ამ წუთებში ინგა გრიგოლია საავადმყოფოში გადაყავთ

ჟურნალისტი ინგა გრიგოლია საავადმყოფოშია, ამის შესახებ თავად წერს ინოვას კლინიკიდან სოციალურ ქსელში:
„კორონა არა,მაგრამ ფეხი კი მოვიტეხე.

ხოდა ,ვწევარ ახლა ნაოპერაციები და ფეხმოტეხილი ამ საგანგებო ეთერებისას და ვსკდები გულზე. გამოტყდით, ვისი თვალი მეცა ან ვინ დამწყევლა ,გაქრი ეკრანიდანო. არადა,კორონას პანიკა მქონდა.“

სასწრაფოდ! ამ წუთებში ვრცელდება ინფორმაცია სოციაურ ქსელში ამერიკულ-ებრაულმა კომპანიამ დაასრულა მუშაობა ანტივირუსზე

სასწრაფოდ!
ინტერნეტში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამერიკულ-ებრაულ ფარმაცევტულმა კომპანიამ “ROCHE MEDICAL COMPANY” უკვე დაასრულა COVID 19-ის ანტივირუსის ვაკცინის დამზადებაზე მუშაობა და ერთ კვირაში მილიონობით ეგზემპლარს გამოუშვებს მსოფლიოში!
ვაკცინა მოქმედებს 3 საათში მისი ორგანიზმში გამოყენებისას…
იმედია, ინფორმაცია უტყუარია, რადგან ცნობილი იყო, რომ ეს კომპანია მართლა აცხადებდა, რომ არც ისეთი რთული აღმოჩნდა ეს ვირუსი, რაც თავიდან გვეგონაო…

სასწრაფოდ! საქართველოს მთავრობის უპრეცედენტო გადაწყვეტილება მოქალაქეებს უძრავ ქონებას იძულებით, ვეღარ ჩამოართმევენ

საგანგებო მდგომარეობის პირობებში მოქალაქეებს უძრავ ქონებას იძულებით, დროებით ვეღარ ჩამოართმევენ. ამის შესახებ მთავრობის მიერ ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ მიღებულ დადგენილებაშია აღნიშნული.

კერძოდ, დადგენილების თანახმად, საგანგებო მდგომარეობის პერიოდში უნდა შეჩერდეს/გადაიდოს სხვისი მფლობელობიდან ან/და სარგებლობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის საქმეებზე დანიშნული სააღსრულებო მოქმედებები.

„შეჩერდეს/გადაიდოს შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის შესახებ საქმეებზე დანიშნული სააღსრულებო მოქმედებები. შეჩერდეს/გადაიდოს ფაქტების კონსტატაციის მიზნით დაწყებული წარმოებები,“-აღნიშნულია დადგენილებაში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში 1 თვით, 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ახალ კორონავირუსს უკავშირდება, რომელსაც მსოფლიო თითქმის 3 თვეა ებრძვის.

უახლესი ინფორმაცია ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით რა გამოკვლევები ჩაიტარა მილიარდერმა საჩხერის სამედიცინო ცენტრში?

„ქართული ოცნების“ მილიარდერი თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ჭორვილაშია.საჩხერის რაიონის სოფელ ჭორვილაში იმყოფება მისი ოჯახიც. მათ შორის, საფრანგეთიდან ცოტა ხნის წინ დაბრუნებული უფროსი ვაჟი, უტა ივანიშვილი.
ამის შესახებ „2020NEWS“-ს ბიძინა ივანიშვილის მეზობლებმა განუცხადეს.
„ერთ კვირაზე მეტი იქნება, აქ არის, ჭორვილაში. მე არ მინახავს, მაგრამ ამბობენ, რომ აქ არის საფრანგეთიდან დაბრუნებული უტაც. მოკლედ, მთელი ოჯახი აქ არის“, – განუცხადა სააგენტოს ჭორვილაში მცხოვრებმა ერთ-ერთმა მოქალაქემ, რომლის ვინაობასაც მისი თხოვნით არ ვასაჯაროვებთ.
„2020NEWS“-თვის ასევე ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, რომ ქვეყნის ფაქტობრივი მმართველი გუშინ საჩხერის სამედიცინო ცენტრში იმყოფებოდა და გარკვეული სამედიცინო პროცედურები ჩაიტარა.
სააგენტოს ხელთ არსებული ინფორმაცია საჩხერის საავადმყოფოს ერთ-ერთმა თანამშრომელმაც დაუდასტურა, რომელმაც განმარტა, რომ ბიძინა ივანიშვილმა გუშინ მუცლის ღრუს გამოკვლევა ჩაიტარა.
„2020NEWS“ აღნიშნული ინფორმაცია არ დაუდასტურა საჩხერის სამედიცინო ცენტრის მენეჯერმა, მაია ხელაძემ:
„ბატონი ბიძინა ივანიშვილი არ იმყოფებოდა საჩხერის სამედიცინო ცენტრში და მას არანაირი გამოკვლევა არ ჩაუტარებია“, – განაცხადა ხელაძემ.
შეგახსენებთ, ეპიდემიის გავრცელების შემდეგ, მმართველი გუნდის ლიდერი საზოგადოებაში არ გამოჩენილა. ბიძინა ივანიშვილს ამ დრომდე არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია, მათ შორის არც ქვეყანაში გამოცხადებულ საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით.
ასევე შეგახსენებთ, რომ 13 მარტს სამშობლოში დაბრუნდა ბიძინა ივანიშვილის უფროსი შვილი – უტა ივანიშვილი. იგი, საქართველოს სხვა მოქალაქეების მსგავსად, ქვეყანაში არსებულ არც ერთ საკარანტინო ზონაში არ არის გადაყვანილი. იგი სამშობლოში დაბრუნებისთანავე საგანგებო გასასვლელით გაიყვანეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან.
წყარო