სასწრაფოდ! ამ წუთებში ხდება ინფორმაცია ცნობილი რუსთავის საკარანტინო ზონად გამოცხადებასთან დაკავშირებით პირველი კომეტარი კეთდება მთვრობაში

იგეგმება თუ არა ქალაქ რუსთავის საკარანტინო ზონად გამოცხადება? – აღნიშნული კითხვით დღეს ინფრასტრუქტურის მინისტრს, მაია ცქიტიშვილს მიმართეს.

მინისტრის განცხადებით, რუსთავის საკარანტინო ზონად გამოცხადების საკითხი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ამ ეტაპზე არ განხილულა. მინისტრი, საჭიროების შემთხვევაში ზომების გამკაცრებას არ გამორიცხავს არც ცალკეულ ქალაქებსა თუ რეგიონში, არც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

“ამ ეტაპზე ამ საკითხთან დაკავშირებით მსჯელობა არ ყოფილა დღეს, თუმცა ჩვენ არაერთხელ გაგვიცხადებია, რომ იმ შემთხვევაში თუ ვირუსის გავრცელების დინამიკა შეიცვლება, იმ შემთხვევაში თუ ჩვენ დავინახავთ ცალკეულ კონრეტულ შემთხვევაში რაიმე სახის აუცილებლობას დამატებით ზომების გამკაცრებასთან დაკავშირებით ჩვენ, რა თმა უნდა, ასეთ გამკაცრების ზომებს განვიხილავთ.

ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რუსთავთან დაკავშირებით ვერ დაგიდასტურებთ ასეთ მსჯელობას, თუმცა რა თქმა უნდა, არ არის გამორიცხული არც რუსთავში, არც თბილისში, არც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჩვენ შესაძლოა დაგვჭირდეს დამატებითი ზომების მიღება.

„რაც შეეხება რუსთავს, ამ ეტაპისთვის, ამ წუთისთვის, მიუხედავად იმისა, რომ დაფიქსირდა ექვსი შემთხვევა, აბსოლუტურად მართვადია პროცესი და მინდა იცოდეს ყველამ. თუ კი იქნება დაავადების განვრცობა მაღალი ტემპებით, არ გვგონია რომ ასე იქნება, მაგრამ თუ კი იქნება, აქ არ არის სრულად ქალაქის გადაკეტვა აუცილებელი პირველივე ნაბიჯი. აქ ძალიან ბევრი ბერკეტია – ქალაქია, ქალაქს თავისი კორპუსები აქვს, შეიძლება კორპუსების შეზღუდვაც, მოსახლეობის, შეიძლება მიკრო-რაიონის შეზღუდვა, ქუჩის შეზღუდვა და ა.შ. ანუ, გამკაცრება ზომების შეიძლება არა მთლიანად ქალაქში, არამედ იმ რისკზონებში, სადაც შეიმჩნევა პროგრესირება ამ დაავადების გავრცელების

სასწრაფოდ! 5-დან 5-ვე განიკურნა კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ უკვე გამოჯანმრთელებული პაციენტების სისხლის პლაზმა გამოიყენეს

„ამერიკის სამედიცინო ასოციაციის ჟურნალში გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ უკვე გამოჯანმრთელებული პაციენტების სისხლის პლაზმა გამოიყენეს და 5-დან 5-ვე შემთხვევა პოზიტიურად დასრულდა“, – ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ ქართველმა ალერგოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა განუცხადა.

მისივე თქმით, ეს მეთოდი ებოლას, მერსის და ესპანური გრიპის დროსაც წარმატებული იყო.

„ამერიკის სამედიცინო ასოციაციის ჟურნალში გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ უკვე გამოჯანმრთელებული პაციენტების სისხლის პლაზმა გამოიყენეს და 5-დან 5-ვე შემთხვევა პოზიტიურად დასრულდა. ეს მეთოდი ებოლას, მერსის და ესპანური გრიპის დროსაც გამოიყენეს ზუსტად ერთი საუკუნის წინ და შედარებით დადებითი ეფექტი იყო, მაგრამ 100%-იანი არაფერი არ არის, სანამ წამალი და აცრა არ არსებობს“, – ამბობს ბიძინა კულუმბეგოვი.

გილოცავთ სრულიად საქართველოს ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე მიიღეს გადაწყვეტილება…

„მსოფლიოსთვის ასეთ რთულ ვითარებაშიც კი, ნატო კიდევ უფრო აღრმავებს საქართველოსთან თანამშრომლობას“ – დავით ზალკალიანი

„მინდა ჩემი გულწრფელი მადლობა გამოვხატო იმ ნატოელი პარტნიორებისა და მინისტრების მიმართ, რომლებმაც დღეს, როდესაც მთელი მსოფლიოს წინაშე ასეთი სიმწვავით დგას პანდემია, მიიღეს უმნიუშვნელოვანესი გადაწყვეტილება შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში საქართველოსა და უკრაინის მხადრაჭერის ახალი ზომების შესახებ“ – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში განაცხადა.

მინისტრმა ვრცლად ისაუბრა იმ ოთხ ინიციატივაზე, რომლებიც ზემოღნიშნული ზომების ფარგლებში განხორციელდება, კერძოდ: საქართველოსა და უკრაინის უფრო მეტად ჩართვა შავ ზღვაზე დაგეგმილ ნატო-სა და წევრი-ქვეყნების სწავლებებსა და წვრთნებში; ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ თანამშრომლობის გაღრმავება; საქართველოს ჩართვა შავი ზღვის რეგიონის საჰაერო სივრცის მონაცემთა გაცვლის რეგიონალურ პროგრამაში; უკრაინის უფრო მეტად ჩართვა ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრსა და საქართველოს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში დაგეგმილ ღონისძიებებში.

„ეს ოთხი მიმართულება ადასტურებს საქართველოს ევროატლანტიკური პროცესის შუქცევადობას და წარმოადგენს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, პოლიტიკური და ეკონიმიკური რეფორმებისა და დემოკრატიული ტრანსოფრმაციის კუთხით საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული რეფორმების კიდევ ერთ აღიარებას“ – განაცხადა ზალკალიანმა.

მისი თქმით, მინისტერიალს წინ უძღოდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და ნატო-ს გენერალური მდივნის სატელეფონო საუბარი, სადაც იან სტოლტენბერგმა ძალიან მაღალი შფასება მისცა საქართველოს მთავრობის საქმიანობას კოვიდ 19-თან გამკლავების მიმართულებით. როგორც ზალკალიანმა განაცხადა, მნიშვნელოვანია, რომ „მსოფლიოსთვის ასეთ რთულ ვითარებაში ალიანსი კვლავაც ერთგული რჩება საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის კურსისადმი და საქართველო კვლავაც ნატოს პოლიტიკური დღის წესრიგშია“.

სასიხარულო ინფორმაცია შექმნილმა პრეპარატმა COVID-19 გაანადგურა

მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფმა, რომელსაც კანადის ბრიტანეთის კოლუმბიის მკვლევარი ჯოზეფ პენინგერი ხელმძღვანელობს, აღმოაჩინა საცდელი მედიკამენტი, რომელიც ეფექტიანად კეტავს იმ უჯრედულ კარს, რომელსაც კორონავირუსი SARS-CoV-2 მასში შესაღწევად იყენებს.მსგავსი: COVID-19-ის ახალმა პოტენციურმა ვაქცინამ პირველად…

კვლევა ჟურნალ Cell-ში გამოქვეყნდა და საკმაოდ დიდ იმედს იძლევა პრეპარატზე, რომელიც ახალი კორონავირუსით გამოწვეულ ინფექციას ადრეულ ეტაპზევე შეაჩერებს.

კვლევა შეიცავს ახალ ცნობებს SARS-CoV-2-ის საკვანძო ასპექტების შესახებ, გაარკვიეს მისი ურთიერთქმედება უჯრედულ დონეზე, ასევე, როგორ აინფიცირებს ვირუსი სისხლძარღვებსა და თირკმელებს. SARS-CoV-2 არის ახალი კორონავირუსი, რომელიც იწვევს დაავადება COVID-19-ს.

„იმედი გვაქვს, რომ ჩვენ მიერ მიღებულ შედეგებს გავლენა ექნება ამ უპრეცედენტო პანდემიის სამკურნალო საშუალების შექმნაზე“, — ამბობს კვლევის ავტორი ჯოზეფ პენინგერი.

მისივე თქმით, ამ დაავადების პათოლოგიის უკეთ შესასწავლად და რაიმე ინოვაციური თერაპიული საშუალების საპოვნელად კვირების მანძილზე, 24 საათი განმავლობაში მუშაობდნენ მკვლევრები კანადის სხვადასხვა ინსტიტუციებიდან, ესპანეთიდან, შვედეთიდან.

მეცნიერთა მთელი ყურადღება ახლა მიმართულია ACE2-ისკენ — ცილა უჯრედის მემბრანის ზედაპირზე, რომელიც საკვანძო რეცეპტორია კორონავირუს SARS-CoV-2-ის გლიკოპროტეინისთვის, ანუ, უჯრედში ვირუსი სწორედ ამ რეცეპტორის საშუალებით შედის. კვლევის დასაწყისში, პენინგერმა და მისმა კოლეგებმა ტორონტოს უნივერსიტეტიდან, ვენის მოლეკულური ბიოლოგიის ინსტიტუტის მკვლევრებთან ერთად მოახდინეს ACE2-ის იდენტიფიცირება და აღმოაჩინეს, რომ ცოცხალ ორგანიზმებში ACE2 საკვანძო რეცეპტორია SARS-ისთვის, ვირუსული რესპირატორული დაავადებისთვის, რომელმაც 2003 წელს გლობალური ეპიდემია გამოიწვია. ლაბორატორიაში ასევე შეისწავლეს ამ ცილის კავშირი გულ-სისხლძარღვთა დაავადებებთან და ფილტვების უკმარისობასთან.მსგავსი: ფარმაცევტული გიგანტი და აშშ-ის მთავრობა კორონავირუსის…

მაშინ, როდესაც COVID-19 მსოფლიოს მასშტაბით გავრცელებას განაგრძობს, კლინიკურდ დამტკიცებული ანტივირუსული თერაპიის არარსებობა, რომელიც მოლეკულურ დონეზე მიზანში ამოიღებდა SARS-CoV-2-სა და რეცეპტორ ACE2-ს, სიტუაციას განსაკუთრებით ამძიმებს და ჭირს COVID-19-ით მძიმედ დაავადებულ პაციენტთა მკურნალობა.

„ჩვენმა კვლევამ გამოავლინა ძალიან საჭირო პირდაპირი მტკიცებულება, რომ პრეპარატი, სახელად APN01 (hrsACE2), რომელიც მალე კლინიკურ ცდებს გაივლის ევროპის ბიოტექნოლოგიურ კომპანია Apeiron Biologics-ში, COVID-19-ის ანტივირუსული თერაპიისთვის გამოსადეგია“, — ამბობს ტორონტოს უნივერსიტეტის პროფესორი არტ სლუცკი.

კვლევის ფარგლებში შესწავლილ უჯრედულ კულტურებში, hrsACE2-მა კორონავირუსის დატვირთვა 1000-5000-ით ჩაახშო. ადამიანის სისხლძარღვებისა და თირკმელების ინჟინერიის გზით გამოყვანილ ასლებში (ადამიანის ღეროვანი უჯრედებით გამოყვანილი ორგანოიდები) მკვლევრებმა შენიშნეს, რომ ვირუსს შეუძლია ეს ქსოვილები პირდაპირ დააინფიციროს და გამრავლებაც დაიწყოს. ეს კი მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის დაავადების განვითარების შესახებ, ასევე აიხსნება ისიც, რატომ ხდება COVID-19-ის მძიმე შემთხვევებში მრავალი ორგანოს უკმარისობა და შეიმჩნევა გულსისხლძარღვთა დაზიანების მტკიცებულება. ინჟინერიით გამოყვანილ ამ ორგანოებში SARS-CoV-2-ის ინფექცია კლინიკური კლასის hrsACE2-მაც შეამცირა.მსგავსი: ხელოვნური ინტელექტი კორონავირუსის წინააღმდეგ —…

„ორგანოიდების გამოყენება საშუალებას გვაძლევს ძალიან მოქნილი გზით გავტესტოთ პრეპარატები, რომლებიც უკვე გამოიყენება სხვა დაავადებების წინააღმდეგ ანდაც ახლები, რომლებიც მალე იქნება მზად. ახლა, როცა დრო არ იცდის, ადამიანის ორგანოიდები გვიზოგავს დროს, რომელიც ახალი წამლის ადამიანზე გასატესტად არის საჭირო“, — ამბობს კატალონიის ბიოინჟინერიის პროფესორი ნურია მონსერატი.

პენინგერის გაცხადებით, COVID-19-ის გამომწვევი კორონავირუსი SARS-ის ვირუსის ახლო ნათესავია.

„ჩვენმა ადრინდელმა კვლევამ საშუალება მოგვცა ახლა სწრაფად დაგვედგინა, რომ SARS-CoV-2 უჯრედში შესაღწევად რეცეპტორ ACE2-ს იყენებს, რაც ძალიან ბევრ რამეს ხდის ნათელს ამ დაავადების შესახებ. ახლა უკვე ვიცით, რომ ACE2-ის ხსნადი ვერსია, რომელიც ვირუსს ბოჭავს, შეიძლება იყოს საკმაოდ რაციონალური თერაპია, რომელიც მიზანში იღებს იმ ჭიშკარს, რომლითაც ვირუსი ჩვენს უჯრედებში შედის. ამ საშინელი პანდემიის დამარცხების იმედი ნამდვილად გვაქვს“, — ამბობს კვლევის ავტორი, კანადის ბრიტანეთის კოლუმბიის მკვლევარი ჯოზეფ პენინგერი.

მიხეილ სააკაშვილის უპრეცედენტო გადაწყვეტილება

მიხეილ სააკაშვილის საგანგებო მიმართვა გიორგი გახარიას საქართელოს მოქალაქეების ევროპის ქვეყნებიდან გამოყვანასთან დაკავშირებით. “არ გვინდა თქვენი არაფერი ფულიც არის ავიაკომპანიაც არის უბრალოდ გვჭირდება თქვენგან ნოტა საელჩოებში, პოლონეთის, გერმანიის, იტალიის, რათა მოვახდინოთ ჩვენი მოსახლეების გამოყვანა ახლა არ არის დრო პოლიტიკისა ერთად უნდა დავდგეთ საქართველოსთვის.”

ვიდეო იხ აქ https://www.facebook.com/SaakashviliMikheil/videos/884349995346072/

სრულიად შოკისმომგვრელი ინფორმაცია კორონავირუსთან დაკავშირებით ეს არსად გინახავთ უდიდესი სკანდალი… რა იცოდნენ 5 წლის წინ ღამურისგან მიღებულ სუპერვირუსზე – გადაცემა, რომელმაც მსოფლიო შოკში ჩააგდო

2015 წელს წელს, იტალიურ ტელევიზია RAI’s-ზე გავიდა სიუჟეტი, რომელიც მეცნიერებას ეძღვნებოდა. სიუჟეტში ამბობდნენ, რომ ჩინელმა მეცნიერებმა შექმნეს ფილტვებზე დამკვირვებელი მოწყობილობა, ღამურებზე და თაგვებზე ექსპერიმენტების ჩატარების შემდეგ.

პანდემიის ფონზე, 2015 წლის ვიდეო 2020-ში გაპოპულარდა. ვიდეოში ჟურნალისტი ამტკიცებს, რომ ჩინელმა მკვლევარებმა ღამურისგან აღებული ცილა შეუერთეს ვირუსს, რომელიც იწვევს SARS-ის ეპიდემიას თაგვებში, რათა შეექმნათ სუპერვირუსი, რომელიც ზემოქმედებს ადამიანზე.

დღეს ეს ვიდეო ვრცელდება იმის დასამტკიცებლად, რომ კოვიდ-19-ად წოდებული ახალი კორონავირუსი უხანში ლაბორატორიულად შექმნეს.

შეთქმულების თეორიის მიხედვით, ჩინელმა მეცნიერებს ბიოლოგიური იარაღის შექმნა სურდათ, მაგრამ ექსპერიმენტი ჩაუვარდათ და ვირუსი ლაბორატორიის კედლებს გასცდა.

მიუხედავად იმისა, რომ ამ თეორიის არავითარი მტკიცებულება არ არსებობს, ბევრი ადამიანი ამ აზრს იზიარებს, მათ შორის იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი მატეო სალვინი. „საოცრებაა“, – ასე დაწერა „ტვიტერში“ 2015 წლის ვიდეოზე პოლიტიკოსმა.

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი ლუი დი მაიო, სალვინის პანიკის შემქმნელად მოიხსენიებს, „რომელიც სიძულვილის გაღვივებას ემსახურება“.

სასწრაფოდ! საზარელი რეალობა 3 დღეა მიცვალებულთან ერთად ვარ გამოკეტილი” – ქართველი ემიგრანტი იტალიიდან შველას ითხოვს

“- 2020 წლის 3 ა პ რ ი ლ ი…
ვზივარ და ველოდები როდის
გ ა თ ე ნ დ ე ბ ა…
მეტად სამწუხაროდ სამშობლოს გარეთ იტალიაში მილანში ვარ
ამ ურთულეს კატასტროფულ სიტუაციაში…
ს ა მ ი დღეა მიცვალებულთან ერთად ვცხოვრობ…
ირგვლივ თითქოს სიცოცხლე
აღარ არსებობს…
ასე დააზომბირეს მსოფლიო
ხალხები…
ვერვინ გვეკარება ,
არავინ არ შემოდის,
არც არაფერი გაუკეთეს ,
მოვაწესრიგე უკანასკნელ გზაზე ყველანაირად ,
როგორც უვლიან ქართველები მიცვალებულს ….
სანთლები აუნთე…
ვილოცე, საგალობლებიც ჩაურთე… მაგრამ, ეს დრო
არ და არ გავიდა …
მარტო ძნელი ყოფილა…
უკვე სუნთქვა შემეკრა…

ფანჯრებს დიდხანს ვერ ვაღებ
რომ არ შეუწყო ხელი ვირუსს,
არა და კარანტინში ყოფნა მომისაჯეს მიცვალებულთან ერთად…
არ იციან ეს ქალბატონი რით გარდაიცვალა…
დღეს მოვა სპეციალური ჯგუფი წაასვენებს საბრალოს, არავინ ნათესავი და ოჯახის წევრი არ მოდის შიშისაგან…
შევრჩი მე მხოლოდ…

ღმერთი არს ჩემთან ,
ჩემი უსასრულო სიყვარული –
ქ რ ი ს ტ ე ღმერთი…
ასეთი ყოფილა ეს ცხოვრება…
– ფ უ ლ ი არის ყველაზე
ბინძური ბოროტის მანქანა…
სულიერებიდან გამოფიტა მსოფლიო ერები…
ადამიანთა
სისხლისმსმელებად აქცია…
როდესაც მაღალსულიერების დრო დადგება მას არაფერი არ შეეძლება ,
ის წარმავალია,
მხოლოდ სულიერი სიმაღლე გადაგვიყვანს ბოროტისაგან აგებულ ზღურბლზე, რომლის იქით უსასრულო სინათლე და სიყვარულია…
ჯ ვ ა რ ი – სამყაროს საყრდენი
დაგვიხსნის ყოველი საცდურიდან, ჯ ვ ა რ ს მივენდოთ და ჯ ვ ა რ ი ს დაუძლეველობას დავეყრდნოთ !!!
ქ ა რ თ უ ლ ი უკვდავების ხისაგან დამზადებული ჯვარის მადლმა დაგვიხსნას სრულიად ქ რ ი ს ტ ე ს დიდი ერი,
გაფანტული დედამიწის ზურგზე, თუ გვემულ სამშობლოში გვემული
დიდი ე რ ი ს შვილები…
ციხეებში, სავადმყოფოებში,
ქუჩაში, შიმშილში, ცრემლში…
ღ მ ე რ თ ს და ჯ ვ ა რ ს მივენდოთ,
ყოველივე წარმავალია…
ჩვენ გადავრჩებით და გავიმარჯვებთ…
ეს გარდაუვალია !!!
ნუ დაველოდებით ბაბილონის გოდოლივით აგებულ ქალაქებში ხელოვნურად მოწყობილ წარმავალ სიცოცხლეს…
გავიდეთ ბუნებრივ ღმერთით მომადლებულ საარსებო
ულამაზეს ბუნებაში…
არა კაცთა ქმნილში…
იქ მიცვალებაც გემრიელია,
შრომაში დაღლილს დასვენებაც ხომ გვწადია ,
შვებაა შრომიდან გარდასვლა,
სანეტარო შვება…
ქართულ სუფრასა და სადღეგრძელოს იქ აქვს მადლმოსილება,
საიდანაც მარადიულ გზაზე
გავდივართ…
გავიდეთ ს ო ფ ლ ე ბ შ ი…
მკვდარ ქალაქში სიცოცხლე არ არსებობს…
მარადიულს ვერ მიუახლოვდებით ბუნების შეცნობის გარეშე,
მასთან თანაცხოვრების გარეშე, უნდა დაგცხეს,
უნდა გასველდე,
უნდა გაიყინო,
უნდა გათბე, ცვრიან ბალახზე ფეხშიშველი უნდა იარო…
ისე ღმერთს ვერ ვიხილავთ…
ავები იოლად დაგვიპყრობენ
ფუქსავატობაში…
სისხლიან კლანჭებს ჩაგვავლებენ და მაცდური ტკბილსიტყვიანობით სულს ამოგვხვდიან საჯოჯოხეთოდ…
ღმერთს უნდა მიუახლოვდეთ…
ჩემო ქ ა რ თ ვ ე ლ ე ბ ო,
ღმერთი არაა ნაგებობებში…
ღმერთი ბუნებაშია…
უბრალოებაში…
შრომაში, გულწრფელ ლოცვაში, სინანულში…
ოფლის ღვრაში, სიხარულში,
სიყვარულში,
გაჭივრებაში თანადგომაში,
და არა სულისა და ხორცის მკვლელ სოდომურ ცდომებში…
უზნეობა, ფუქსავატობაში…


– ქართული ჯ ვ ა რ ი ს დაუძლეველობა შეგვეწიოს თითოეულ ქართველს ,
ვინც დღეს უკიდურეს გაჭირვებაშია, სამშობლოს გარეთ თუ სამშობლოში, შეგვაერთოს დედუფალმა ერთად, რომ არ მივიღოთ
ავსულთაგან მზაკვრულად მოწოდებული მაცდუნებელი
ნიშნები !
დაგვეძლიოს ქართველობის სულიერი მისია !
დაგვეძლიოს ეს მზაკვრული განსაცდელი ,
ქრისტე ღმერთში რომ მოვხვდეთ უსასრულო სიხარულად !
ამ ენითა ზეციურ მარგალურ ქართულითა, ავთა მალე გამასამართლებელითა !”

სასწრაფოდ! სასიხარულო რამ ამ წუთებში ვრცელდება ინფორმაცია COVID -19 ის ვაქცინის გამოცდის შედეგად მიღებულია კარგი შედეგი

პიტსბურგის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის მკვლევართა ცნობით, მათ უკვე შექმნეს ახალი კორონავირუსული დაავადება COVID-19-ის გამომწვევი ვირუსის, SARS-CoV-2-ის საწინააღმდეგო პოტენციური ვაქცინა. მას შემდეგ, რაც ვაქცინა თაგვებს თითის წვერის ზომის დასაწებებელი ნაჭრით შეუყვანეს, მათ ორგანიზმში SARS-CoV-2-ის საწინააღმდეგო ანტისხეულები იმ ოდენობით წარმოიქმნა, რომ სრულიად საკმარისი აღმოჩნდა ვირუსის გასაუვნებელყოფად.მსგავსი: ფარმაცევტული გიგანტი და აშშ-ის მთავრობა კორონავირუსის…

კვლევა უკვე რეცენზირებულია სხვა მეცნიერთა მიერ და გუშინ გამოქვეყნდა ჟურნალ The Lancet-ის გამოცემა EBioMedicine-ში. მკვლევრებმა მუშაობა საკმაოდ სწრაფად შეძლეს, რადგან სამუშაოს გარკვეული ნაწილი უკვე შესრულებული ჰქონდათ წინა კორონავირუსული ეპიდემიების დროს.

„გვაქვს გამოცდილება SARS-CoV-ზე 2003 წელს და MERS-CoV-ზე 2014 წელს. ამ ორმა ვირუსმა, რომლებიც SARS-CoV-2-ის საკმაოდ ახლო ნათესავები არიან, გვასწავლა, რომ კონკრეტული ცილა, რომელსაც წვეტი ცილები ჰქვია, საკმაოდ მნიშვნელოვანია ადამიანის იმუნური სისტემის ვირუსის წინააღმდეგ სტიმულირებისთვის. უკვე ვიცოდით, ზუსტად რა ადგილას უნდა დაგვერტყა ახალი ვირუსისთვის. სწორედ ამიტომ არის ვაქცინების კვლევების დაფინანსება უმნიშვნელოვანესი. არასოდეს იცი, როდის და საიდან მოვა ახალი პანდემია“, — ამბობს კვლევის თანაავტორი, პიტსბურგის სამედიცინო სკოლის ქირურგიის პროფესორი ანდრეა გამბოტო.

კვლევის კიდევ ერთი თანაავტორის, პიტსბურგის სამედიცინო სკოლის პროფესორის, დერმატოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელის, ლუის ფალოს განცხადებით, ვაქცინის ასე სწრაფად შექმნა მათ სხვადასხვა სფეროში მომუშავე მეცნიერთა ერთი მიზნის გარშემო გაერთიანების შედეგად შეძლეს.

კომპანია Moderna-ს მიერ შექმნილი mRNA ვაქცინისგან განსხვავებით, რომლის კლინიკური ცდებიც ახლა დაიწყო, ახალი ვაქცინა, სახელად PittCoVacc-ი (პიტსბურგის კორონავირუსის ვაქცინა) ეფუძნება უფრო დამკვიდრებულ მიდგომას — იმუნურობის შესაქმნელად იყენებს ლაბორატორიაში დამზადებულ ვირუსული ცილის ნაწილებს. სწორედ ამ პრინციპით მოქმედებს გრიპის ამჟამინდელი ვაქცინაც.მსგავსი: კორონავირუსის ექსპერიმენტული ვაქცინა აშშ-ში…

გარდა ამისა, პოტენციალის გასაზრდელად, მკვლევრებმა გამოიყენეს ორგანიზმში ვაქცინის შეყვანის ახალი მიდგომა, რომელსაც მიკრონემსურ წყებას უწოდებენ. ეს წყება წარმოადგენს თითის გულისოდენა ნაჭერს, რომელზე მოთავსებული 400 ნემსს წვეტი ცილის ნაჭრები კანში შეყავს, სადაც იმუნური რეაქცია ყველაზე ძლიერია. ეს ნაჭერი ე. წ. სანტავიკის მსგავსია, მაგრამ დაფარულია მიკრონემსებით, რომლებიც დამზადებულია მთლიანად შაქრითა და ცილის ნაწილაკებით; დაკვრის შემდეგ ისინი მთლიანად კანში იხსნება.

„ეს ტექნოლოგია ეფუძნება ჭრილობის შეხვევის ძველ მეთოდს, რომელიც ასევე გამოყენებულია ყვავილის ვაქცინის კანში შესაყვანად, თუმცა, ჩვენი ვერსია გაცილებით მაღალტექნოლოგიური და ეფექტიანია, ამავე დროს თითქმის უმტკივნეულო, პაციენტი ვერაფერს იგრძნობს“, — ამბობს ფალო.

ამავე დროს, სისტემა ძალიან მასშტაბურია. ცილის ნაწილაკები დამზადებულია „უჯრედების საწარმოს“ მიერ — გამოყვანილი უჯრედები ფენა-ფენაა დაწყობილი SARS-CoV-2-ის წვეტი ცილის შესაყვანად და შესაძლებელია გამრავლებაც. ინდუსტრიული მასშტაბითაა შესაძლებელი ცილების გამოყვანაც. მიკრონემსების მასობრივი წარმოებისათვის საჭიროა ცილისა და შაქრის ნაზავის დაობება ცენტრიფუგების გამოყენებით. დამზადების შემდეგ, საჭიროებამდე შესაძლებელია ვაქცინის შენახვა ოთახის ტემპერატურაზე, სრულიად არ საჭიროებს მაცივრის გამოყენებას ტრანსპორტირების ან შენახვისთვის.

„ვაქცინათა უმეტესობის შემთხვევაში, მუშაობის დაწყებისას წარმოების მასშტაბზე სულ არ ფიქრობ, მაგრამ როდესაც ცდილობ სწრაფად შექმნა ვაქცინა პანდემიის წინააღმდეგ, ეს პირველი მოთხოვნა გახლავთ“, — ამბობს გამბოტო.

თაგვებზე ტესტირებისას, PittCoVacc-მა კორონავირუს SARS-CoV-2-ის საწინააღმდეგო ანტისხეულთა მთელი ტალღა მიკრონემსებიანი ნაჭრის დაკვრიდან ორ კვირაში წარმოქმნა.მსგავსი: ოქსფორდის უნივერსიტეტი კორონავირუსის…

ამ ცხოველებზე დაკვირვება გრძელვადიან პერიოდში ჯერ არ ჩატარებულა, მაგრამ როგორც მკვლევრები აღნიშნავენ, მათ მიერ შექმნილმა MERS-CoV-ის ვაქცინამ თაგვებში შარშან ვირუსის გასაუვნებელყოფად საჭირო რაოდენობის ანტისხეულები წარმოქმნა და ახლაც, ვაქცინირებულ თაგვებში იგივე ტენდენცია აჩვენა SARS-CoV-2-ის საწინააღმდეგო ანტისხეულების დონემ.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს ისიც, რომ SARS-CoV-2-ის ამ მიკრონემსურმა ვაქცინამ პოტენციალი შეინარჩუნა გამა-გამოსხივებით სტერილიზაციის შემდეგაც კი — რაც საკვანძო ნაბიჯია ადამიანებში გამოყენებისთვის შესაფერისი პროდუქტის შესაქმნელად.

კვლევის ავტორები ამჟამად ახალი პოტენციური ვაქცინის დამტკიცებას აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციისგან ელოდებიან, კლინიკური ცდების I ფაზას კი უახლოეს რამდენიმე თვეში დაიწყებენ.

„პაციენტებში ვაქცინის გატესტვას ჩვეულებრივ წელიწადი ან მეტი სჭირდება. თუმცა, ახლა სიტუაცია სრულიად სხვაგვარია, ისეთი, რაც ჯერ არასოდეს გვინახავს და ამიტომ არ ვიცით, რამდენ ხანს წაიღებს კლინიკური ცდების პროცესი, მაგრამ ვფიქრობთ, წინ ძალიან სწრაფად უნდა წავიდეთ“, — ამბობს კვლევის ავტორი, პიტსბურგის სამედიცინო სკოლის პროფესორი, დერმატოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელის, ლუის ფალო.

სასწრაფოდ! ეს თუ რეალურია მაშინ უპრეცედენტო რამ ხდება ივანიშვილი 1 მილიარდი ლარის გამოყოფას აპირებს?!

საინფორმაციო სააგენტო ABCNEWS-ის მიხედვით ვრცელდება ინფორმაცია შემდეგი სახის – ” მართალია ბიძინა ივანიშვილი ტელეეკრანებთან არ გამოდის,მაგრამ როგორც წყარო გვიყვება ის მზად არის მილიარდამდე ლარიც კი გამოყოს იმისათვის, რომ საქართველოს ეკონომიკას და რაც მთავარია ჩვენს ხალხს ზიანი არ მიადგეს. ის მხადაა გამოუყოს იმდენი დაფინანსება სამედიცინო სექტორს,რამდენიც საჭირო იქნება.ადრეც მითქვამს და ეხლაც განვმეორდები,რომ ჩვენს ხალხს არასოდეს მივატოვებ – პატივისცემით ბიძინა ივანიშვილი”

წყარო

სასწრაფოდ! გაეროს საშიში განცხადება ამას არავინ ელოდა კორონავირუსის დასრულების შემდეგ მსოფლიოს შიმშილი ელოდება

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) გენერალური დირექტორი კუ დონჟუ COVID-19-თან დაკავშირებით ღია წერილს აქვეყნებს. კუ დონჟუ აღნიშნავს, რომ მთელ მსოფლიოში, COVID-19-ის პანდემია უზარმაზარი წნეხის ქვეშ აყენებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემებს და მსოფლიოს ყველაზე განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნებში, მილიონობით ადამიანი გარკვეული ფორმის კარანტინში იმყოფება.

“ნუ დავუშვებთ, რომ COVID-19 გახდეს შიმშილის თამაში! მთელ მსოფლიოში, COVID-19-ის პანდემია უზარმაზარი წნეხის ქვეშ აყენებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემებს და მსოფლიოს ყველაზე განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნებში, მილიონობით ადამიანი გარკვეული ფორმის კარანტინში იმყოფება.

ჩვენ ვიცით, რომ ადამიანური მსხვერპლი იქნება დიდი და რომ რადიკალური ცვლილებების მასიურ ძალისხმევას ექნება მძიმე ეკონომიკური ფასი. კიდევ უფრო დიდი მსხვერპლის რისკის ანუ სურსათის დეფიციტის (განვითარებულ ქვეყნებშიც კი) შემცირების მიზნით, აუცილებელია მყისიერი მოქმედებების განხორციელება, რათა არ ჩამოიშალოს ან მინიმუმამდე შემცირდეს სურსათის მომარაგების ჯაჭვის რღვევა. გლობალურ დონეზე აუცილებელია კოორდინირებული და თანმიმდევრული რეაგირება, რათა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კრიზისმა არ გამოიწვიოს სურსათის კრიზისი, როცა ადამიანები ვერ იშოვიან ან არ ექნებათ საკვების შეძენის ფინანსური საშუალება. ამ დროისათვის, COVID-19-ს სურსათის უსაფრთხოებაზე მნიშვნელოვანი გავლენა არ მოუხდენია, მიუხედავად სუპერმარკეტებში შექმნილი კურიოზული სიტუაციებისა, როცა ხალხმა ლამის ალყაში მოაქცია მაღაზიები. მიუხედავად იმისა, რომ პანიკის საფუძველი არ გვაქვს, რადგან მსოფლიოში არსებობს სურსათის საკმარისი მარაგი, რომ ყველა გამოიკვებოს, ჩვენ თვალი უნდა გავუსწოროთ გამოწვევას: უზარმაზარი რისკი არსებობს იმისა, რომ სურსათი შეიძლება ვერ გახდეს ხელმისაწვდომი იქ, სადაც ამის საჭიროება იქნება. COVID-19-ის აფეთქებამ, მთელი თანმდევი საგანგებო სიტუაციებითა და კარანტინებით, შექმნა ლოჯისტიკური პრობლემები, რომელიც რიკოშეტივით გადაეცემა თანამედროვე გლობალური ეკონომიკის ღირებულებათა გრძელ ჯაჭვს. გადაადგილების შეზღუდვამ, ასევე, მუშახელის აპათიურმა ქმედებებმა შეიძლება ფერმერებს ხელი შეუშალოს ფერმერულ საქმიანობაში, ხოლო სურსათის გადამამუშავებელ საწარმოებს (რომლებიც სოფლის მეურნეობის პროდუქციის დიდ ნაწილს იყენებენ) სურსათის გადამუშავებაში. სასუქების, ვეტერინარული მედიკამენტების და სხვა საშუალებების დეფიციტი გავლენას მოახდენს სასოფლო-სამეურნეო წარმოებაზე. რესტორნების დახურვა და საკვების შესაძენად შემცირებული გასვლები შეამცირებს მოთხოვნას ახალ პროდუქტზე, გავლენას მოახდენს მწარმოებლებზე და მომმარაგებლებზე, განსაკუთრებით მცირე ფერმერებზე და ამას მოჰყვება გრძელვადიანი შედეგები მსოფლიოს მზარდი ურბანული მოსახლეობისათვის მანჰეტენზე თუ მანილაში.

სურსათის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული გაურკვევლობის ფონზე, პოლიტიკის შემქმნელებს შეიძლება მოუწიოთ ვაჭრობის შემზღუდავი ღონისძიებების გატარება, რათა დაიცვან ეროვნული სურსათის უსაფრთხოება. თუ გავითვალისწინებთ 2007-2008 წლების სასურსათო ფასების გლობალურ კრიზისს და მასთან დაკავშირებულ გამოცდილებას, ჩვენ ვიცით, რომ ამგვარმა ზომებმა შეიძლება მხოლოდ გაამწვავოს სიტუაცია. საექსპორტო ქვეყნების მიერ ექსპორტის შეზღუდვა, რათა სურსათის ხელმისაწვდომობა გაზარდონ ეროვნულ დონეზე, გამოიწვევს მსოფლიოს სასურსათო ბაზრის სერიოზულ რღვევას, ფასების კატასტროფულ ზრდას და გაზრდილი ფასების ცვალებადობას.

2007-2008 წლებში, ამგვარი მყისიერი ღონისძიებები უაღრესად დამაზიანებელი აღმოჩნდა, განსაკუთრებით იმ ქვეყნებისათვის, სადაც დაბალი შემოსავლები და სურსათის დეფიციტია და ჰუმანიტარული ორგანიზაციების ძალისხმევისათვის, რომ შეეძინათ სურსათის მარაგი მოწყვლადი და ღარიბი მოსახლეობისათვის. სასურველია ყველამ ვისწავლოთ უახლოესი წარსულის მაგალითზე და აღარ დავუშვათ მეორედ იგივე შეცდომების გამეორება. პოლიტიკის შემქმნელებმა მაქსიმალურად თავიდან უნდა აირიდონ სურსათის მომარაგების პირობების შემთხვევითი შევიწროება. მიუხედავად იმისა, რომ თითოეულ ქვეყანას თავისი გამოწვევა აქვს, თანამშრომლობა მთავრობებს და დარგებისა და მონაწილე მხარეების სრულ სპექტრს შორის, უაღრესად მნიშვნელოვანია. ჩვენ ვდგევართ გლობალური პრობლემის წინაშე, რომელიც მოითხოვს გლობალურ საპასუხო ქმედებას.

ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ სასურსათო ბაზრები ფუნქციონირებდეს სათანადოდ და რომ ინფორმაცია ფასების, წარმოების, მოხმარებისა და სასურსათო მარაგების შესახებ რეალურ დროში იყოს ხელმისაწვდომი ყველასათვის. ამგვარი მიდგომით შევამცირებთ გაურკვევლობას და მწარმოებლებს, მომხმარებლებს, მოვაჭრეებსა და გადამამუშავებელ საწარმოებს საშუალებას მივცემთ მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილებები და შეაჩერონ თვითნებური პანიკური ქმედებები გლობალურ სასურსათო ბაზრებზე.

რა გავლენას მოახდეს COVID-19-ის პანდემია განსაკუთრებით ღარიბი სახელმწიფოების მოსახლეობის ჯანმრთლეობაზე ჯერ კიდევ უცნობია. თუმცა, ერთი რამ შეგვიძლია გარკვევით ვთქვათ, ნებისმიერი შემდგომი სასურსათო კრიზისი, რომელიც მცდარი პოლიტიკის შექმნის შედეგად გაჩნდება, იქნება ჰუმანიტარული უბედურება, რომლის თავიდან აცილება შეგვიძლია. მსოფლიოს მასშტაბით უკვე გვყავს 113 მილიონი ადამიანი, რომელიც მწვავე შიმშილს განიცდის. აფრიკის კონტინენტზე, საჰარიდან სამხრეთით მცხოვრები მოსახლეობის მეოთხედი არასრულფასოვნად იკვებება. სურსათის მიწოდების ჯაჭვის ნებისმიერი წყვეტა კიდევ უფრო გაამძაფრებს ამ ადამიანების ტანჯვას და მსოფლიოში შიმშილის აღმოფხვრის გამოწვევას. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს არ დავუშვათ. პრევენციას უფრო ნაკლები ფასი აქვს. გლობალურ ბაზრებს კრიტიკული როლი აკისრიათ მიწოდება-მოთხოვნის შოკის შერბილების კუთხით ქვეყნებსა და რეგიონებში და ჩვენ ერთად უნდა ვიშრომოთ, რათა სურსათის მომარაგების ჯაჭვის წყვეტა მინიმუმამდე დავიყვანოთ. COVID-19 იძულებით გვახსენებს, რომ სოლიდარობა არ არის ქველმოქმედება, არამედ საღი აზრი”, – ნათქვამია წერილში.