სასწრაფოდ! რა ხდება ქვეყანაში? დახოცილი ჩიტები ინფიცირებული ადამიანები გამხმარი ხეები 5G-ს რეალური საფრთხე თუ შავი პიარი?

კორონავირუსის პანდემიის კვალდაკვალ, საზოგადოებას ახალი საფიქრალი აქვს. აქტიურად განიხილება სუპერსწრაფი „მეხუთე თაობის 5G“ მობილური ინტერნეტის ავ-კარგიანობა.

მსოფლიოს მასშტაბით დავის საგანია თემა, თითქოს მეხუთე თაობის ინტერნეტის მეშვეობით ვრცელდება კორონავირუსიდა მის სიხშირესა და ტალღას ფრინველების დახოცვა შეუძლია.

არის თუ არა რეალურად საშიში, შესაძლოა, გავრცელდეს თუ არა მისი მეშვეობით კორონავირუსი,ან სხვა დაავადების გამომწვევი გახდეს – ამ თემაზე „პრაიმტაიმი“კიბერტექნოლოგიების სპეციალისტს, ანდრო გოცირიძეს ესაუბრა.

რა არის 5G რა რითი განსხვავდება წინამორბედებისგან

5G უსადენო კავშირის ტექნოლოგიის მე-5 თაობაა, რომელსაც სმარტფონები და სხვა მობილური მოწყობილობები ინტერნეტ კავშირისთვის იყენებენ.

მისი წინამორბედი 4G LTE და 3G მობილურ-ტელეფონებში ძალიან გავრცელებული ტექნოლოგიაა. ამათ მსგავსად. 5G-ც რადიოტალღების საშუალებით ვრცელდება.

განსხვავება მხოლოდ სიხშირიზეა.განაპირობებს მონაცემთა უფრო სწრაფ გადაცემას სატელეკომუნიკაციო სფეროში.

​საყოფაცხოვრებო პირობებში, თუ რაღაც მონაცემის გადაგზავნასპირობითად, სჭირდებოდა 1 წამი, ახლა დასჭირდება – ნახევარი.

იქნება თუ არა ყველგან ხელმისაწვდომი
ქსელი მაღალ სიხშირეზე იქნება მომართული. ყველაფერს თავისი ტრანსილატორი აქვს, გააჩნია, როგორ იქნება დაფარული.

შავი პიარი თუ რეალური საფრთხე
ახალი ტექნოლოგია ყოველთვის იწვევს ეჭვს. თავის დროზე ყოველთვის იკვლევდნენ მობილური-ტელეფონის მავნებლობას, ზოგადად, ელექტრო მაგნიტური ტალღის მავნებლობას. ამასთან დაკავშირებით ახალი არაფერია.

ელექტრო მაგნიტური ტალღა სიცოცხლისთვის სახიფათოდ არ ითვლება.

შეიძლება ტალღები რამდენიმე ნაწილად დავყოთ: ელექტრო მაგნიტური ტალღა არ ითვლება ადამიანის სიცოცხლისთვის მავნებლად. სხვა საკითხია, თუ ვისაუბრებთ იონიზებულ გამოსხივებაზე, ულტრა იისფერ სხივებზე და ა.შ.

ყოველთვის ტექნიკასთან დაკავშირებულ ახალ თემატიკას მოჰყვება ხოლმე სპეკულაციები, შეთქმულების თეორიები, რომელიც ერთი მხრივ, უბრალო ადამიანებში გარკვეული შიშით და სიახლის მიმართ გარკვეული მიუღებლობით არის განპირობებული.

მეორე საკითხი – უკანასკნელ პერიოდში ამ 5G-ის დეზინფორმაციული კამპანიის მიმართ გამოიკვეთა რუსული და ჩინური დეზინფორმაციის არხები, რომლებიც კორონავირუსის გავრცელებას აბრალებენ, თითქოსდა ამ ახალ ტექნოლოგიებს ეს შეუძლიათ.

შეიძლება ეს იყოს გარკვეული კონკურენციის დასამარცხებლად აგორებული კამპანია, რადგან 5G-ს ძირითად მომწოდებლად ითვლებოდა HUAWEI, რომელსაც უსაფრთხოების კუთხით სერიოზული პრობლემები აქვს აშშ-სა და ნატოს წევრ ქვეყნებთან. ამ ტექნოლოგიაზე რამდენიმე კომპანია მუშაობს და შესაძლოა ცდილობდნენ, ხელი შეუშალონ სხვა სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ შესაბამის პროექტებს.

შემდეგ ამაში ერთვებიან შეშფოთებული ადამიანები, რომლებიც შეთქმულების თეორიას აყვნენ, რადგან Covid-19 და 5G აქტუალური თემაა.

რეალურად, შესაძლოა ჩვენი ტელეფონი გახდეს საშიში ?!
5G-ს გამო ტელეფონი საშიში ვერ გახდება. მას თავისი მოხმარების წესები აქვს. გარკვეული საათების შემდეგ ბავშვისთვისაც საფრთხის შემცველი ხდება, როგორც ეკრანი, ასევე ტელეფონი, ტელევიზორი და ნებისმიერი ტექნოგენური საკითხი.

რაც შეეხება იმას, რომ 5G თავისი ტალღის სიგრძისა და სიხშირის გამო იწვევს გარკვეულ დაავადებების გადაცემას, ან იმუნიტეტის იმ დონეზე შესუსტებას, რომ ამან ეპიდემიას შეუწყოს ხელი, ეს არც დადასტრებული და არც საღ აზრთანაა ახლოს.

24-საათიანი მჯდომარე ცხოვრების წესი, ბუნებრივია, მავნებელია და სამედიცინოდაც დადასტურებულია.

თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადება – “სააკაშვილი და რეფორმა დღეს იგივეა, ძროხას რომ უნაგირი დაადგა”

ჟურნალისტი თამარ ჩერგოლეიშვლი უკრაინაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს:

“სააკაშვილი და რეფორმა დღეს იგივეა რაც ძროხას რომ უნაგირი დაადგა…

დღევანდელ მიშას, ვინც 2003 წლისას უტოლებს და მის საოცარ დეგრადაციას ვერ ხედავს მე პირადად მაგარი დებილი მგონია…

მე მართლა დეგრადირებულ, იდეებისგან დაცლილ, უპრინციპო, ოპორტუნისტ მხდალ, როჟად ვთვლი და 2003 წელს ვერ ვუტოლებ.

ზეგ თუ სხვა ცხოვრებისეულ არჩევანებს გააკეთებს – მერე შეიძლება განვიხილო რომ რამის უნარი გააჩნია კიდევ.

სადაც ბურჯანაძესთან მოვნახე შეხების წერტილი, იქ სააკაშვილთანაც მოვნახავ – თუ კონკრეტულ თემაში დაემთხვა.

მაგრამ როგორც პოლიტიკური ლიდერი, დღეს ჩემთვის ის მიუღებელია”, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

სასწრაფოდ! გადაწყვეტილება მიღებულია საქართველოს მთავრობას, მოემზადოს ძლიერი…

საქართველოში ამერიკის საელჩო განცხადებას ავრცელებს. უწყების თქმით, აშშ-ის მთავრობის COVID-19-ის საპასუხო ქმედებების ფარგლებში USAID/Georgia დაეხმარება საქართველოს მთავრობას, მოემზადოს ძლიერი ეკონომიკური რეაბილიტაციისთვის.

„ამჟამად ტექნიკურ დახმარებას ვუწევთ საქართველოს მთავრობას, რომ დავეხმაროთ COVID19-ის შემდგომი რეაბილიტაციის გეგმის შემუშავებაში. გეგმა ორიენტირებული იქნება დასაქმების გაზრდის შესაძლებლობებზე“, – ნათქვამია განცხადებაში. 

რადაში უკრაინის მთავრობის წარმომადგენლის საგანგებო განცხადება “მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით არანაირი გადაწყვეტილება არ მიღებულა”

ასეთი წარდგინება არ დარეგისტრირებულა უმაღლეს რადაში, შესაბამისად, მისი უკან გაწვევაც არ ყოფილა.  – ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ უმაღლეს რადაში უკრაინის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვასილი მოკანმა დაწერა.

„მოკლე კომენტარი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე მიხეილ სააკაშვილის დანიშვნის წარდგენის მთავრობის მიერ თითქოს და უკან გაწვევის შესახებ. ასეთი წარდგინება არ დარეგისტრირებულა უმაღლეს რადაში, შესაბამისად, მისი უკან გაწვევაც არ ყოფილა. მინისტრთა კაბინეტის დონეზე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით არანაირი გადაწყვეტილება არ მიღებულა. ხუთშაბათს უმაღლესი რადას რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგში ასეთი საკადრო საკითხი არ აღინიშნება“, – დაწერა ვასილი მოკანმა

სასწრაფოდ! სააკაშვილის ვიცე-პრემიერად დანიშვნის გადაწყვეტილება გააუქმა

უკრაინის ხელისუფლებამ უმაღლეს რადაში მიხეილ სააკაშვილის ვიცე-პრემიერის კანდიდატურა უკან გაიწვია. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული გამოცემა Цензор.нет-ის ჟურნალისტი, იური ბუტუსოვი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„სააკაშვილის დანიშვნის საკითხი დაბლოკილია და გაურკვეველია განიხილება თუ არა საერთოდ“, – წერს ჟურნალისტი.

ჟურნალისტის თქმით, მმართველ პარტია „სლუგა ნაროდაში“ დიდხნიანი მოლაპარაკებების შემდეგ, 248 დეპუტატიდან, დაახლოებით 140-170 დეპუტატის ხმა დაგროვდა, რომელიც სააკაშვილს მხარს უჭერდა.

მისივე თქმით, რადგანაც არ არსებობს სააკაშვილის კანდიდატურის მხარდაჭერა ფრაქციაში, უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ გადაწყვიტა, რომ საჯაროდ მხარი სააკაშვილის კანდიდატურას არ დაუჭიროს.

„შეიძლება რაღაცა შეიცვალოს, იმიტომ რომ პრეზიდენტს ემოციები მართავს, მაგრამ ახლა პრეზიდენტის ოფისი მწყობრიდან გამოვიდა“, – წერს ჟურნალისტი.

ბუტუსოვის ცნობით, ამჟამად სააკაშვილის კანდიდატურა განიხილება, როგორც ოდესაში, მმართველი პარტიის წარმომადგენლის – „შესაბამისი პოლიტიკური და ფინანსური მხარდაჭერით“.

წყარო მათვის ვსაც ვერ წარმოუდგენია ეს

ამ წუთებში ცნობილი ხდება სინგაპურის მკვლევართა ჯგუფის დასკვნა კორონავირუსის დასრულებასთნ დაკავშირებით საქართველოში

სინგაპურის ტექნოლოგიების და დიზაინის უნივერსიტეტის (SUTD) მკვლევრებმა კორონავირუსის პანდემიის დასრულების ვადები გამოთვალეს. ამის შესახებ კვლევა საიტზე ddi.sutd.edu.sg გამოქვეყნდა.

მონაცემები მთელი მსოფლიოს მასშტაბით არის გამოქვეყნებული, მათ შორის ასახულია საქართველოში პანდემიის დასრულების თარიღი.

კვლევის მიხედვით, 97%-იანი ალბათობით საქართველოში კორონავირუსის პანდემია 2020 წლის 6 ივნისს დასრულდება, 99%-იანი ალბათობით კი ეს 2020 წლის 25 ივნისს მოხდება.

რაც შეეხება 100%-იან პროგნოზს, ამ პროგნოზის მიხედვით, ქვეყანაში პანდემია 2020 წლის 28 ივლისს უნდა დასრულდეს.

საიტზე ასევე მითითებულია, რომ კვლევა საგანმანათლებლო და სამეცნიერო მიზნებისთვის არის გათვლილი და შესაძლოა მცირე ცდომელებას შეიცავდეს.

შენიშნვნაში ასევე განმარტებულია, რომ მონაცემებს სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ განსაკუთრებით განვითარებადი ქვეყნების მაგალითზე.

„ზედმეტი ოპტიმიზმი საშიშია“,- აღნიშნულია შენიშვნაში.

პრაიმტაიმი

გუგული მაღრაძე სოციალური დახმარების გაუქმებას ითხოვს – ჩემთვის მიუღებელია…

ჩემთვის ძალიან მიუღებელია, 40 -50 წლის ჯან-ღონით სავსე ადამიანები წლების განმავლობაში სოციალურ შემწეობას იღებდნენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გუგული მაღრაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც „მინისტრის საათის“ ფორმატში ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს უსმენენ.

გუგული მაღრაძე უმუშევრობის შემწეობის შემოღების ინიციატივით გამოდის.

„ხომ არ ჯობია განვასხვაოთ ისინი ვინც შრომისუუნაროა და არ შეეძლებათ მუშაობა და მათ მივცეთ სოციალური შემწეობა, ხოლო მათთვის, ვისაც პოტენციურად დასაქმება შეუძლია, იყოს უმუშევრობის დახმარება, რომელიც გარკვეული თვეების განმავლობაში გაგრძელდება. შემდეგ იქნება შეთავაზება პროფესიული განათლების, რაც უფასოა ან სოფლად მცხოვრები ადამიანისთვის იქნება საოჯახო მეურნეობის მოწყობაში დახმარება და ამ მიმართულებით მგონია, გაცილებით უფრო მეტ მოტივაციას შევუქმნით ადამიანებს“,-აღნიშნა გუგული მაღრაძემ.

ვანო მერაბიშვილის სკანდალური განცხადება ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით

ვანო მერაბიშვილი გადაცემაში “ღამის მთავარი” ფარცხალაძის მიერ საკნიდან გაყვანის დეტალებზე საუბრობს და აცხადებს, რომ იგი ამ ფაქტით შეურაცხყოფილია.
მერაბიშვილის თქმით, ყოფილი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე მას სთხოვდა ექსპრემიერ ზურაბ ჟვანის მკვლლეობის დაგეგმვა და ის ეღიარებინა, რომ ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ოფშორულ ანგარიშებზე ფული აქვს. მისივე თქმით, ქვეყნიდან წასვლას და “მოპარული ფულის” გატანებას სთვაზობდნენ.
“მე ვარ ძალიან გაკვირვებული და შეურაცხყოფილი, როცა გამიყვანეს საკნიდან. გამიყვანეს ღამით, შემოვიდა ციხის უფროსი და მოადგილე. მიმიყვანეს ფარცხალაძესთან. შემომთავაზა, რომ მე საქართველო დამეტოვებინა. ეს რომ მომხდარიყო, მე უნდა მეთქვა, რომ ხელისუფლებაში ყოფნის დროს მოხდა ჟვანიას მკვლელობა, უნდა მეტქვა, რომ სააკაშვილს მილიონები აქვს ბანკში. მე შეურაცხყოფილად იმის გამო ვიგრძენი თავი, რატომ დაიწყეს ამაზე ჩემთან ლაპარაკი. მე ვიყვი ყოფილი შს მინისტრი , პრემიერი და ასეთი რამის შეთავაზება გაუგებარია ჩემთვის” – ამბობს მერაბიშვილი.

სასწრაფოდ! ლუგარის ლაბორატორიის თანამშრომელი სულისშემძვრელ მიმართვას ავრცელებს

ლუგარის ლაბორატორიის თანამშრომელი ლელა ურუშაძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს, რომელიც გულგრილს არავის დატოვებს-

“🔹️დღეს ჩვენი ჯგუფია მორიგე, ექვსნი ვართ: მე, ჯაშო, ხმალიკა, მეკო გვანცა და ნატალია.
🔹️დილის 11 საათია უკვე 92 ნიმუშია, ერთი ბოქსში ჯდება, მეორე მონაცემს კარნახობს, მესამე გარეთ ამთავრებს რეაქციას, ერთსაც მონაცემები შეყავს. მიმღებიდან ჭიჭყიმ შემოყო თავი, ნიმუშები მოგვაწოდა: -კიდევ 60 დაემატა გოგოებო, მერე 70… 80, . სადღაც 4 საათის შემდეგ ჯაშო წუწუნებს რომ ძალიან მოწყურდა და რომ ვეჩხუბებით ეხლავე ადექი და მე გავაგრძელებ შენ სამუშაოსო, ის კითხვას გიბრუნებს – შენ არ გშია ან არ გწყურიაო? თან ყველაფერი უნდა გაიხადო და შემოსვლისას ისევ მოემზადო, ჩაიცვა და შემოხვიდე პროცედურულად იმხელა ამბავია, აღარ დგება.
🔹️როგორც იქნა გავუშვით პირველი რეაქცია, 94 ნიმუში, შესვენებაზე გავდივართ. კართან ჟურნალისტი გვეღობება, შეიძლება გადაგიღოთ როგორ ისვენებთო, ცოტა უხეშად იშორებ უარით, მერე ხვდები რომ ეს სიუხეშე დაღლილობის ბრალია და გაღიზიანება კი ალბათ მოკერებული გმირობის იარლიყიდან მოდის , არადა ეს უბრალოდ ჩვენივე არჩეული გზაა, ჩვენი პირდაპირი მოვალეობა !
🔹️ღამის 10 საათია უკვე 310 ნიმუშია გაკეთებული და კიდევ 75 მოვიდა, შესვლამდე ხმალიკა დედას ურეკავს, მისმა 3 წლის მაშომ თუ დაიძინა და როგორ ჭამა აინტერესებს, ჩვენ დედები გვირეკავენ, გვეეკითხებიან როდის დავბრუნდებით და თუ ვჭამეᲗ ( ჰო მართლა საკვები სულ გვაქვს სხვადასხვა ორგანიზაციების, კეთილი თანამშრომლების და ხანაც უცნობი გულშემატკივრების წყალობით.)
🔹️ შედეგებს ვნახულობთ 17 დადებითია, ავნერვიულდით გადავამოწმეთ და ყველა განმეორებაა ანუ ჰოსპიტალიდან გასაწერად ვუმოწმებთ პაციენტს ვირუსის არსებობას, ანუ ახალი შემთხვევა ჯერჯერობით ამ პარტიაში არ არის, ამ დროს გვაქვს სიხარულის შეძახილი თუ სიმღერა, რომლითაც ერთმანეთს ვუზიარებთ ამ ძალიან მაგარ ამბავს.
🔹️11 საათია ჩვენ მეგობარ ეპიდემიოლოგებთან ვრეკავᲗ ჩვენზე ყოჩაღებთან – გორი მოგვაქვს, ბოლნისი გზაშია, მარნეულს ნახევარ საათში შემოიტანენ, სხვა სალაპარაკო თემაც აღარ გვაქვს 😊 🔹️ადმინისტრაციიდან გვირეკავენ გვთხოვეს სახლში წადით, ნუღარ აგრძელებთ მუშაობას არ გადაიღალოთო, მაგრამ მეორე დღეს მეორე ჯგუფს არ გვინდა დავახვედროთ ძალიან ბევრი საქმე, თან ექიმებიც ელიან პასუხს. ახალ ნიმუშებს ვდგამთ და შემდეგ პარტიას ველოდებით, სადაც იმედი გვაქვს რომ ისევ ცოტა იქნება დადებითი. “გაგვიმართლა” 440 დან მხოლოდ 20 ია ახალი შემთხვევა.
🔹️ღამის სამი საათია სახლში შევდივარ მაგიდაზე ფურცელი მხვდება „დედა მიყვარხარ“ და ბლინის გამოცხობის პირველი მცდელობა, ეს ჩემი შვილია ❤
🔹️ დაძინებამდე ფეისბუქს უაზროდ ვსქროლავ და პოსტი მხვდება რატომ არ შეიძლება გვქონდეს მხოლოდ ათობით დადებითი და რატომ ვმალავთ შემთხვევებს, ვეღარც ვბრაზდები.
🔹️ დღეს ჩვენი ჯგუფში ყველაზე პატარა გვანცა 25 წლის გახდა და ლუგარში 12 საათზე ერთად ჩავაქრეთ ტორტზე სანთელი.”-წერს ლელა ურუშაძე

მსურს მივმართო ჩემს ხალხს! ვინც გულგატეხილია,კარგად მესმის თქვენი მე ვიღებ პასუხისმგებლობას, რომ….

მესმის თქვენი გულისტკივილის და იმედგაცრუების; მესმის, რომ უკმაყოფილონი ხართ, რადგან მნიშვნელოვნად არ გაუმჯობესდა თქვენი ყოფა; მესმის, რომ უკმაყოფილო ხართ, რადგან ფიქრობთ, რომ ზოგიერთი მოხელე, ხალხზე ზრუნვაზე მეტად, პირად კეთილდღეობაზე ზრუნავს. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენმა მოსახლეობამ ამ მძიმე ჟამს თავი მიტოვებულად არ იგრძნოს. მთავრობამ წარმოადგინა ანტიკრიზისული გეგმა, რომელის მიხედვით მოხდება ჩვენი მოსახლეობის დახმარება. ასევე ვაცხადებ, რომ ნებისმიერ დროს მე და ფონდი ქართუ მზად ვართ ქვეყანას დავუდგეთ გვერდში…

ამიტომ… კითხვის გაგრძელება–>https://blogical.space/say-no/