუპულების ოჯახებს, თუ რატომ, ამაზე მოგვიანებით მოგვახსენა:

“ომში დაღუპულ გმირების ოჯახებს მე არ დავხმარებივარ და, საერთოდ, ვერიდებოდი ყველანაირ გახმაურებულ თემებში ჩარევას. ვთქვათ იგივე საბავშვო სახლები, ომში დაღუპულები, ანუ რაც ძალიან ზედაპირზე და გახმაურებული იყო, რომელზეც სახელმწიფო ზრუნავდა და ცდილობდა სახელმწიფო ჩარეულიყო, ამდენად თავს ვარიდებდი.”

თქვენი ბიძინა, ბანძი! 

წყარო

სასწრაფოდ! ამას არავინ ელოდა მიხეილ სააკაშვილმა 18 მილიარდი ევრო შეიტანა უკრაინაში ინვესტიცია

მამა ნექტარიოს მჭედლიძე, სოციალურ ქსელში, წერს:

“ერთი კვირის დანიშნულმა თანამდებობაზე, სააკაშვილმა უკრაინაში, 18 მილიარდი ევრო შეიტანა.
ჩვენთან 200 ლარი არ ემეტებათ ხალხზე

წუწურაქი”


მოულოდნელი გადაწყვეტილება სანდრა რულოვსის თუ პრემიერ მინისტრად მოვალ, ყველა მოსახლეს 600 ლარს…

სანდრა:”თუ პრემიერ მინისტრად მოვალ, ყველა მოსახლეს 600 ლარს…..”

სანდრა რულოვსი პრემიერ მინისტრად შესაძლო დანიშვნას გამოეხმაურა…

“არ ვიცი, ეს ინფორმაცია რეალურია თუ ტყუილი, მაგრამ თუ პრემიერ მინისტრი გავხდები ყველა მოსახლეს 600 ლარს დავურიგებ, რაც ეკუთვნით ერთ ჯერადად. ხაზს ვუსვამ ერთჯერადი დახმარება იქნება მხოლოდ. მე გული მტკივა დღეს რაც ხდება სრულიად საქართველოში და ვეძებ გზას თუ როგორ დავეხმარო გაჭირვებულ ხალხს. ისინი ნამდვილად იმსახურებენ ფულადი სახის დახმარებას. არ არის სამუშაოები და მათ არსებობა სჭირდებათ.”

“უხილავმა მტერმა მსოფლიო უკან დაწია, მაგრამ რაც დღეს საქართველოში ხდება შიმშილობა არცერთ ქვეყანაში არ არის. დროა მთავრობა ხალხს დაეხმაროს.”

სასწრაფოდ! ცნობილი ხდება ექსკლუზიური ინფორმაცია გიორგი გახარია პოსტს ტოვებს?!

მთავარი არხის ინფორმაციით, მთავრობის შემადგენლობაში ცვლილებები იგეგმება. პრემიერ მინისტრის თანამდებობაზე გიორგი გახარია, შესაძლოა, სუს-ს ხელმძღვანელმა გრიგოლ ლილუაშვილმა შეცვალოს. 

გრიგოლ ლილუაშვილის ადგილს, ამ ინფორმაციით, დაიკავებს სამთავრობო დაცვის უფროსი ანზორ ჩუბინიძე, რომლის თანამდებობაც ლილუაშვილის მოადგილესა და მისივე დეიდაშვილის, გიგა ნიკოლეიშვილს ერგება. 

გახარიასთან დაკავშირებით კი, ქართული ოცნების მიერვე შექმნილი ქართული ოცნების “ოპოზიციის” ლიდერობა განიხილება.

ამ ცვლილებების შესახებ “მთავარი არხის” ეთერში, თავის საავტორო გადაცემაში “მთავარი აქცენტები” არხის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ისაუბრა

სკანდალური ინფორმაცია, რომელიც ახლახანს გავრცელდა ბაჩო ახალაის ციხიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით

ბაჩო ახალაია განცხადებას ავრცელებს. იყო უსინდისო შემოთავაზება, ჩემი მხრიდან იყო ღირსეული პასუხი და ამ პასუხის შემდეგ წავიდნენ უკან. კასრების საქმესთან დაკავშირებით საუბრისას ახალაია აღნიშნავს, რომ ეს საქმე ფალსიფიცირებულია.
„საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, სხვათა შორის, რომ თვითონ კასრების საქმე თავიდან ბოლომდე ფალსიფიცირებულია. როგორ, რანაირად, არ ვიცი, მაგრამ ზუსტად შემიძლია, გითხრათ, რომ ასეთი სიგიჟე საფუძვლიანად მიმაჩნია ფალსიფიცირებულად,“ – აცხადებს ახალაია.
მისი თქმით, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დადგინდება სწორედ სიმართლე, ვინ რა საქმეში არის რეალურად დამნაშავე.
  – ახალაია ციხიდან სკანდალურ განცხადებას აკეთებს  “ეს არის ფაქტი, რომელიც ისედაც ყველამ ვიცით…მე მაინტერესებს, აპირებს თუ არა ვინმე თქვას თუ როგორ შედიოდნენ ბაჩო ახალაიასთან საკანში ირაკლი ღარიბაშვილი და ანზორ ჩუბინიძე ბიძინა ივანიშვილის სახელით და როგორ ითხოვდნენ მისგან პრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას გირაოთი განთავისუფლების სანაცვლოდ და როგორ ემუქრებოდნენ მეგობრების და ოჯახის წევრების დაჭერით თუ არ მისცემდა ჩვენებას. თუ გექნებათ შესაძლებლობა, იქნებ კითხოთ, დიდი მადლობა წინასწარ.”