კარგი სიახლე დღის ბოლოს გილოცავთ სრულიად საქართველოს საჩხერის სამედიცინო ცენტრში 2 პაციენტი Covid 19_გან განიკურნა

ამის შესახებ ინფორმაცია აიპრესს ცენტრის დირექტორმა მიხეილ ქამუშაძემ მიაწოდა. მათ განმეორებითი ტესტი ჩაუტარდათ და პასუხი ამჯერადაც უარყოფითია.
პაციენტები სამედიცინო დაწესებულებას დღესვე დატოვებენ. ადგილზე კორონავირუსით ერთი ინფიცირებული რჩება, რომელსაც შესაბამისი მკურნალობის კურსი უტარდება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.    

წყარო

ამ წუთებში ხდება ცნობილი ინფორმაცია – “ერთი საიდუმლო შემიძლია გაგიმხილოთ”

ერთი საიდუმლო შემიძლია გაგიმხილოთ, ჩვენ ბრმად არ მივყვებოდით ჯანმოს რეკომენდაციებს და ზოგიერთი ჩვენი კორექტივი შეგვქონდა, როდესაც ამაში დარწმუნებული ვიყავით, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „იმედის“ გადაცემაში „რა დროს ძილია“ განაცხადა.

„ერთ საინტერესო მაგალითს გეტყვით. ჯანმომ თავიდან გამოაქვეყნა დეფინიცია საეჭვო, სავარაუდო და დადასტურებული შემთხვევებისა, რომლითაც დღემდე სარგებლობს მთელი მსოფლიო. იქ ეწერა, რომ, საეჭვო, ანუ შესაძლო შემთხვევად ითვლება პაციენტი, ვისაც ტემპერატურა აქვს 38 გრადუსი ან მეტი. მერე ჩამოთვლილი იყო სხვა ნიშნები და ვინც იმოგზაურა ბოლო 14 დღის განმავლობაში დიდი რისკის ქვეყანაში, ან კონტაქტში იყო ავადმყოფთან“, – განაცხადა ცერცვაძემ.

მისი თქმით, ქართველი სპეციალისტები პაციენტებზე დაკვირვებით და სხვა ქვეყნების გამოცდილებიდან გამომდინარე მიხვდნენ, რომ ზოგ შემთხვევაში ვირუსი საერთოდ უსიმპტომოდ ვითარდება და რეკომენდაციები შეცვალეს.

„ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ პირველი პუნქტი შევცვალეთ და საეჭვო შემთხვევების განსაზღვრებიდან ტემპერატურის ცნება საერთოდ ამოვიღეთ და დავწერეთ: თუ პაციენტს აღენიშნება მწვავე რესპირაციული დაავადების სიმპტომები, მაგალითად ხველა, ყელის ტკივილი, სუნთქვის გაჭედვა და სხვა და ის მოგზაურობდა ბოლო ორი კვირის მანძილზე მაღალი რისკის ქვეყნებში, ან სტუმრად ჰყავდა ამ ქვეყნებიდან ჩამოსული პირი, ან იმყოფებოდა კონტაქტში სავარაუდო ავადმყოფთან, ის უკვე ითვლება საეჭვო შემთხვევად, ექვემდებარება ჰოსპიტალიზაციას და გამოკვლევას.

ეს რომ არ გაგვეკეთებინა, დაახლოებით 26 პაციენტის შემთხვევა გაგვეპარებოდა, რადგან მათ არ ჰქონდათ სიცხე 38-ი და მით უმეტეს, 38-ზე მეტი. ზოგს საერთოდ არ აღენიშნებოდა ტემპერატურა და ამ ცვლილებამ საქართველო მნიშვნელოვანწილად გადაარჩინა და გარკვეულწილად დაღუპა იტალია, რომელიც ჯანმოს მითითებებს ასრულებდა.

ერთ-ერთი მიზეზი იტალიაში განვითარებული მოვლენებისა ის არის, რომ პირველ ეტაპზე მას გაეპარა ეს უსიმპტომო პაციენტები, რომლებიც გახდნენ განსაკუთრებით ძლიერი გამავრცელებლები“

ხვალიდან მეტროთი გადაადგილება იკრძალება

თბილისის მეტროთი გადაადგილება სრულიად იკრძალება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

საქართველოში საყოველთაო კარანტიინი გამოცხადდა – ამის შესახებ გიორგი გახარიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციაში.

სასწრაფოდ! ცხადდება საყოველთაო კარანტინი მთელი ქვეყნის მასშტაბით

საქართველოში საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.

გახარიას თქმით, მოქალაქეების ნაწილი ვერ აცნობიერებს პრობლემის სიმძიმეს.

მან სხვადასხვა ქვეყანაში გარდაცვლილთა რაოდენობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოში არსებული უკეთესი სიტუაცია მოდუნების საფუძველი არ არის.

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საყოველთაო კარანტინი ცხადდება. შესაბამისი განცხადება პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში, ბრიფინგზე გააკეთა.
მისივე განმარტებით, საყოველთაო კარანტინი ხვალ დილის 8 საათიდან დაიწყება, მოქალაქეებს კი ქუჩაში გადაადგილება 21:00 საათიდან აეკრძალებათ.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საყოველთაო კარანტინის ფარგლებში იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის მეტროთი გადადგილება.
“ჩვენი ერთადერთი ინსტრუმენტი, ვიყოთ ეფექტურები და წარმატებულები ამ ვირუსთან ბრძოლაში, არის სწრაფი და თამამი გადაწყვეტილებები და არცერთ შემთხვევაში არ გვაქვს დაგვიანების უფლება. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება ზომების გამკაცრების და ჩვენ ვაცხადებთ ფაქტობრივად საყოველთაო კარანტინს.

ხვალ დილის 8 საათიდან საყოველთაო კარანტინის ფარგლებში იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის მეტროთი გადადგილება. დასაშვებია მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებით, მათ შორის, ტაქსით მგზავრობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გათვალისწინებული იქნება ჯანდაცვის სამნისტროს რეკომენდაცია და ავტომობილში იქნება მხოლოდ სამი ადამიანი, მათ შორის მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ორი ადამიანი ისხდება უკანა სავარძელზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რეკომენდაცია, რომლის არ გათვალისწინების შემთხვევაშიც შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებებს. ასევე, მგზავრთა გადაყვანა დასაშვებია მხოლოდ სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების თანამშრომელთა ორგანიზებული და უსაფრთხო გადაწყვანის მიზნით,” – განაცხადა გახარიამ.

პაატა იმნაძის და ამირან გამყერილიძის მოულოდნელი გადაწყვეტილება ახლხანს გავრცელდა TV ეთერებში მონაწილეობას წყვეტენ

“ნეტგაზეთს” დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის პრესსამსახურში განუცხადეს, რომ ამიერიდან ცენტრში მედიასთან კომენტარს აღარ გააკეთებენ.

უწყებაში გვითხრეს, რომ იმ შემთხვევაში თუ რაიმე სიახლე იქნება, მათ ვებგვერდზე (NCDC.GE) გამოქვეყნდება.

“ნეტგაზეთი” ასევე დაინტერესდა, რას შეეხება დაავადებათა კონტროლის აღნიშნული გადაწყვეიტლება და ნიშნავს თუ არა ეს იმასაც, რომ ცენტრის წარმომადგენლები, მათ შორის, ხელმძღვანელები პაატა იმნაძე და ამირან გამყრელიძე აღარც ბრიფინგებსა და სატელევიზიო ეთერებში მიიღებენ მონაწილეობას.

NCDC-ის პრესსამსახურში განგვიცხადეს, რომ ცენტრი სატელევიზიო ჩართვებში მონაწილეობას აღარ მიიღებს, ხოლო მთავრობის სხდომების შემდეგ გამართულ ბრიფინგებზე როგორ იმოქმედებს ეს წესი, ამის შესახებ ინფორმაცია პრესსამსახურს არ აქვს.

წყარო

პრემიერის საგანაგებო ბირიფინგი

მთავრობის ადმინისტრაციაში 17:00 საათზე საგანგებო ბრიფინგი გაიმართება. განცხადებას პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გააკეთებს.

შეგახსენებთ, უკვე რამდენიმე საათია მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა მიმდინარეობს.

პრემიერთან შეხვედრა დღეს გაფართოებულ ფორმატში ტარდება. საბჭოს წევრების გარდა, სხდომას ესწრებიან თბილისის მერი, მინისტრთა კაბინეტის წევრები და დაავადებათა კონტროლის ხელმძღვანელობა. 

სასწრაფოდ! რა ხდება ამ წუთებში მარნეულში ნახეთ ვიდეო

მარნეულში, მერიასთან ხალხმრავლობაა. მოსახლეობა ადგილობრივი ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს.

ადგილზე იმყოფება მარნეულის მერი, რომელიც მოსახლეობას დისტანციის დაცვისკენ მოუწოდებს. ის მოსახლეობას მიმართავს, სახლში დარჩნენ.

“იცით, რომ ვეხმარებით გარკვეულ ოჯახებს. სამწუხაროდ, გარკვეულ ოჯახებში ავრცელებენ ინფორმაციას, რომ ყველამ უნდა მიიღოს ეს დახმარება, თუმცა ეს დახმარება არის გარკვეული ჯგუფებისთვის. ჩვენ სიები გვაქვს და მივალთ ყველა ოჯახში, ყველას დავეხმარებით”, – განაცხადა მარნეულის მერმა ზაურ დარგალმა.

სასწრაფოდ! მიღებულია გადაწყვეტილება მომდევნო დღეებში საგანგებო მდგომარეობა მკაცრდება – იკრძალება 10-ის ნაცვლად 3 პირზე მეტის შეკრება

სახელმწიფო კანცელარიიდან ექსკლუზიურად მოპოვებული ინფორმაციის მიხედვით, მთავრობა საგანგებო რეჟიმის გასამკაცრებლად ემზადება. 
ახალი კორონავირუსით დაინფიცირებული ადამიანების რაოდენობის ზრდის გამო, მთავრობა დამატებითი შეზღუდვების შემოღებას აპირებს. 
კერძოდ: აიკრძალება 10 პირის ნაცვლად 3-ზე მეტი პირის შეკრება; 
აიკრძალება 65 წელზე მეტი წლის ადამიანთა სახლიდან გასვლა, გარდა განსაკუთრებული ან აუცილებელი საჭიროებისა (აფთიაქი, სასურსათო მაღაზიები). 
აიკრძალება საზოგადოებრივი ტრანსპორტი – მეტრო, ავტობუსი; 
გაჩერდება ყველა სახის ეკონომიკური საქმიანობა, გარდა კლინიკებისა, სააფთიაქო ქსელებისა და სურსათის მაღაზიებისა.
შესაძლოა დაწესდეს კომენდანტის საათიც და აიკრძალოს გარეთ გასვლა საღამოს 10 საათის შემდეგაც. 
თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც ითხოვენ მედიის საქმიანობის შეზღუდვასაც, რათა საზოგადოებამ არ გაიგოს სიმართლე. 
ასეთებს შორისაა ხელისუფლების რუპორად წოდებული ე.წ ექსპერტი, გია აბაშიძეც, რომელიც ხშირად გამოირჩევა კრიტიკული მედიის მიმართ სიძულვილისა და შეურაცხყოფის შემცველი პოსტებით. 
შეგახსენებთ რომ ამ მომენტისთვის ექიმებმა ახალი კორონავირუსით დაავადებული 98 ადამიანი გამოავლინეს, მათ შორის 6 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. 
ხოლო რამდენიმე ათასი კარანტინსა და თვითიზოლაშიაში იმყოფება.

წყარო

ძალიან სასიხარულო ინფორმაცია მოსახლეობისთვის გიორგი გახარიას გადაწყვეტილება

“ადამიანებს, რომლებმაც დაკარგეს სამსახური, სახელმწიფო მაქსიმალურად დაუდგება გვერდით – უახლოეს დღეებში წარმოვადგენთ გეგმას”,– ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ძირითადი ამოცანა მოქალაქეების ჯანმრთელობაზე და ქვეყნის ეკონომიკაზე ზრუნვაა.

პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მთავრობას ძალიან კარგად ესმის საქართველოს თითოეული მოქალაქის გასაჭირი, რომელმაც დაკარგა, ან პოტენციურად შეიძლება, დაკარგოს სამსახური, შესაბამისად – შემოსავალი.

უახლოეს დღეებში იქნება წარმოდგენილი გეგმა, ჩვენი მოქალაქეების კონკრეტული მიზნობრივი დახმარების თვალსაზრისით, რომელსაც ექნება კონკრეტული, აბსოლუტურად ხელშესახები მიზანი იმისთვის, რომ ადამიანებს, რომლებმაც დაკარგეს სამსახური, სახელმწიფო მაქსიმალურად დაუდგეს გვერდით“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ.

სასწრაფოდ! ეს სრულიად შოკისმომგვრელია ოქსფორდის მეცნიერების სკანდალური დასკვნა, რაც კორონავირუსზე წარმოდგენას სრულად შეცვლის!

ბოლო კვირის მანძილზე აქტიურად წერენ მოქალაქეები, რომ მათ უკვე გადაიტანეს ვირუსი, რომ ჰქონდა ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, იმაზე ბევრად ადრე, ვიდრე ოფიციალურად პირველი შემთხვევა დადასტურდა – არ არის საუბარი მხოლოდ საქართელოს მოქალაქეებზე, ამას წერენ საქართველოშიც, საფრანგეთშიც, რუსეთშიც და იტალიაშიც.


მოგეხსენებათ, კორონავირუსთან თითქმის ყველა ქვეყანა, გარდა შვედეთისა, ანალოგიურად იბრძვის, უმეტეს ქვეყანაში გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა, ან არ გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა, მაგრამ დაწესდა ყველა ის შეზღუდვა, რომელიც საგანგებო მდგომარეობის დროს დაწესდებოდა.


ინგლისი, ბელგია და ჰოლანდია – ეს ის ქვეყნები იყო, რომლებმაც თავიდან სხვა მოდელი არჩიეს თავდაცვის და საუბრობდნენ ე.წ. კონტროლირებად გავრცელებაზე – რასაც განმარტავდნენ ასე – ვირუსის გავრცელებას აქვს ჯაჭვური ეფექტი – გადადის ერთი ადამიანიდან მეორეზე, ამ ჯაჭვის ჩატეხვა შესაძლებელი იქნება, თუ მოსახლეობის რაღაც ნაწილი მაინც არ გადაიტანს ვირუსს და დარჩება იმუნიტეტი, შესაბამისად, ის აღარ იქნება გადამდები. ამასობაში კი, მეტი ყურადღება მიექციათ ქრონიკული დაავადებების მქონე და ხანდაზმული ადამიანებისათვის.
დაახლოებით ერთ კვირაში სამივე ქვეყანამ უარი თქვა ამ მოდელზე, რადგან, შეეშინდათ მოსალოდნელი გართულების.


თუმცა, ოქსფორდის უნივერსიტეტის ახალი კვლევა, თავდაყირა აყენებს წარმოდგენას ვირუსთან ბრძოლის გზებზე:


დიდი ბრიტანეთის მედია, ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევებზე დაყრდნობით წერს, რომ ახალმა კორონავირუსმა შესაძლოა ინგლისში იმაზე ბევრად მეტი ადამიანი დააინფიცირა, ვიდრე ოფიციალური მონაცემითაა დადასტურებული.


თუ ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევა დადასტურდა, ეს იმას ნიშნავს, რომ ათასი დაინფიცირებულიდან, შესაძლოა, მხოლოდ ერთ ადამიანს დასჭირდეს სპეციალური მკურნალობა, ყველა დანარჩენს კი შეიძლება ჰქონდეს სუსტად გამოტახული სიმპტომი, ან სიმპტომი არ ჰქონდეს საერთოდ. – ამბობს პროფესორი, ეპიდემიოლოგი საიდ გუპტა, რომელიც ხელმძღვანელობა ზემოთ აღნიშნულ კვლევას.


ოქსფორდის მკვლევართა ჯგუფის მოსაზრებას არ ეთანხმება მეცნიერთა ნაწილი, რომელიც მიიჩნევს, რომ კორონავირუსის განვითარების ეს კონკრეტული სცენარი ეყრდნობა, ზოგად წარმოდგენას ვირუსის ბუნებაზე, თუმცა, ამ შემთხვევაში, ჩინეთიდან ვირუსის ასეთი გავრცელება, წინააღმდეგობაში მოდის ვირუსის ზოგად ბუნებასთან.


ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევარები თვლიან, რომ კორონავირუსმა დიდ ბრიტანეთში შემოაღწია არაუგვიანეს იანვრის შუა რიცხვებამდე და შესაძლოა, დეკემბერშიც კი. ვირუსი შეუმჩნევლად ვრცელდებოდა მთელი ერთი თვის, ან მეტის მანძილზე, სანამ, პირველი ოფიციალური შემთხვევა იქნებოდა დაფიქსირებული თებერვლის ბოლოს და ეპიდემია დაიწყებდა ზრდას გეომეტრიული პროგრესით.


პროფესორი საიდი თვლის, რომ ახლა საჭიროა სასწრაფოდ იქნეს დაწყებული ფართომაშტაბიანი სეროლოგიური გამოკვლევა და ტესტირება ანტისხეულებზე, რათა დადგინდეს, ეპიდემიის რა სტადიაზე იმყოფება სინამდვილეში ქვეყანა.
მიუხედავად კვლევის შედეგებისა, პროფესორი არ აკრიტიკებს მთავრობას, რომელმაც ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად ქვეყნის საზღვრები ჩაკეტა, რადგან ოქსფორდის კვლევის სიზუსტე ჯერ დასადგენია და მაშინაც კი, თუ ეს კვლევა დადასტურდება, სოციალური დისტანცირება შეამცირებს კორონავირუსით მძიმედ დაავადებულთა რიცხვს და ასევე შეამცირებს ჯანდაცვის სისტემაზე ზეწოლას ეპიდემიის პიკის დროს,


ოქსფორდის კვლევა ეყრდნობა მონაცემებს კორონავირუსით დაავადებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლთა მონაცემებს დიდ ბრიტანეთსა და იტალიაში.


ახალი კვლევის შედეგად, ვირუსი უკან დაიხევს მაშინ, როდესაც, მას გადაიტანს ადამიანთა დიდი ნაწილი და უკვე ექნებათ მის მიმართ მყარი იმუნიტეტი. ინგლისმა ვირუსთან ბრძოლის თავის პოლიტიკაზე – კონტროლირებად გავრცელებაზე – მას შემდეგ თქვა უარი, რაც მეცნიერებმა განაცხადეს, რომ კონტროილირებადი გავრცელება ჩაძირავს ნაციონალურ ჯანდაცვის სისტემას, იმდენად ბევრი იქნება კრიტიკულად მძიმე პაციენტი.


ოქსფორდის უნივერსიტეტის დასკვნის მიხედვით, ქვეყანაში ბოლო ორი თვის მანძილზე უამრავმა ადამიანმა გადაიტანა ვირუსი უპისმტომოდ, ან მცირედი სიმპტომით და შესაბამისად, უამრავ ადამიანს კორონავირუსის მიმართ უკვე გააჩნია იმუნიტეტი. თუ ეს კვლევა ანალიზებით დადასტურდა, შეზღუდვები, რომელიც ამჟამად დაწესებულია ინგლისში, შესაძლოა იმაზე ბევრად ადრე მოიხსნას, ვიდრე მთავრობამ დაადგინა.


მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერები ჯერ კიდევ დაობენ იმაზე, რამდენად დატოვებს ხანგრძლივ და მყარ იმუნიტეტს კორონავირუსი ადამიანში, პროფესორ გუპტას თქმით, მას აქვს საკმარისი მტკიცებულება იმის სათქმელად, რომ ადამიანებს, რომლებიც გადაიტანენ კორონავირუსს, ექნებათ მყარი იმუნიტეტი.


თავისი კვლევების დასადასტურებლად, ოქსფორდის უნივერსიტეტმა დაიწყო მუშაობა კემბრიჯისა და კენტის უნივერსიტეტებთან ერთად – იგეგმება მოსახლეობის ფართომაშტაბიანი გამოკვლება ანტისხეულებზე, იმის დასადგენად, მართლაც გადაიტანეს თუ არა ბრიტანელებმა ვირუსი და აქვთ თუ არა იმუნიტეტი. როგორც პროფესორი გუპტა იმედოვნებს, ტესტირების დაწყება შესაძლებელი იქნება უახლოესი ერთი კვირის მანძილზე, ხოლო პირველადი რეზულტატი უკვე ცნობილი იქნება, ტესტირების დაწყებიდან რამდენიმე დღეში.

თუ ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევა დადასტურდა და მათ, ვინც კოორნავირუსი გადაიტანეს, ნამდვილად ექნებათ იმუნიტეტი, ასევე, თუ მართლაც, ათასი დაინფიცირებულიდან, მხოლოდ ერთ პაციენტში შეიძლება მიდიოდეს ვირუსი მძიმე ფორმებით – ეს ხსნის თეორიას იმის შესახებ, რომ შესაძლოა, დეკემბერ-იანვარშიც უკვე არაერთმა ადამიანმა გადაიტანა კოორნავისური.


შესაბამისად, ხსნის იმასაც, რატომ სჭირდება ვირუსს თავდაპირველად გავრცელებისთვის ასეთი დიდი დრო და შემდეგ, უცებ რატომ ხდება ამდენი ადამიანი ცუდად – თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ათასიდან ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმდება საშუალოდ, ათასობით ადამიანი უნდა დიანფიცირდეს, რომ რომელიმე ქვეყანაში მძიმე შედეგი დადგეს.


იმ შემთხვევაში, თუ ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევა დადასტურდა, ყველა სახელმწიფოს ექნება იმის საშუალება, კვლევების ჩატარების შემდეგ (როგორც ცნობილია, სისხლის ანალიზის მიხედვით, უკვე შესაძლებელია იმის დადგენა, გადავიტანეთ თუ არა კორონავირუსი, კერძოდ, ე.წ. სწრაფი ტესტირებისას, იმუნოგლობულინი G აღმოჩენა სხეულში იმის ნიშანია, რომ ჩვენ უკვე გადავიტანეთ ვირუსი და დაგვრჩა იმუნიტეტი) დაადგინოს, დაახლოებით რამდენი ათასი, ან რამდენი მილიონი ადამიანი აღარ არის რისკ ჯგუფში და მათი გამოყენებით დაგეგმოს ხანდაზმული და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანების მოვლა ისე, რომ ეკონომიკა არ ჩამოიქცეს.

წყარო – ft.com