კიდევ ერთი გადაწყვეტილება რა თანამდებობებზე ინიშნებიან ზურაბ ადეიშვილი და დათო საყვარელიძე?

უკრაინაში ანტიკორუფციული ბიუროს თავჯმდომარედ დავით საყვარელიძე ინიშნება, მის მოადგილეებად კი ზურაბ ადეიშვილი და გიზო უგლავა. – ინფორმაციას ,,თავისუფალი ზონა“ ავრცელებს.

ნიუპოსტი

სანდრა რულოვსის განცხადება მის მეუღლეზე – “მიშა ცრემლებამდე შეიძლება ხალხის სიღარიბემ მიიყვანოს”

უკრაინული ტელეკომპანია ZIK-ის გადაცემაში “HARD з Влащенко” საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მეუღლე სანდრა რულოვსი, წამყვანის ბლიც შეკითხვაზე, სენტიმენტალურია თუ არა მიხეილ სააკაშვილი, აღნიშნავს, რომ ეს მართლაც ასე.”მიხეილ სააკაშვილი სენტიმენტალური და ემოციური ადამიანია. იგი ცრემლებამდე შეიძლება ხალხის სიღარიბემ მიიყვანოს. როდესაც იგი ხედავს, თუ როგორ აკოწიწებს ხალხი ფულს, რათა შვილიშვილს დაბადების დღეზე რაიმე საჩუქარი უყიდონ მაგალითად, მისთვის ეს ძალიან რთული საყურებელია”, – აცხადებს რულოვსი.

სასწრაფოდ! რამდენიმე წუთის წინ 4,4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა საქართველოს საზღვრიდან ორ კილომეტრში

აზერბაიჯანში, საქართველოს საზღვართან მიწისძვრა მოხდა. ბიძგები თბილისის დროით 00:04 საათზე დაფიქსირდა.

საქართველოს სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის პირველადი ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, საქართველოს საზღვიდან ორ კილომეტრში, 10 კილომეტრის სიღრმეზე იყო.

ბიძგების სიძლიერემ 4.4 მაგნიტუდა შეადგინა.

ვარდების მაისმა რევოლუცია გაგვიახლა და გამარკვება დაგვირგვინდა ახლა უკვე უკრაინაში ბატონმა ზელესკიმ…

ლამაზმა ვარდების 🌹🌹მაისმა ვარდების რევოლუცია გაგვიახლა გული გაგვიხარა და გამარჯვება 👍ისევ მაისში დაგვირგვინდა. დღეს მოაწერა ბ. ზელენსკიმ ხელი და მიხეილ სააკაშვილი ორ თანამდებობაზე დანიშნა ეს არის: პრეზიდენტის წარმომადგენელი მინისტრთა კაბინეტში, და რეფორმების ეროვნული საბჭოს მდივანი🇺🇦 უკრაინაში. ეს დიდი მიღწევა და წარმატება მინდა მივულოცო საქართველოს . მადლობა უკრაინას 🇺🇦გონიერებისთვის და სამართლიანობისთვის.

სააკაშვილი კრიმინალია, სტრასბურგის სასამართლოს ვერდიქტი ადასტურებს

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ტელეკომპანია POSTV-ის ეთერში განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კრიმინალია და ამას სანდრო გირგვლიანის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი ადასტურებს.

„ჩვენ გვაქვს სასამართლოს განაჩენები, რომელიც არაერთი ინსტანციის მიერ არის დადასტურებული და კანონიერ ძალაშია შესული. ჩვენ გვაქვს სტრასბურგის სასამართლოს ვერდიქტი, გირგვლიანის საქმეზე, სადაც მიხეილ სააკაშვილი პირადად არის მოხსენიებული ხელის დამფარებელი და მართლმსაჯულებისთვის ხელის შემშლელი. აქედან გამომდინარე ჩვენ შეგიძლია ვთქვათ, რომ ეს არის კრიმინალი. იქ არის ერთი ფრაზა რაც ამ ფაქტს ადასტურებს. პრეზიდენტმა, პროკურატურამ პენიტენციურმა სისტემამ პირი შეკრეს, რომ მართლმსაჯულება არ აღსრულებულიყო“, – აღნიშნა წულუკიანმა.

მისი თქმით, სააკაშვილმა რეფორმების ეგიდით, საზოგადეოებას ბევრი ცვლილება მიჰყიდა. „სინამდვილეში ეს არ იყო რეფორმები, ეს იყო მიმართული მისი ხელისუფლების გამყარებისკენ და სხვა მიზანი არ ჰქონდა“, – აღნიშნა წულუკიანმა. .

ახლა მიმდინარეობს სპეცოპერაცია ჩემს წინააღდეგ

დღეს მსოფლიო თავისუფალი პრესის დღეს აღნიშნავს. ამ თემას „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი და დამფუძნებელი ნიკა გვარამია ეხმაურება და სოციალურ ქსელშიწ ერს:

„გილოცავთ ყველას, ვინც თავისუფალ მედიას მიაკუთვნებთ თავს! ივანიშვილის დაგეგმილი ბევრი სპეცოპერაცია გადამიტანია, პირადად ჩემს ან ჩემი არხის წინააღმდეგ. ხან ვისი, ხან ვისი ხელით მოწყობილი და ვერგანხორციელებული. ახლა მორიგი მიმდინარეობს და ამასაც აუცილებლად გადავიტან და გაძლიერებული გამოვალ მეც და „მთავარიც“. იმან იკითხოს, ვინც ამ სპეცოპერაციაში ივანიშვილის დავალებებს ასრულებს – დანგრეული და გასაზიზღრებული გამოვა ამ ყველაფრიდან, პირობას ვდებ!“

ვახტანგ კიკაბიძე ქართული პარლამენტი პრორუსულია

ვახტანგ კიკაბიძემ რადიო თავისუფლების ყირიმის ბიუროსთან რუსული პოლიტიკა მიმოიხილა

“რუსეთს 2008 წლიდან დღემდე ოკუპანტს ვეძახი. საერთოდაც მგონია, რომ ეს პუტინის ამაზრზენი სცენარია. ყველა პოლიტოლოგი იმას ამბობდა, რომ პუტინის ტვინი საბჭოთა კავშირის აღდგენაზე იყო მომართული. მაგრამ ჩვენზე, ქართველებზე, მას ჯოხი გაუტყდა. შემდეგ ეს სცენარი მოლდოვაში გადაიტანა და ბოლოს უკრაინას მიადგა. ეს წმინდა წყლის ოკუპაცია და ინტერვენციაა.

მე მგონია, რომ პუტინი ძალიან განიცდის, რომ არ დგას იმ სახელმწიფოების პირველ რიგებში, ვინც მსოფლიოს პოლიტიკას კარნახობს. მან ისევ არასწორი პოზიცია აირჩია, როცა ყველას დაშინება დაიწყო. საერთაშორისო საზოგადოება არ შეშინდება.”

კიკაბიძემ 20 ივნისის მოვლენებსა და სამოქალაქო პროტესტზეც ისაუბრა. მისი თქმით, რუსი კომუნისტი დეპუტატის ვიზიტს ახალგაზრდობის სწორი რეაქცია მოყვა. მანვე აღნიშნა, რომ გავრილოვის მოწვევა და სხვა მიზეზები ისეთ შეგრძნებას ტოვებს, რომ ქართული პარლამენტი პრორუსულია.

“ახალგაზრდობამ იცის, რომ დედაქალაქიდან 40 კილომეტრში საზღვარი გაუვლეს, ამიტომ ახლაგაზრდობა სწორად მოიქცა, როცა გარეთ გამოვიდა. მეც 20-30-40 წლის რომ ვყოფილიყავი დილიდან საღამომდე იქ ვიდგებოდი. ჩემი უფროსი შვილიშვილიც იქ იდგა”

დაუჯერებელი რამ მოხდა ეს როგორ ის ხომ სააკაშვილის შვილია! რომ გაიგო შეიცხადა…

ფეისბუქის მომხარებელმა, სახელწოდებით “რეალური ამერიკა” ფეისბუქში დაწერა: “ადრე ნაცნობი მირეკავს ტელეფონზე და მეუბნება, ქეშად იქნებ ერთი ათასი დოლარი მასესხოვო. არადა ზუსტად ორი საათის წინ ედუარდ სააკაშვილს ვასესხე, დიახ საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ვაჟს ედუარდს, ჩვენ დიდიხანია ვმეგობრობთ. ეს რომ ვუთხარი, გაუკვირდა და შეიცხადა, ეგ როგორ პრეზიდენტის შვილია და ფული არ აქვსო? მინდა გითხრათ, რომ მე უკეთესად ვცხოვრობ ამერიკაში, ვიდრე სააკაშვილის შვილი და რძალი. როგორც ყველა ახლად შეუღლებული ამერიკელი, ისინიც ასე ცხოვრობენ: აქვთ ნაქირავები ბინა, საერთო ხარჯებით ფარავენ კომუნალურებს, ასევე ფარავენ სწავლისთვის აღებულ კრედიტს, რომელიც ბევრი წლები უნდა იხადონ, ყოველდღიურად ვერ აძლევენ უფლებას საკუთარ თავს რომ ქუჩაში ისადილონ, რადგან ეს საკმაოდ ძვირი ღირს. სხვათაშორის სააკაშვილის რძალმა მადინა მელამ, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილზე , უკეთესი ქართული იცის. მიყვარს ეს ოჯახი და ბევრი წარმატებები თქვენ.♥️”

ამ წუთებში ცნობილი ხდება ძალიან სამწუხარო ინფორმაცია სამუდამო ინვალიდობა უქადის…

მა­ნა­ნა არჩვა­ძე-გამ­სა­ხურ­დია სოციალურ ქსელში შვილის, ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ წერს.

“სამი თვე ისე გავიდა,რომ ცოტნეს დამტვრეულ თავის ქალაზე არავითარი მედიკამენტოზური მკურნალობა არ ჩატარებია,ტვინი რომელიც მოკლებულია აღქმას,ემოციებს, გარემოში ვერ ერკვევა,მეტყველება ნულის დონეზეა,ცენტრალური ნერვული სისტემა რეაგირების გარეშეა და სხვა გონებრივი ჩამორჩენილობა… , მისი ზონდერ მხარდამჭერები დუმილს ამჯობინებენ,სამი თვის გაცდენა ასეთ მდგომარეობაში მყოფ ავადმყოფს სამუდამო ინვალიდობას უქადის,რაც ტერაქტის დამკვეთების და მხარდამჭერების მიზანი იყო, თუ ცოტნე სიკვდილს გადაურჩებოდა!!! ფაქტიურად მისი ასეთი მდგომარეობა სიკვდილის ტოლფასია. მსოფლიოში თუ რამ შესაძლებლობა არსებობს გირჩევთ გამოიყენოთ, რათა ცოტნე ამ ტრაგიკული მდგომარეობიდან გამოვიდეს ,დრო მიზანმიმართულად ნუ გაგყავთ , თავს ვერაფრით გაიმართლებთ !!! წინააღმდეგ შემთხვევაში დამკვეთი,მკვლელი , მხარდამჭერი საზოგადოებისგან უმძიმეს პასუხს მიიღებს.”- წერს მანანა არჩხვაძე- გამსახურდია სოციალურ ქსელში.

მაშ ასე! რამდენიმე დღიანი ფიქრის შემდეგ ასეია საბოლოო გადაწყვეტილება – სააკაშვილი პრეზიდენტის წარმომადგენელი მინისტრთა კაბინეტში და რეფორმების ეროვნული საბჭოს მდივანი

მიხეილ სააკაშვილი -პრეზიდენტის წარმომადგენელი მინისტრთა კაბინეტში და რეფორმების ეროვნული საბჭოს მდივანი

ვლადიმერ ზელენსკი