სასწრაფოდ! სასიხარულო ინფორმაცია ვრცელდება ნატოს გენერალური მდივანის საგანგებო განცხადება “ჩვენ გადავწყვიტეთ პარტნიორობის გაღრმავება საქართველოსთან და უკრაინასთან”

ჩვენ გადავწყვიტეთ პარტნიორობის გაღრმავება საქართველოსთან და უკრაინასთან, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების ტელეკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, პარტნიორობა მოიცავს სტრატეგიულად მნიშვნელოვან შავი ზღვის რეგიონში წვრთნებს.

„პარტნიორობის გაღრმავება ასევე მოიცავს ერთობლივ მუშაობას ჰიბრუდული საფრთხეების წინააღმდეგ და საჰაერო მიმოსვლის მონაცემების გაზიარებასაც, რომ გავხადოთ საჰაერო სივრცე ყველასთვის უფრო უსაფრთხო“,- განაცხადა სტოლტენბერგმა.

ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების კონფერენცია „კოვიდ 19“-ის გამო ვიდეოკონფერენციის ფორმატში ჩატარდა.

პაატა იმნაძის საგანგებო მიმართვა მინდა, ძალიან სიამაყით განვაცხადო, რომ ჩვენ უკვე 6 შტამი, ანუ 6 ქართველი ავადმყოფის ვირუსი გაშიფრულია

“მინდა, ძალიან სიამაყით განვაცხადო, რომ ჩვენ უკვე 6 შტამი, ანუ 6 ქართველი ავადმყოფის ვირუსი გაშიფრულია, ატვირთულია მსოფლიო ბაზაში, ამ ვირუსების გენომების.
ძალიან ზუსტად ჩაჯდა ეს ჩვენი ირანული წარმოშობის პაციენის ვირუსი ირანულ ჯგუფში, იტალიური წარმოშობის, იტალიურ ჯგუფში. ეს ვირუსები, უკვე ერთმანეთისგან განსხვავდებიან, რომელ ქვეყანაში, რომელი გენოტიპი…მუტაციები სულ ხდება, ვირუსი როცა ვრცელდება.

ჩვენ ახლა, აქტიურად მივადევნებთ თვალს ჩვენი ავადმყოფები არამარტო საიდან ჩამოვიდნენ, არამედ ვირუსს რომ გამოვყობთ ვიცით უკვე, ის ვირუსი რომელი ვირუსის ნათესავია, რომელი ქვეყნის.

როცა არ ვიცოდით, მოქალაქე ამბობდა ერთ-ერთი ჩვენი შემთხვევა, რომ მას ჰქონდა შეხვედრა რამოდენიმე უცხოელთან, ჩვენ დავადგინეთ, რომელ უცხოელისგან იყო ეს ვირუსი. იმიტომ რომ იმ ქვეყანაში გავრცელებული შტამის იდენტურია მისი ვირუსი. ამას აკეთებს ლუგარი ცენტრი, ისე როგორც წამყვანი ლაბორატორიები”-ამბობს იმნაძე.

ქართული ოცნების მოულოდნელი გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები…

დღეს ჩვენი ქვეყანა, ისევე როგორც მთელი მსოფლიო, უდიდესი გამოწვევის წინაშე დგას. პანდემია საფრთხის ქვეშ აყენებს როგორც ადამიანების ჯანმრთელობას, ისე მათ კეთილდღეობას. პანდემიასთან ბრძოლა თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა.
 ამ ბრძოლაში „ქართულ ოცნებას“, როგორც მმართველ პარტიას, ვითარების მართვაზე პასუხისმგებელ პოლიტიკურ ძალას, განსაკუთრებული როლი აკისრია. ჩვენი გუნდის ლიდერები და რიგითი წევრები, მთავრობისა და პარლამენტის წევრები, მაჟორიტარი დეპუტატები, მუნიციპალიტეტების მერები და საკრებულოს წევრები, ჩვენი პარტიის სხვადასხვა წარმომადგენლები ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობენ იმისათვის, რომ ეპიდემიამ რაც შეიძლება მცირე ზიანი მიაყენოს ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას.
 საერთაშორისო შეფასებებით აღიარებულია, რომ „ქართული ოცნების“ ერთიანმა სახელისუფლებო გუნდმა მაქსიმალურად ეფექტიანად გაართვა თავი ამ ეტაპზე ჩვენს წინაშე მდგარ გამოწვევებს. მიუხედავად ამისა, პარტიაში არ წყდება დისკუსია იმის შესახებ, თუ რა დამატებითი წვლილის შეტანა შეუძლია პარტიას და მის თითოეულ წევრს ეპიდემიასთან და მის შედეგებთან ბრძოლის საქმეში. პარტიის წევრები ყოველდღიურ რეჟიმში გვთავაზობენ საკუთარ იდეებსა და კონკრეტულ ინიციატივებს.ვფიქრობთ, ამ ვითარებაში სოლიდარობის გამოვლენას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ამგვარი სოლიდარობის მაგალითი იყო ჩვენი პარტიისა და მისი ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრების მოხალისეობრივი ჩართულობა ჩვენი საზოგადოების სოციალურად დაუცველი წარმომადგენლებისთვის სოციალური დახმარების მიწოდებაში.
 საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა, რომელთა ოჯახებსაც აქვთ დამატებითი კომერციული შემოსავლები, სოლიდური თანხები გაიღეს ეპიდემიასთან დაკავშირებული პრობლემების გადასაჭრელად.
 ჩვენი თანამოქალაქეების მიმართ სოლიდარობის გამოსახატად, პარტიაში მიმდინარე დისკუსიისა და კონსულტაციების საფუძველზე, მივიღეთ გადაწყვეტილება, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს მთავრობაში, მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის თითოეულმა წევრმა, მომდევნო სამი თვის განმავლობაში კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში გადავრიცხოთ ჩვენი  ხელფასის 1/3. საჭიროებისამებრ მზად ვართ დამატებითი წვლილი შევიტანოთ ეპიდემიასთან ბრძოლის საქმეში. 
 დარწმუნებული ვართ, ჩვენი პარტიის სხვა წევრებიც, ყველა, ვისაც მიუხედავად რთული ვითარებისა, აქვს შესაძლებლობა, დასაქმებულია კერძო თუ საჯარო სექტორში და აქვს შემოსავალი, ამ შემოსავლისა და სოციალური მდგომარეობის შესაბამისად, განახორციელებენ შენატანებს აღნიშნულ ფონდში და ამით გამოხატავენ სოლიდარობას ჩვენი თანამოქალაქეების მიმართ.
 ეპიდემიასთან და მის შედეგებთან ბრძოლაში ჩართული ადამიანების პროფესიონალიზმთან ერთად, სოლიდარობა არის მთავარი რამ, რაც საშუალებას მოგვცემს, პრობლემა დავძლიოთ მინიმალური ზიანით ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის.

სასწრაფოდ! ვრცელდება ინფორმაცია პირველი კომენტარი რუსთავის საკარანტინო ზონად გამოცხადებასთან დაკავშირებით

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, რუსთავის საკარანტინო ზონად გამოცხადების აუცილებლობა არ დგას.

„რუსთავის წყარო აბსოლუტურად დადგენილია, ეს უკავშირდება ისევ და ისევ ეროვნული ბანკის საცავის თანამშრომლებს. ოღონდ ბანკის საცავის ყველა თანამშრომელი იყო სწორედ იმ რეჟიმზე, რომელიც გვაქვს მოწოდებული დაწესებულებებისათვის. ფაქტობრივად, ისინი იყვნენ ყაზარმულ რეჟიმზე გადაყვანილი, მორიგეობით ასრულებდნენ თავიანთ სამუშაოს. ეს არის ერთი კლასტერი. ამ კლასტერთან დაკავშირებული ის ადამიანი რუსთავში, რომელიც არ იყო ყაზარმულ პირობებში, ამათთან ერთად მუშაობდა. აქედან გამომდინარე, იქ ყველაფერი ცნობილია, ყველა კონტაქტი დადგენილია, ყველა ღონისძიება ტარდება.

ასე რომ, ქვეყანაში არის საკარანტინო მდგომარეობა, თითო შემთხვევის გამო თითო ქალაქი ვერ დაიკეტება. ქვეყანაში პრაქტიკულად საყოველთაო მდგომარეობაა, სწორედ იმიტომ არის, რომ ასე ცალ-ცალკე არ დაგჭირდეს ალაგ-ალაგ ქვეყანაში ამ ღონისძიებების გატარება“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

ჩინეთის მოულოდნელი და უცნაური გადაწყვეტილება კორონავირუსის წინააღდეგ სამკურნალოდ დათვის ნაღველს გამოიყენებენ

ჩინეთში კორონავირუსით დაავადებული პაციენტების სამკურნალოდ დათვის ნაღველს გამოიყენებენ. „ბიბისის“ ინფორმაციით, მკურნალობის ამ მეთოდის ლიცენზია ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნულმა კომისიამ უკვე გასცა.

როგორც ვრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი წერს, ახალი კორონავირუსით დაავადებულ იმ პაციენტებს, რომელთა ჯანმრთელობის მდგომაროება კრიტიკულია, ინიექციას გაუკეთებენ, რომლის შემადგენლობაშიც შევა დათვის ნაღველი, თხის რქის და სხვა ბალახეულის ნაყენი.

ამასთან „ბიბისი“ ცნობით, ამ ეტაპზე აღნიშნული ინექციის ეფექტიანობის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ არსებობს.

დათვის ნაღველს ჩინურ (ისევე, როგორც მონღოლურ და ტიბეტურ) ტრადიციულ მედიცინაში უკვე საუკუნეებია იყენებენ. ის არალეგალურ ბაზარზე საკმაოდ ძვირი ღირს. ცხოველთა დამცველები დათვის ნაღვლის სამკურნალოდ გამოყენების წინააღმდეგ გამოდიან.

ჩინეთში კოვიდ 19-ით ბოლო 24 საათში ექვსი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ „როიტერზე“ დაყრდნობით ავრცელებს. ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსის 35 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ჩინური მედიის ინფორმაციით, ყველა შემთხვევა იმპორტირებულია.

წყარო: 1tv.ge

სასიხარულო ინფორმაცია მეცნიერების დასკვნა საუკუნოვანი ვაქცინა BCG გამოიკვლიეს, როგორც იარაღი კორონავირუსის საწინააღმდეგოდ

BCG ეს არის საერთო იმუნოთერაპია ის ავარჯიშებს სხეულს იმუნური თავდაცვის პირველ რიგს ინფექციების უკეთ ბრძოლის მიზნით. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ამბობს, რომ მნიშვნელოვანია იცოდეთ, შეიძლება თუ არა BCG ვაქცინამ შეამციროს დაავადება კორონავირუსით ინფიცირებულებში და ხელს უწყობს საერთაშორისო ჯგუფებს ითანამშრომლონ კვლევასთან ინფექციური დაავადებების კვლევის ხელმძღვანელის ნაგელ კურტისის ხელმძღვანელობით, მელბორნის ბავშვთა კვლევითი ინსტიტუტში.

BCG-ს შეუძლია გააძლიეროს იმუნური სისტემა ისე, რომ ის უკეთესად იცავს სხვადასხვა ინფექციებისგან, სხვადასხვა ვირუსებისგან და ბაქტერიებისგან, უფრო განზოგადებული გზით. ”- თქვა კურტისმა, რომელიც ასევე არის პედიატრიული ინფექციური დაავადებების პროფესორი მელბურნი და ინფექციური დაავადებების განყოფილების ხელმძღვანელი ქალაქის სამეფო ბავშვთა საავადმყოფოში.

შვება მთელ მსოფლიოს ძალიან სასიხარულო ინფრომაცია რა განცხადებას ავრცელებს აშშ-ში მოღვაწე ექიმი ნეიროიმუნოლოგი კორონავირუსგადატანილი ადამიანის სისხლი ოქროზე მეტად გაძვირდეს

11 წელი ექიმ ნეიროიმუნოლოგად, სამხრეთ კაროლინის უნივერსიტეტში მუშაობის შემდეგ ექიმმა დავით მრელაშვილმა გადაინაცვლა ტელემედიცინის სფეროში. ამჟამად აქვს მოქმედი სამედიცინო ლიცენზია და პრაქტიკა 27 შტატში და ტელემედიცინის საშუალებით კონსულტაციას უწევს 200-მდე ჰოსპიტალს ამერიკის მასშტაბით, განსაკუთრებით მძიმე ნევროლოგიურ შემთხვევებში.ამის პარალელურად ის არის მრჩეველთა საბჭოში მრჩეველი, ანუ ე.წ. ედვაიზერი, ახალი პრეპარატების განვითარების მიმართულებით და არაერთი ბუმბერაზი ფარმაცევტული კომპანიებთან უწევს თანამშრომლობა, როგორიცაა Bayer-ი, Pfizer-ი, Novartis-ი და სხვა.მისი თქმით, შანსი გვაქვს რეკორდულად დაბალი სიკვდილიანობის ქვეყანად ვიქცეთ მსოფლიოში COVID19-თან ბრძოლის კუთხით და შესაძლოა კორონავირუსგადატანილის სისხლი ოქროზე მეტად გაძვირდეს, რადგან მისი განცხადებით, თუკი გამოჯანმრთელებული პაციენტების შრატს გადავუსხამთ რომელიმე მძიმე პროგნოზის მქონეს, არაორდინალურ შედეგამდე მივალთ. დეტალებს დავით მრელაშვილი ვიდეოინტერვიუში საუბრობს. აღნიშნული ინტერვიუ ჩაწერილია მეტრონომის მიერ.

წყარო

სასწრაფოდ! სკანდალური ინფორმაცია კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქოს საზ. ურთიერთობის სამსახურის უფროსის

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ გარკვეული ჯგუფების მხრიდან შეტევასა და დისკრედიტაციის მცდელობაზე საუბრობს.

„ზუგდიდში ვირუსის გავრცელება ერთ-ერთი რელიგიური ჯგუფის მიერ მოხდა, თუმცა ამაზე არავინ ლაპარაკობს და რეაქცია სხვაგვარი იქნებოდა, ეს რომ ეკლესიის წევრის მიერ მომხდარიყო, რომ ყოფილიყო ეს საეკლესიო წიაღიდან, წარმოიდგინეთ, რა ამბავი იქნებოდა“, – აღნიშნა ჯაღმაიძემ „რუსთავი 2“-თან საუბრისას.

მისივე თქმით, ცხადია, რომ ეკლესიის მისამართით ნეგატიური პიარის აგორება ხელოვნურად ხდება.

“პირველად რომ გაცხადდა ერთ-ერთი კლასტერი, იყო იტალიის – მოხდა ასე, ექიმმა ჩამოიტანა. ერთი წუთით წარმოიდგინეთ, სასულიერო პირს რომ ჩამოეტანა, რა ამბავი იქნებოდა დღეს, ეკლესიის გარშემო. ასე რომ, ჩვენ ძალიან ცხადად ვგრძნობთ, ხელოვნურად ხდება ეკლესიის მისამართით მსგავსი პიარის აგორება. თუ დააკვირდით, სულ ერთი კვირა დასჭირდა ეკლესიას მობილიზებისთვის: ყველა ტაძარი იყო გახმოვანებული, დახაზული და მსგავსი წესრიგი, რაც ჩვენმა მორწმუნე და მლოცველმა ხალხმა გამოიჩინა, იშვიათად დამისახელებს რომელიმე ორგანიზაციას, ან რომელიმე საზოგადოებრივ ჯგუფს, რომელსაც ეს გაეკეთებინა”, – განაცხადა ჯაღმაიძემ.

გილოცავთ მთელ საქართველოს ჩვენ ეს შევძელით ომი მოგებულია

დღეს ძალიან ბედნიერია მთელი ჩვენი კლინიკა, რადგან პაციენტთან, რომელიც კრიტიკული მდგომარეობით იყო შემოსული, ომში მეტწილად გავიმარჯვეთ, – ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ჟურნალისტებს განუცხადა. 

კითხვის გაგრძელება:
„ამ ეტაპზე უნდა გითხრათ, რომ ომში მეტწილად გავიმარჯვეთ, ვინაიდან პაციენტი გახდა კონტაქტური, ადექვატური და დღის ბოლომდე შეიძლება იგი
აპარატიდან მოიხსნას. რაც შეეხება 80 წლის ქალბატონს, რომელიც არის კოვიდინფიცირებული, აქვს გულის უკმარისობა და ამავდროულად ასაკი, ამ ქალბატონის შესახებაც მინდა გითხრათ, რომ ჩატარებული კვლევებითა და სუბიექტურ-ობიექტური მონაცემებით, დადებითი დინამიკაა მიღწეული და გამარტივდა სუნთქვის პარამეტრები. კიდევ ერთი გამარჯვებაა ის, რომ ამ ეტაპამდე ქალბატონი ცოცხალია, ვიტალური ფუნქციები უკეთესია, იმედია ასე გაგრძელდება და რამდენიმე დღეში ეს პაციენტიც მოიხსნება აპარატიდან“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

სასწრაფოდ! პრემიერის კიდევ ერთი გადაწყვეტილება სასიხარულო ამბავი ქართველებს მოქალაქეების ვინც სამსახური დაკარგა, სპეციალური ღონისძიებები გვექნება

პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, მოხდება იმ ადამიანების იდენტიფიცირება, ვინც კორონავირუსის გამო სამსახური დაკარგა. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, იდენტიფიცირების შემდეგ მთავრობა მათ დაეხმარება.

“ჩვენ გვესმის, რომ ჩვენ უნდა მოვახდინოთ თითოეული ჩვენი იმ მოქალაქის იდენტიფიცირება, რომელმაც დაკარგა სამსახური და მას შემდგომ, რაც ამ იდენტიფიცირებას მოვახდენთ, ჩვენ გვექნება სპეციალური ღონისძიებები მათი ასევე პირდაპირი დახმარებისთვის”, – განაცხადა გახარიამ.