მაშ ასე! რამდენიმე დღიანი ფიქრის შემდეგ ასეია საბოლოო გადაწყვეტილება – სააკაშვილი პრეზიდენტის წარმომადგენელი მინისტრთა კაბინეტში და რეფორმების ეროვნული საბჭოს მდივანი

მიხეილ სააკაშვილი -პრეზიდენტის წარმომადგენელი მინისტრთა კაბინეტში და რეფორმების ეროვნული საბჭოს მდივანი

ვლადიმერ ზელენსკი

გადაწყვეტილება მიღებულია ამ წუთებში ხელი მოვაწერე მიხეილ სააკაშვილის დანიშვნაზე ახალ თანამდებობაზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, შესაძლოა გახდეს პრეზიდენტის წარმომადგენელი მინისტრთა კაბინეტში და რეფორმების ეროვნული საბჭოს მდივანი, რომელსაც სახელმწიფოს მეთაური ხელმძღვანელობს.

ასე, რომ მიხეილ სააკაშვილმა , შესაძლოა ერთდროულად ორი თანამდებობა დაიკავოს.

უკრაინის პრეზიდენტმა  ვლადიმერ ზელენსკიმ განიხილა და მხარი დაუჭირა წინადადებას მინისტრთა კაბინეტში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ, რომელსაც უმაღლესი რადას დამტკიცება არ სჭირდება. ამის შესახებ იტყობინება ZN.UA .

ანუ, როგორც ზემოთ მოგახსენეთ: ზელენსკი აპირებს სააკაშვილს მინისტრთა კაბინეტში გადასცეს პრეზიდენტის წარმომადგენლის პოსტი და ამავდროულად, მან დაიკავოს  ეროვნული რეფორმების საბჭოს მდივანის თანამდებობა, რომელსაც ზელენსკი ხელმძღვანელობს.

zn.ua/

გთხოვ მაპატიე ხათუნა…

შოუბიზნესის ცნობილმა სახემ, ,,ქუჩის ბიჭის” – მომღერალ ზურა ხაჩიძის ცოლმა, ხათუნა ჟორდანიამ, მძიმე დაავადებასთან ბრძოლაში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. ქიმიოთერაპიის კურსის დასრულების შემდეგ შედეგები პოზიტიურია. სასიხარულო ცნობა, რომ დაავადებას დაამარცხებს, ხათუნამ პირველად ყინწვისის მამათა მონასტრის ბერის, მამა ნაუმისგან გაიგო, შემდეგ კი კლინიკაშიც დაუდასტურეს, რომ დაავადებამ უკან დაიხია.

15 თებერვალს კი ზურას და ხათუნას ქორწინებიდან 14 წელი შესრულდა. ამ თარიღის აღნიშვნის შემდეგ ზურამ ჟურნალ “სარკის” ფურცლებიდან მიმართა საყვარელ ქალს და სიყვარულში კიდევ ერთხელ გამოუტყდა (ინტერვიუ ჩაწერილია თებერვალში _ სარკენიუსი).

– ზურა, როგორია ხათუნას დღევანდელი მდგომარეობა, რა ეტაპზეა მკურნალობა?

– ქიმიოთერაპიის კურსი დავამთავრეთ. სამ კვირაში მოგვიწევს ისრაელში წასვლა ანალიზებზე და უფრო ზუსტად გავიგებთ მკურნალობის შედეგებს. ამ ეტაპზე რაც შეგვიძლია დაზუსტებით ვთქვათ, ის არის, რომ დაპატარავებულია ეს წარმონაქმნი, რომლის სახელსაც სპეციალურად არ ვამბობ. მადლობა ღმერთს, ხათუნაც ძალიან მხნედ არის, რაც უფრო გვეხმარება ამ დაავადებასთან ბრძოლაში.

– ბევრს დადიხართ წმინდა ადგილების მოსალოცად ერთად. რწმენა ალბათ უმნიშვნელოვანესია ასეთი განსაცდელის დროს.

– ხათუნას რაც ეს დაავადება დაემართა, გაძლიერებულ ლოცვებში ვართ. მოვილოცეთ ქრისტეს საფლავი, წმინდა გიორგის საფლავი. ვიყავით ყინწვისის მამათა მონასტერში, სადაც ბერები ლოცულობენ. ძალიან ხშირად დავდივართ საგურამოს დედათა მონასტერში, მამა ტარიელთან. ამ დაავადებამ ხათუნას რწმენა გაუძლიერა და ეკლესიისკენ უფრო შემოაბრუნა. ამ რწმენის წყალობით, სწამს, რომ მის ცხოვრებაში ყველაფერი კარგად იქნება.

– ყინწვისის მამათა მონასტერში, მამა ნაუმისთან მისვლამ იმედი გაგიძლიერათ?

– მამა ნაუმიმ ძალიან ბევრი განკურნა რწმენითა და ლოცვით. ძალიან მადლიანი ბერია და, როგორი რწმენითაც მიდიხარ მასთან, ისეთივე მადლს წამოიღებ. სწორედ მან გვითხრა, მე ვხედავ, დაავადება ორგანიზმში კაკლის გულისოდენაღა არის და მალე სულ გაქრებაო. მართლაც, ექოსკოპია რომ გადავიღეთ, გვითხრეს, რომ ზომებში მნიშვნელოვნად დაპატარავებულია.

– ამ სენთან ბრძოლისას ხათუნამ ძლიერ ქალად გამოავლინა თავი?

– ხათუნა ისედაც ყოველთვის ძლიერი ქალი იყო, მისი ძლიერი ხასიათი, დიდი სიყვარულის უნარი ჩემთვის დღემდე ყველაზე ძვირფასია. ამიტომაც ვარ შეყვარებული მასზე. უფლის მიერ გამოგზავნილი ეს განსაცდელი ალბათ კიდევ უფრო გასაძლიერებლად არის. არა მგონია, უფალმა ადამიანს ისეთი განსაცდელი მოუვლინოს, რომელსაც ვერ დაიტევს.

ხათუნა იმდენად კეთილია და იმდენი სიკეთე აქვს გაკეთებული, რომ სულ მიკვირდა, როგორ დაემართა ეს მძიმე ავადმყოფობა. რაც ერთად ვართ, არ მახსოვს ხათუნას ავადმყოფობა, ცუდად ყოფნა, გაციება, მაღალი ტემპერატურა.

– ხათუნას ქალიშვილი, ნინი, როგორ უმკლავდება ამ განსაცდელს?

– ჩემი და ნინის განწყობა ყოველთვის ოპტიმისტურია. ამ რთულ პერიოდში ნინი სულ სხვანაირად დავინახე. ის რომ არ ყოფილიყო, ალბათ ძალიან გაგვიჭირდებოდა საბრძოლო ძალების მობილიზება. ხათუნა ცოტა ჯიუტია, ჰქონდა დეპრესიული პერიოდებიც, მაგრამ ნინიმ ძალიან ივაჟკაცა და საბრძოლო განწყობაზე მოვიყვანეთ.

ამ რთულ პერიოდში საზოგადოებისგან ძალიან დიდი სიყვარული და გვერდში დგომა ვიგრძენით, ასევე – სახელმწიფოსგანაც დიდი დახმარების ხელი ვიგრძენით. ჯანდაცვის სამინისტრომ და თბილისის მერიამ დიდი დახმარება გაგვიწიეს. მოგეხსენებათ, მკურნალობა დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული და ამასთან მარტო გამკლავება ძალიან რთულია.

– 9 თებერვალს ხათუნას დაბადების დღე გრანდიოზულად აღნიშნეთ. ეს საღამო სიურპრიზი იყო მისთვის?

– სიურპრიზი იყო თავიდან ბოლომდე, არაფერი იცოდა. კონცერტზე დავპატიჟე და თავის დაბადების დღეზე აღმოჩნდა საყვარელი მეგობრების გარემოცვაში. ნინის ორგანიზებული იყო, მან შეკრიბა ჩუმად ხათუნას სამეგობრო. მე და ხათუნამ დუეტი ვიმღერეთ და მართლა დაუვიწყარი საღამო გამოვიდა.

ძალიან ემოციური იყო ხათუნას სადღესასწაულო ტორტზე სანთლების ჩაქრობა. პატარა ბავშვივით უხაროდა ყველაფერი. ამ საღამოს ძალიან ბედნიერი იყო. სულ მინდა, რომ ძალიან ბედნიერი იყოს, რადგან ის ამქვეყნად საუკეთესოს იმსახურებს. ხათუნა მთელი ჩვენი ოჯახის ხერხემალია.

– 15 თებერვალს თქვენი ქორწინებიდან 14 წელი გავიდა. როგორ გაიხსენებთ იმ დღეს?

– 14 წელი გავიდა ქორწინებიდან, ისე 16 წელია, ერთად ვართ. ძალიან კარგად მახსენდება ქორწილის დღე, მაშინ უფრო მეტი სიყვარული გაგვაჩნდა ადამიანებს ერთმანეთის მიმართ. შოუბიზნესიც ძალიან შეკრული იყო. მეტად თბილი და მხიარული ქორწილი გამოგვივიდა. ბოლომდე გავერთეთ, თუ არ ჩავთვლით იმ ინციდენტს, როცა ზალიკო ბერგერის გამო ბოლოს საავადმყოფოში აღმოვჩნდით. ალბათ ყველას გახსოვთ, რომ ზალიკომ თაკო დოლაბერიძე ხელში აიყვანა, წაიქცა და ფეხი მოიტეხა.

– ამ 16 წლის განმავლობაში ალბათ იყო რთული პერიოდებიც თქვენს ოჯახურ ცხოვრებაში.

– ურთულესი გზა გამოვიარეთ, ბევრი წინააღმდეგობა შეგვხვდა. განსაკუთრებით რთული იყო პირველი ხუთი წელი. შეყვარებულ წყვილებს ვურჩევ, განსაკუთრებით მოუფრთხილდნენ ურთიერთობას პირველი ხუთი წელი. გვქონია ისეთი ეტაპები, როდესაც გვიჩხუბია, გვიკამათია და დანგრევის პირამდეც მიგვიყვანია ჩვენი ურთიერთობა, მაგრამ ჯვრისწერის მადლმა, სიყვარულმა და პატივისცემამ ყველაფერი გადაგვალახვინა.

– რა არის ხათუნაში ისეთი, რასაც დღემდე ყველაზე მეტად აფასებთ?

– თავგანწირვა, სიყვარული და ერთგულება. მე ხათუნას სახით არამარტო მეუღლე მყავს გვერდით, ის ჩემი ძმაკაციცაა. მიყვარს ეს ყველაფერი მასში და არ მრცხვენია, რასაც ვამბობ. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მისი აზრია. კრიტიკასაც მისგან უფრო ვიღებ. ყველა მნიშვნელოვან გამოსვლას თუ საკითხს კარიერაში მასთან ერთად გავდივარ.

– როგორ გეგმავთ მომავალს ავადმყოფობის დამარცხების შემდეგ?

– ხათუნას გადაწყვეტილი აქვს, ავადმყოფობის დამარცხების შემდეგ ეკოლოგიის პრობლემებთან ბრძოლაში გააქტიურდეს. მას არც დედის და არც მამის მხარეს არ ჰქონია სიმსივნესთან დაკავშირებული პრობლემები, ყველაფერი დღევანდელი კატასტროფული ეკოლოგიის შედეგია. თბილისი სავსეა უკატალიზატორო მანქანებით, რომელთა გამონაბოლქვი ჩვენს შვილებს წამლავს.

– ჩვენი ჟურნალის ფურცლებიდან რას ეტყოდით თქვენს საყვარელ ქალს დაუფარავად, მთელი ქვეყნის წინაშე?

– პირველ რიგში, მინდა, მაპატიოს და შემინდოს, თუ რამე მიწყენინებია მისთვის. პატიებას ვთხოვ, ამ 16 წლის განმავლობაში თუ მასზე ხმა ამიწევია ან გული მიტკენია. დანარჩენი თვითონ იცის, როგორ მიყვარს და რამდენად დიდი ადგილი უკავია ჩემს ცხოვრებაში. მოკლედ ვიტყვი, რომ ძალიან მჭირდება და მინდა, ძალიან დიდხანს ვიყოთ ერთად!

წყარო

როგორც ჩანს უკრაინაში საქმე ძალიან ცუდადაა, აბა რატომ უნდა დანიშნო ვიცე-პრემიერად სააკაშვილი


„შეიძლება უკრაინელებს ეწყინოთ, მაგრამ როგორც ჩანს უკრაინაში საქმე ძალიან ცუდადაა, თორმე რატომ უნდა დანიშნო შენი ქვეყნის ვიცე-პრემიერად დევნილი კაცი, რომელსაც ციხე ემუქრება?! დალაგებული ქვეყანა რომ იყოს, ასეთ გადაწყვეტილებას ხომ არ მიიღებდნენ?!” – ასე ეხმაურება მწერალი და მსახიობი გივი სიხარულიძე უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის ვიცე-პრემიერად დანიშვნაზე გავრცელებულ ცნობებს, რომლებიც ჯერ საბოლოოდ არც დადასტურებულია და არც უარყოფილი.

„არც მიშას დროს ვიყავი მთავრობის მეხოტბე და არც ახლა ვარ, მითუფრო, თუ ვინმეს არ მოვწონვარ, ეს ხალხი დღეს ყველა ივანიშვილის გარშემო ტრიალებს. ისე, არც მე მომწონს ეგენი. ყოველთვის პატიოსნად ვამბობ იმას, რასაც ვფიქრობ, ახლა მითუმეტეს. კორონა თუ დამეჯახა, საბოლოოდ წამაქცევს.

„ძალიან სასაცილოა ის აჟიოტაჟი, რაც ჩვენთან ხდება სააკაშვილის უკრაინულ ისტორიასთან დაკავშირებით, ეტყობა მართლაც მაგარია, რამდენი ბრალდება წაუყენეს და ძვრა ვერ უქნეს, აქეთ იმუქრება. ისიც სასაცილოა, რომ უკრაინაში ვიცე-პრემიერად უპირებენ დანიშვნას. შეიძლება უკრაინელებს ეწყინოთ, მაგრამ როგორც ჩანს უკრაინაში საქმე ძალიან ცუდადაა, თორემ ამხელა ქვეყანას რატომ ჩაბარებენ საქართველოდან გაგდებული კაცს, რომელსაც ციხე ემუქრება?! დალაგებული ქვეყანა რომ იყოს, ამ გადაწყვეტილებას ხომ არ მიიღებდნენ?!

„მე ვფიქრობ, რომ მიშა ამ თანამდებობაზე არ დანიშნება, ამას ოლიგარქები არ დაუშვებენ, უკრაინა კი ოლიგარქების ქვეყანაა. ძალიან კარგად იციან, რომ პირველ რიგში მაგათ წმენდას დაიწყებს და ჭკუა უკვე ისწავლეს. ისე, სააკაშვილისთვის უკეთესიც შეიძლება იყოს, რომ არ დანიშნონ, თავისებურად თუ გაუტია, რა იცი რა მოხდება…” – განაცხადა “რეზონანსთან” გივი სიხარულიძემ.

ყველაფერი კარგადაა რადაში საჭირო ხმები მოპოვებულია, თუმცა ყველა თანამდებობა არ მოითხოვს კენჭისყრას

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე კირილ ტიმოშენკო აცხადებს, რომ არსებობს დეპუტატთა საკმარისი რაოდენობა იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილი ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე დაინიშნოს. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.

ტიმოშენკოს განცხადებით, რამდენიმე დღეში საზოგადოება დეტალურად შეიტყობს პრეზიდენტის მიერ სააკაშვილისადმი შეთავაზების შესახებ. მისი თქმით, ეს ისტორია დაწყებულია, მაგრამ ჯერ არ დასრულებულა.

ტიმოშენკო, ასევე, დარწმუნებულია, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ძალიან უხდება ვიცე-პრემიერის თანამდებობას.

„მე ვფიქრობ, რომ ჩვენი ქვეყანა მხოლოდ მოგებული დარჩება, თუკი ბატონი სააკაშვილი ჩვენ ქვეყანას რეფორმირებაში დაეხმარება“ – განაცხადა ტიმოშენკომ და დასძინა, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი კარგ ურთიერთობაშია სააკაშვილთან.

„ყველა თანამდებობა არ მოითხოვს რადას კენჭისყრას. თუკი საჭირო გახდება რადაში სააკაშვილისთვის კენჭისყრა, ამისთვის ხმები არსებობს“ , – განაცხადა ტიმოშენკომ.

ვერ ვიგებ რატომ ნერვიულობს ასე საქართველო? მე გადავწყვეტ ვინ სად დავნიშნო!!!

რატომ ნერვიულობს ასე საქართველო? საუბარი მხოლოდ ვიცე-პრემიერობაზეა. რა საჭიროა ასეთი პოლიტიკური აგრესია? უცნაურია, რომ როდესაც საუბარი სახელმწიფოს სუვერენულ გადაწყვეტილებაზეა, არც ისე დიდი მეზობელი ასე რეაგირებს. საქართველო არ არის აშშ, რომელიც იტყვის, რომ სხვას შეუქმნის დიპლომატიურ პრობლემებს, ეს საქართველოა და ეს არ უნდა დაივიწყონ“, – განაცხადა არახამიამ.
მისივე თქმით, თავადაც ქართველია და ესმის, თუ როგორი განწყობებია საქართველოს მთავრობაში სააკაშვილის მიმართ.
„ეს უბრალოდ ზეწოლის მცდელობაა. ჩვენ დამოუკიდებელი სახელმწიფო ვართ და ვერც ერთი ქვეყანა ვერ გვეტყვის, ვინ დავნიშნოთ ვიცე-პრემიერად და ვინ არა. ეს არასწორი რიტორიკაა.ჩვენზე ზეწოლას ვერავინ მოახდენს, მითუმეტეს საქართველო! ჩვენ ქართველებთან საერთო ენას აუცილებლად გამოვნახავთ, ჩვენ მოძმე ერები ვართ“, – განაცხადა არახამიამ.

ამ წუთებში საქართველოში COVID-19-ით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში COVID-19-ით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა.

ოფიციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე განახლებული ინფორმაციის მიხედვით, კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდა. ​

ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 566 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის 207 გამოჯანმრთელდა. 

სხვა დეტალები გარდაცვლილი პაციენტის შესახებ, თუ რომელ კლინიკაში მკურნალობდა ის ან რომელ კლასტერს მიეკუთვნებოდა, არც მისი ასაკი და სქესი ამ ეტაპზე ცნობილი არ არის.

სასწრაფოდ! მიღებულია გადაწყვეტილება ხვალიდან საკარანტინო რეჟიმი ცხადდება გორში

სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია გორის სრულ ჩკეტვასთან დაკავშირებით. ” გორიღა იყო დარჩენილი ჩასაკეტად და ჩვენც მოგვაგნეს✋საერთოთ ხალხო ამდენი ვართ და ვინმეს ვინმესგან გაგიგიათ რომ კორონა აქვს ? ან ცუდად იყო და დაიღუპა? რატო არავისი არც ნათესავი არც ნაცნობი არც მეზობელი არ ეხმიანება ამდენ პოსტებს?რატო მალავენ ასე თუ მართლა ასეთი უბედურება ხდება ჩვენ თავს ანახონ საზოგადოებას რეალობა და მერე მართლა დავიცავთ წესრიგს….ჩაკეტეს ხალხი სახლებში გააიაფეს ბენზინი რადგან.24 საათი დადიან და გააძვირეს პროდუქტი რომ ამოწყვიტონ ხალხი მშიერი 😒….მარნეულში ქალი დაიღუპა ის საცოდავი ისედაც 14 კილო ყოფილა და ეგაც კორონას მიაწერეს…ჭიანჭველა სპილოდ აქციეს მოკლეთ.”