სასწრაფოდ! სასიხარულო ინფორმაცია მთელი საქართველოს იქნება პირველი ქვეყანა ვინც პლაზმას ინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ გამოიყენებს

საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ვინც კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ, გამოჯანმრთელებული პაციენტებისგან აღებულ პლაზმას გამოიყენებს,- ამის შესახებ ცეცრბაძემ „პალიტრანიუსთან“ საუბრისას თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, უმოკლედ დროში იგეგმება ასეთი პლაზმის დამზადება თუმცა ეს იოლი არ არის და ტექნოლოგიურად საკმაოდ რთულია.

„ჩვენ უკვე გავაკეთეთ კომუნიკაცია, რომელიც სისხლის პროდუქტებს ამზადებს. დღეს უკვე გვქონდა სამუშაო შეხვედრები და ჩვენ უმოკლეს დროში არათუ ვფიქრობთ, არამედ ვგეგმავთ დავამზადოთ ასეთი პლაზმა, თუმცა ეს იოლი არ იქნება, რთულია ტექნოლოგიურად.

მან უნდა გაიაროს გარკვეული პროცედურები, ის უნდა შემოწმდეს მისი უსაფრთხოება, უნდა შეთანხმდეს ამერიკის FDA-სთან და შემდეგ გამოვიყენებთ, ეს ესე იოლი არ არის, ჯერ არავის გამოუყენებია, საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ვინც ამას გამოიყენებს“, – ამბობს თენგიზ ცერცვაძე.

სასწრაფოდ! მთავრობის გადაწყვეტილება გამოიყო 2 მილიარდი ლარი ხალხის დასახმარებლად

მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყნის ეკონომიკის მხარდაჭერისთვის 2 მილიარდი ლარი გამოიყო. რაც ითვალისწინებს საქართველოს მოსახლეობას დაუფინანსდა 200მ3 გაზის და 200კვტ/სთ-ის ელექტროენრგიის ხარჯის სრულად დაფარვას 3 თვის მანძილზე.

ეკონომიკის მხარდაჭერის გეგმის ძირითად მიმართულებებზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა.

უშუალოდ კორონავირუსთან ბრძოლის ღონისძიებებისთვის კი, მთავრობის მეთაურის განცხადებით, კრიზისულ ბიუჯეტᲨი 351 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

სასწრაფოდ! რას წერს ბრიტანელი მეცნიერი კორონავისრუსთან დაკავშირებით? ამას არავინ ელოდა

ბრიტანელი მეცნიერი, 2013 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ქიმიის დარგში, სტენფორდის უნივერსიტეტის ბიოფიზიკოსი, მაიკლ ლევიტი აცხადებს, რომ კორონავირუსის პანდემია მალე დასრულდება.

მეცნიერის თქმით, ეს განსაკუთრებით იმ ქვეყნებს შეეხება, რომლებშიც სოციალური დისტანცირებისკენ მიმართული ღონისძიებები ტარდება.

ლევიტმა იმ 78 ქვეყნის მონაცემები გააანალიზა, სადაც ყოველდღიურად კორონავირუსით 50-ზე მეტი ადამიანი ინფიცირდება და მათ დიდ ნაწილში დადებითი ტენდენცია გამოავლინა.

აღმოჩნდა, რომ დაავადებულთა საერთო რიცხვის ზრდის მიუხედავად, ახალი შემთხვევების რაოდენობა ყოველ მომდევნო დღეს წინაზე ნაკლებია.

-ახლა მთავარი პანიკის კონტროლია. ყველაფერი კარგად იქნება, – განაცხადა მეცნიერმა.

ლევიტი მედიას ზედმეტ პანიკასა და დაავადებულთა საერთო რაოდენობის ზრდაზე ფოკუსირებაში ადანაშაულებს. მისი თქმით, წინა წლის სექტემბრიდან დღემდე გრიპის ვირუსით 36 მილიონი ამერიკელი დაავადდა, გარდაცვლილთა რიცხვმა კი 22 ათასი შეადგინა, თუმცა ეს შემთხვევები, როგორც წესი, ჟურნალისტების ყურადღების მიღმა რჩებოდა.

მიმდინარე წლის თებერვალში გამოცემა China Daily News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ლევიტმა განაცხადა, რომ COVID-19-ის გავრცელებამ ჩინეთში პიკს მიაღწია და ერთი კვირაში გარდაცვლილთა რაოდენობის კლება დაიწყებოდა.

ნობელის პრემიის ლაურეატმა ასევე იწინასწარმეტყველა, რომ იქ ინფიცირებულთა რიცხვი 80 000, მსხვერპლი კი 3250 ადამიანი იქნებოდა. მისი პროგნოზი გამართლდა. 16 მარტისთვის ჩინეთში კორონავირუსით დაავადების 80298, ხოლო გარდაცვალების 3245 შემთხვევა იყო რეგისტრირებული. მოცემული დროისთვის კი დაავადებულთა რიცხვი ყოველდღიურად 50-ზე ნაკლები პაციენტით იზრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში ვირუსის გავრცელების შეჩერება მოხერხდა.

ასევე საინტერესოა ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევა, რომელიც თავდაყირა აყენებს წარმოდგენას ვირუსთან ბრძოლის გზებს.

დიდი ბრიტანეთის მედია ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევებზე დაყრდნობით წერს, რომ ახალმა კორონავირუსმა შესაძლოა ინგლისში იმაზე ბევრად მეტი ადამიანი დააინფიცირა, ვიდრე ოფიციალური მონაცემითაა დადასტურებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ბევრმა უკვე გადაიტანა უსიმპტომოდ, მათ აქვთ იმუნიტეტი ამ ვირუსის მიმართ და შეუძლიათ მუშაობა.

-თუ ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევა დადასტურდა, ეს იმას ნიშნავს, რომ ათასი დაინფიცირებულიდან, შესაძლოა მხოლოდ ერთ ადამიანს დასჭირდეს სპეციალური მკურნალობა, ყველა დანარჩენს კი შეიძლება ჰქონდეს სუსტად გამოტახული სიმპტომი ან სიმპტომი არ ჰქონდეს საერთოდ, – ამბობს პროფესორი, ეპიდემიოლოგი საიდ გუპტა, რომელიც ხელმძღვანელობა ზემოთ აღნიშნულ კვლევას.

ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევრები თვლიან, რომ კორონავირუსმა დიდ ბრიტანეთში შემოაღწია იანვრის შუა რიცხვებამდე და შესაძლოა, დეკემბერშიც კი. ვირუსი შეუმჩნევლად ვრცელდებოდა მთელი ერთი თვის ან მეტის განმავლობაში.

პროფესორი საიდი თვლის, რომ ახლა საჭიროა, სასწრაფოდ დაიწყოს ფართომასშტაბიანი ტესტირება ანტისხეულებზე, რათა დადგინდეს, სინამდვილეში ეპიდემიის რა სტადიაზე იმყოფება ქვეყანა.

ოქსფორდის უნივერსიტეტის დასკვნის მიხედვით, ქვეყანაში ბოლო ორი თვის მანძილზე უამრავმა ადამიანმა გადაიტანა ვირუსი უსიმპტომოდ ან მცირედი სიმპტომით და შესაბამისად, უამრავ ადამიანს კორონავირუსის მიმართ უკვე გააჩნია იმუნიტეტი. თუ ეს კვლევა ანალიზებით დადასტურდა, შეზღუდვები, რომელიც ამჟამად დაწესებულია ინგლისში, შესაძლოა იმაზე ბევრად ადრე მოიხსნას, ვიდრე მთავრობამ დაადგინა.

მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერები ჯერ კიდევ დაობენ იმაზე, რამდენად დატოვებს ხანგრძლივ და მყარ იმუნიტეტს კორონავირუსი ადამიანში, პროფესორ გუპტას თქმით, მას აქვს საკმარისი მტკიცებულება იმის სათქმელად, რომ ადამიანებს, რომლებიც გადაიტანენ კორონავირუსს, ექნებათ მყარი იმუნიტეტი.

პროფესორი გუპტა იმედოვნებს, რომ ტესტირების დაწყება შესაძლებელი იქნება უახლოესი ერთი კვირის მანძილზე, ხოლო პირველადი რეზულტატი უკვე ცნობილი იქნება ტესტირების დაწყებიდან რამდენიმე დღეში.

თუ ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევა დადასტურდა და მათ, ვინც კოორნავირუსი გადაიტანეს, ნამდვილად ექნებათ იმუნიტეტი, ასევე, თუ მართლაც, ათასი დაინფიცირებულიდან, მხოლოდ ერთ პაციენტში შეიძლება მიდიოდეს ვირუსი მძიმე ფორმებით – ეს ხსნის თეორიას იმის შესახებ, რომ შესაძლოა, დეკემბერ-იანვარშიც უკვე არაერთმა ადამიანმა გადაიტანა კორონავისური.

იმ შემთხვევაში, თუ ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევა დადასტურდა, ყველა სახელმწიფოს ექნება იმის საშუალება, კვლევების ჩატარების შემდეგ დაადგინოს, დაახლოებით რამდენი ათასი, ან რამდენი მილიონი ადამიანი აღარ არის რისკ ჯგუფში და მათი გამოყენებით დაგეგმოს ხანდაზმული და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანების მოვლა, რომ ეკონომიკა არ დაინგრეს.

სისხლის ანალიზის მიხედვით, უკვე შესაძლებელია იმის დადგენა, გადავიტანეთ თუ არა კორონავირუსი, კერძოდ, ე.წ. სწრაფი ტესტირებისას, იმუნოგლობულინი G აღმოჩენა სხეულში იმის ნიშანია, რომ ჩვენ უკვე გადავიტანეთ ვირუსი და დაგვრჩა იმუნიტეტი.

სასწრაფოდ! სასიხარულო ინფორმაცია მთელი საქართველოსთვის მთვარობის გადაწყვეტილება

კორონავირუსის გავრცელების შემდეგ, შემოღებულმა რეგულაციებმა უამრავი ადამიანი შემოსავლის გარეშე დატოვა. მოქალაქეები სამსახურის გარეშე მინიმუმ 21 აპრილამდე იქნებინ, სანამ ქვეყანაში საგანგებო ვითარება არ დასრულდება. ხალხი ახლა რთულ ვითარებაშია. საგანგებო რეჟიმის შემოღებისას, პრემიერ-მინისტრმაპირობა დადო, რომ უმუშევრად დარჩენილ მოქალაქეებს მთავრობა დაეხმარება, თუმცა მას შემდეგ სიტყვა არავის დაუძრავს. “რეზონანსის” ცნობით, შეღავათების შესახებ ინფორმაციას მთავრობა 1-2 დღეში წარმოადგენს.

უამრავი საუბარი მიდის კომუნალური გადასახადების ჩამოწერაზე. ამჟამად, მთავრობა სემეკთან ერთად ამ საკითხე მუშაობს. ჯერჯერობით უცნობია როდის, ვის და რა სახის შეღავათები დაუწესდება, რადგან არც ერთი მხარე კონკრეტულ პასუხს არ იძლევა. სემეკში ამბობენ, რომ მთავრობას ინფორმაცია წინა კვირაში გადაუგზავნეს და გადაწყვეტილება ახლა მათზეა. 

“პირველ რიგში, პრიორიტეტად რჩება ენერგიით უწყვეტი და საიმედო მომარაგება. ამ კუთხით დღეისათვის მდგომარეობა სტაბილურია და არ არსებობს არანაირი საფრთხე. რაც შეეხება კომუნალურ გადასახადებთან დაკავშირებულ შეღავათებს, ამ საკითხზე მთავრობასთან ერთად მიმდინარეობს კონსულტაციები, რათა მოხდეს შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა იმ მომხმარებლებისათვის, რომლებიც ახალი კორონავირუსის შედეგად დაზარალდნენ და სჭირდებათ დახმარება. უახლოეს დღეებში კომისია მიიღებს გარკვეულ ზომებს, რათა ახალი კორონავირუსის გამო შექმნილ ვითარებაზე მოხდეს ადეკვატური რეაგირება“, – ნათქვამია სემეკის ოფიციალურ განცხადებაში, რომელიც რამდენიმე დღის წინ გავრცელდა.

მთავრობაში კი არ აკონკრეტებენ რა სახის შეღავათები დაუწესდება მოსახლეობას და აცხადებენ, სავარაუდოდ, უახლოეს საბჭოს სხდომაზე მიიღებენ გადაწყვეტილებას, რომელიც 1-2 დღეში გაიმართება. “როცა დასრულდება ამ თემაზე მუშაობა, მაშინ გაკეთდება შესაბამისი განცხადება”, – უთხრეს “რეზონანსს” მთავრობის ადმინისტრციაში. 

მოსახლეობას იმდენად მძიმე ეკონომიკური დღეები ელის, რომ ნერისმიერი სახის დახმარება მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. 

ლეიბორისტული პარტია ითხოვს, რომ მთავრობამ ბიუჯეტიდან თითო ოჯახზე 1000-ლარიანი დახმარება გამოყოს. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ლაშა ჩხარტიშვილის თქმით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან “ადამიანები არ იყვნენ შიმშილსა და ინფიცირებას შორის არჩევანის წინაშე”.

“ჩვენ ჯერ კიდევ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე, პირველებმა მოვითხოვეთ სამსახურებიდან მასობრივი დათხოვნების ფონზე მთავრობის მიერ მოქალაქეებზე ფულადი კომპენსაციის გაცემა, ამ თემაზე პირადად მე ჩავატარე პირველი საგანგებო ბრიფინგი. სამწუხაროდ, დღემდე უშედეგოდ მოვითხოვთ ბიუჯეტიდან ყოველ ოჯახზე 1000 ლარის გაცემას, რათა ადამიანები არ იყვნენ შიმშილსა და ინფიცირებას შორის არჩევანის წინაშე. ეს კი არა, 1 თეთრი, პირდაპირი დახმარებაც კი არ გაუციათ. არადა, ეს ის გზაა, რომელიც მსოფლიოს პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში გაიარეს, ბრიტანეთიდან დაწყებული, საბერძნეთით დასრულებული. 

რა მნიშვნელობა აქვს ადამიანს შიმშილი მოკლავს თუ კორონავირუსი?! ორივესაგან დაცვა თანაბარზომიერი ვალდებულება ნებისმიერი მთავრობის, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება უტიფრად „არ იმჩნევს“ და ამ დროს კვლავ ბიუჯეტის ფლანგვით არის დაკავებული.

ეს ყველაფერი სულ მალე შეიძლება ტრაგიკულად დასრულდეს ათასობით ჩვენი თანამოქალაქისათვის. თუ ივანიშვილი და მისი მთავრობა დროულად არ მოვა გონს, ჩვენ სულ მალე, ერთდროულად მივიღებთ როგორც სოციალურ, ასევე ეპიდემიურ აფეთქებას. ეს გარდაუვალია, რადგან გარდა იმისა, რომ კომპენსირების გარეშე არაადამიანური და არაკონსტიტუციურიცაა მოშიმშილე ადამიანების სახლში გამოკეტვა, ეს უბრალოდ შეუძლებელია. 

სხვათა შორის, ახლახანს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამაც იგივე პოზიცია დააფიქსირა, რადგან ელემენტარულია, რომ მოქალაქეთა ფინანსური მხარდაჭერის გარეშე, ვერც კარანტინი იქნება ეფექტური და ეპიდემიაც სრულიად უმართავი გახდება”, – განუცხადა “რეზონანსს” ლაშა ჩხარტიშვილმა. 

მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა. მათ ახლა ქამრების მოჭერა მოუწევთ. გაერთინებულ პროფკავშირებში ამბობენ, რომ მათ მთავრობასთან გარკვეული სახის შეთანხმებას მიაღწიეს, რომლის მიხედვითაც, რკინიგზის თანამშრომლები ფასიან შვებულებაში გავლენ. 

“გასაგებია, რომ ჩვენი ეკონომიკა დიდ სუბსიდირებას ვერ გაუძლებს, მაგრამ, აუცილებელია გარკვეული კატეგორიის დახმარება. მაგალითად, ვისი სოციალური მდგომარეობაც მერყევია და ვერ გაუძლებს ასეთ მდგომარეობას. გარდა ამისა, აუცილებელია დამსაქმებლებთან გაიმართოს კონსულტაციები, რომ მაქსიმალურად მოხდეს თანამშრომელთა შენარჩუნება. ჩვენ რკინიგზის ხელმძღვანელობასთან მივაღწიეთ შეთანხმებას, რომ არ იქნება გამოყენებული არც ერთი უფასო შვებულება. 

მთავარი ისაა, რომ ხალხს, რომელიც სამსახური და შემოსავალი დაკარგეს ჰქონდეთ კომპენსაცია, როგორც საკვებ პროდუქტებზე, ასევე მედიკამენტებზე. ძალიან კარგი იქნება თუ, მთავრობა გამოძებნის საშუალებას, რომ ხალხს დაურიგდეს ვაუჩერები, რომელბითაც შეძლებენ მინიმალური მოთხოვნების დაკმაყოფილებას. 

ასევე მთავარია, მთავრობამ დამსაქმებლები აიძულოს, რომ ქამრების მაქსიმალურად შემოიჭირონ და შეინარჩუნონ დასაქმებული ადამიანების სამუშაო ადგილები. კომუნალური გადასახადები ჩამოწერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ჩემი ინფორმაციით, სამთვიანი მორატორიუმი გამოცხადდება, თუმცა ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს. ის ვიცი, რომ სამი თვის განმავლობაში ხალხს არ გაეთიშებათ ელექტრო ენერგია თუ გაზი, მაგრამ შემდგომში ეს დაგროვილი დავალიანებაც, რა თქმა უნდა, მძიმედ დააწვება ხალხს. აქაც აუცილებელია სუბსიდირება მოხდეს”, – განუცხადა “რეზონანსს” ვიტალი გიორგაძემ.

30 მარტს შემოღებული საყოველთაო კარანტინი ვითარებას უფრო დაამძიმებს. ეკონომიკს ექსპეტრი აკაკი ცომაია აცხადებს, რომ მთავრობის დახმარება ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მოსახლეობამ თავის გატანა შეძლოს. 

“იმის მოლოდინი არ უნდა გვქონდეს, რომ სასწაულს მოახდენს მთავრობა და მოულოდნელად სამუშაო ადგილები გაჩნდება. ყველამ უნდა გავიზროთ ის, რომ ჩვენი შემოსავლების შემცირებას დაიწყებს. პანდემიის პროცესი, რაც უფრო მეტად გაგრძელდება, როგორც ჩვენთან, ისე მსოფლიოში, შემოსავლები უფრო და უფრო შემცირდება. 

მთავრობას შეუძლია, წერტილოვანი მოქმედებებით დროებით შეუმსუბუქოს იმ კონკრეტული ადამიანების მდგომარეობა, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდნენ, ვისაც დღეს ყველაზე მეტად უჭირთ. ვთქვათ, ვისაც პური ფული არ აქვს, კომუნალურ გადასახადებს ვერ იხდიან და ა.შ. ამისი აღრიცხვა უნდა ხდებოდეს. მონაცემთა ბაზა უნდა იყოს შექმნილი. რეალური სურათი უნდა იცოდეს მთავრობამ”, – განუცხადა “რეზონანსს” აკაკი ცომაიამ.

ექსკლუზიური ინტერვიუ ქართველი მეცნიერის, რომელმაც კორონავირუსის ვაქცინა შექმნა – ” ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა უკვე შექმნილია, რომლის ტესტირებასაც სულ მცირე 1 წელი დასჭირდება”

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა უკვე შექმნილია – მისი ერთ-ერთი ავტორი ქართველი მეცნიერია. გიორგი ბაბუაძე კანადაში მოღვაწეობს, სადაც ვაქცინაზე მუშაობა მიმდინარეობს. „ფორმულას“ გადამღები ჯგუფი საგანგებოდ ჩავიდა კვებეკში, ვაქცინის შემქმნელისგან უშუალოდ რომ მიგვეღო ინფორმაცია, თუ როგორ მიმდინარეობს ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოცდა.

ვირუსი კარგად შესწავლილი იყო, ამიტომ ვაქცინა ორ თვეში შეიქმნა. ამ ეტაპზე მეცნიერები პრეკლინიკურ ფაზაში არიან, რაც ნიშნავს, რომ ვაქცინის ცხოველებზე გამოცდა  მიმდინარეობს. იმ შემთხვევაში, თუ ცხოველებზე ექსპერიმენტი წარმატებით დასრულდება, პრეპარატის გამოცდის შემდეგ ფაზაში მოხალისეები ჩაერთვებიან.

მანამდე 64 დღეა, შემდეგ ვაქცინას ას, საბოლოოდ კი ათას ადამიანზე გამოცდიან. ყველა ამ საფეხურის გავლის შემდეგ, მონაცემები შესაბამის ოფიციალურ უწყებებს გადაეცემა. მათი დასტურის შემთხვევაში, რომ ვაქცინა მუშაობს და ადამიანისათვის ტოქსიკური არ არის, ის გამოყენების ფაზაში ჩაეშვება.

გიორგი ბაბუაძე 13 წლის განმავლობაში, საქართველოში, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში მუშაობდა, რამდენიმე წლის წინ ბერლინში დღევანდელი ხელმძღვანელი გაიცნო, საკუთარი ხედვები გააცნო, სამი წლის წინ კი ლავალის უნივერსიტეტის მეცნიერების ჯგუფს შეუერთდა.  სწორედ მაშინ შეიქმნა დე-ენ-ემის პლატფორმა, რამაც საშუალება მისცა მეცნიერებს, სხვადასხვა ვაქცინებისა და ანტიგენების ჩაშენების მეშვეობით,  ებრძოლათ ისეთ დაავადებასთან, როგორიც არის ებოლა.

გიორგი პროგნოზს არ აკეთებს, ის და მისი კოლეგები შედეგებზე მხოლოდ მაშინ მოგვიყვებიან, როდესაც ვაქცინის გამოცდის ყველა, მკაცრად გაწერილი ეტაპი დასრულდება. მანამდე კი – სოციალური დისტანცია და ყველა რჩევის დაცვა – ასეთია გიორგის რეკომენდაცია.