ამ წუთებში სასიხარულო ინფორმაცია ხდება ცნობილი სრულიად საქართველოსთვის კომუნალურ გადასახდებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება, საქართველოს მასშტაბით გავრცელდება

გავრცელებული ინფორმაცია, რომ თბილისის მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის ვაუჩერები გაიცა, სიმართლეს არ შეესაბამება – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ “ღამის კურიერში” განაცხადა.

მისი თქმით, მოსალოდნელი ეკონომიკური ზიანის მიუხედავად, ხელისუფლება შეეცდება მოსახლეობას დაეხმაროს და ამასთან დაკავშირებით განცხადებას პრემიერ-მინისტრი გააკეთებს.

“დღეს გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს თბილისში მოხდა ელექტროენერგიის ვაუჩერების დარიგება, რაც არასწორი ინფორმაცია იყო. ვირუსს ებრძვის არა მხოლოდ თბილისი, არამედ მთელი საქართველო და მსოფლიო. ამიტომ, ის გადაწყვეტილებები, რომელიც იქნება მიღებული კომუნალურ გადასახდებთან დაკავშირებით, საქართველოს მასშტაბით გავრცელდება და ამასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრი მომდევნო დღეებში გააკეთებს განცხადებას,” – განაცხადა კალაძემ. 

სასწრაფოდ! კახა კალაძის უპრეცედენტო გადაწყვეტილება თბილისის მერიამ და კახი კალაძემ მოსახლეობას დენის გადასახადი გადაუხადა

თბილისის მერიამ და კახი კალაძემ თბილისის მოსახლეობას მარტის თვის ელექტროენერგიის გადასახადი დაუფარა.

ეს ეხება ყველა იმ აბონენტს რომლის ელექტრო ენერგიის დანახარჯი ამ თვეში იყო 200 კილოვატამდე.

200 კილოვატის ზემოთ ვინც დახარჯა თავად გადაიხდის ნათქვამია ს.ს. “თელასი”-ის მიერ.

იმ აბონენტებს ვისაც უკვე გადახდილი აქვთ ამ თვის დავალიანება, იგივე ოდენობის თანხა შემდეგ თვეში დაერიცხებათ და მინუსში იქნება.

ბიძინა ივანიშვილის განცხადება სოციალურ ქსელში ვრცელდება

დღეს საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა. უმნიშვნელოვანესია მისი როლი ქართული სახელმწიფოს დამოუკიდებლობის ჩამოყალიბების გზაზე.
ზვიად გამსახურდიას მიერ შექმნილმა პოლიტიკურმა ალიანსმა შეძლო ჩვენი ქვეყნის მთავარი პოლიტიკური მიზნის მიღწევა: ჯერ დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის ჩატარება, შემდეგ კი – ამ რეფერენდუმზე დაყრდნობით, ქართველი ხალხის არაერთი თაობის ოცნების განხორციელება – საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა! ჩვენთვის პატივია მოვუაროთ და შევინარჩუნოთ ამ გამორჩეული პოლიტიკოსის მემკვიდრეობა და ვზრუნავთ, რომ მისი ღვაწლი სათანადოდ დაფასდეს და ღირსეულად გადაეცეს მომავალ თაობებს.
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ინიცატივით, დაიწყო ფართომასშტაბიანი სარეაბილიტაციო სამუშაოები სოფელ ხიბულაში, იმ სახლში, სადაც პრეზიდენტმა სიცოცხლის ბოლო დღეები გაატარა, უახლოეს მომავალში აქ პრეზიდენტ გამსახურდიას მუზეუმი, ბიბლიოთეკა და კულტურული ცენტრი გაიხსნება.

გახარიას და პატრიარქის შეხვედრა რა კომპრომისზე მიდის მთავრობა?

ქვეყანაში საყოველთაო კარანტისა და ე.წ. კომენდანტის საათის შემოღებასთან დაკავშირებით საპატრიარქო საგანგებო განცხადების გაკეთებას აპირებს. როგორც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა მამა ანდრია ჯაღმაიძემ „რეზონანსს” უთხრა, ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის შესახებ საპატრიარქო თავის პოზიციას გააჟღერებს.

„პრემიერმა ისაუბრა იმ გარემოებებზე, რამაც განსაკუთრებული ზომების მიღება გამოიწვია. საპატრიარქოს პოზიცია მოგვიანებით გახდება ცნობილი,” – აღნიშნა დეკანოზმა ჯაღმაიძემ.

ცნობისათვის, პრემიერ-მინისტრი 30 მარტს, საყოველთაო კარანტინის გამოცხადების შემდეგ, პატრიარქ ილია მეორეს შეხვდა. როგორც გიორგი გახარიამ ბრიფინგზე თქვა, მთავრობა ეკლესიასთან კომპრომისს იპოვის.

31 მარტიდან ქვეყანაში საყოველთაო კარანტინია გამოცხადებული, იკრძალება სამზე მეტი ადამიანის შეკრება, 21:00 საათიდან 06:00 საათამდე კი კომენდანტის საათი იმოქმედებს.

წყარო

სამწუხარო ინფორმაცია ამ წუთებში ხდება ცნობილი – “მინდა გაუწყოთ სამწუხარო ინფორმაცია გარდაიცვალა 64 წლის მამაკაცი ნიუ-იორკში”

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე ადასტურებს საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეს კორონავირუსით გარდაცვალების ფაქტს. როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში ჟურნალისტებთან განაცხადა, ნიუ-იორკში საქართველოს მოქალაქეა გარდაცვლილი.

„სამწუხაროდ , კიდევ ერთი ჩვენი თანამოქალაქე გარდაიცვალა საზღვარგარეთ, ეს არის უკვე მე-5 შემთხვევა საზღვარგარეთ ჩვენი თანამემამულის გარდაცვალების. ეს არის ნიუ-იორკში მცხოვრები 64 წლის მამაკაცი. საგარეო საქმეთა სამინისტრო და საელჩო ოჯახთან არიან კავშირზე, ისევე როგორც წინა შემთხვევაში, რომელიც ესპანეთში დაფიქსირდა, ორივე შემთხვევაში, გარდა კოვიდისა, ასევე იყო თანხმლები სხვა ქრონიკული დაავადებები,“- განაცხადა პაატა იმნაძემ.

სასწრაფოდ! ამ წუთბში უკანასკნელი ცნობები ვრცელდება საუნივერსიტეტო კლინიკიდან კრიტიკული მდგომარეობით შემოსული პაციენტი გახდა კონტაქტური, დღის ბოლომდე შესაძლოა, აპარატიდან მოიხსნას

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, მათ კლინიკაში ახალი კორონავირუსის ინფექციით მოთავსებული ორი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა. მისივე განმარტებით, ერთ-ერი პაციენტი ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს, მერე პაციენტსაც უახლოეს დღეებში მოხსნიან ასევე ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან.

„იცით, რომ გვყავს ორი რეანიმაციული პაციენტი. მინდა, გითხრათ, რომ დღეს ძალიან ბედნიერი ვართ მთელი ჩვენი კლინიკა, იმიტომ, რომ პაციენტი, რომელიც იყო კრიტიკული მდგომარეობით შემოსული, მწვავე რესპირატორული დისტრესით და ყველა გართულებით, რომელიც ამ დაავადებისთვის იყო დამახასიათებელი, ამ ეტაპზე მინდა გითხრათ, რომ ომში, მეტნაწილად, გავიმარჯვეთ. პაციენტი გახდა კონტაქტური, ადეკვატური, ხელოვნურ ვენტილაციაზე გვყავდა. დღის ბოლომდე შესაძლოა, პაციენტი მოიხსნას აპარატიდან.

რაც შეეხება მეორე პაციენტს, ქალბატონი 80 წლის , რომელიც ასევე COVID19-ით ინფიცირებულია, აქვს გულისუკმარისობა და ასაკი, ამ ქალბატონთანაც მინდა გითხრათ, რომ ჩატარებული კლინიკურ ლაბორატორიული კვლევებით, პარაკლინიკური კვლევებით, სუბიექტური და ობიექტური მონაცემებით დადებითია მიღწეული. სუნთქვის პარამეტრები შედარებით გამარტივდა. ჩვენი კიდევ ერთი გამარჯვებაა ის, რომ ამ ეტაპამდე ქალბატონი ცოცხალია, ვიტალური(სასიცოცხლო) ფუნქციები ცოცხალია. იმედია, ასე გაგრძელდება და რამდენიმე დღეში ეს პაციენტი აპარატიდან მოიხსნება“, – განაცხადა რატიანმა.

ეს ყველაფერს თავდაყირა აყენებს რას წერს აშშ-ს ფედერალური კლინიკის დეპარტამენტების დირექტორი კორონავირუსზე? ეს ვირუსი ფსიქოლოგიური ზემოქმედების იარაღია

აშშ-ის მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიისა და ქირურგიის დეპარტამენტების დირექტორი, მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორი ზურაბ გურული სოციალურ ქსელ facebook-ში კორონავირუსთან დაკავშირებით სტატუსს აქვეყნებს:

“დასავლური მედიცინის ყოვლისშემძლეობის მითი დაანგრიაო კორონამ.

სინამდვილეში ხდება ეს:

დასავლური, განვითარებული მედიცინის გამო, განვითარებულ ქვეყნებში მკვეთრად მოიმატა მრავალი თანმდევი დაავადებით მცხოვრებმა ასაკოვანთა სპექტრმა. კორონავირუსმა ძირითად სამიზნედ კი სწორედ ეს სპექტრი აირჩია, რითაც ფსიქოლოგიურად დაარტყა განათლებისა და პროგრესის საყოველთაო კონცეპციას. მიზანი ერთია, პლანეტამ უნდა დაიჯეროს, რომ ხსნა არ არის პროგრესში; რომ ავტორიტარული რეჟიმების მქონე ქვეყნები უკეთ აკონტროლებენ ხალხთა მასებს და შესაბამისად პანდემიას, დრაკონული მიდგომებით.

ეს ვირუსი მხოლოდ ბიოლოგიური იარაღი არ არის; იმავდროულად ფსიქოლოგიური ზემოქმედების იარაღია და მასების გამოთაყვანებაზეა მიმართული. პარალელურად კომპიუტერული ვირუსიცაა, რადგან უკვე სამი თვეა სტატისტიკა ვერ დაალაგა მსოფლიოს ვერცერთმა ქვეყანამ და სიტუაციაზე ჩინელი ექიმების სახელდახელოდ გამომცხვარი, ფსევდოკლინიკური სტატიებით მსჯელობენ. ამ სტატიებმა კი უკვე წალეკა მსოფლიოს წამყვანი სამედიცინო ჟურნალები.

არ აჰყვეთ პანიკას. მშვიდად, ძალიან მშვიდად და საოცრად ფრთხილად უნდა დავიცვათ პატარა საქართველო. ეს ყველა ჩვენთაგანის ვალია. გონივრულად უნდა გადავანაწილოთ რესურსები, რომ რაც შეიძლება დიდხანს შევძლოთ “სანგარში” ჯდომა, სანამ საარტილერიო კანონადა გადაივლის.“– წერს ზურაბ გურული.

სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსი კორონავირუსით გარდაიცვალა

სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი, ვალიევოს ეპისკოპოსი მილუტინი კორონავირუსით გარდაიცვალა. ინფორმაცია სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა.

ეპისკოპოსი მილუტინი ბელგრადის სამხედრო ჰოსპიტალში გადიოდა მკურნალობის კურსს. როგორც ცნობილია, 71 წლის ეპისკოპოსს თანმდევი დაავადებებიც ჰქონდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი ტიპის კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, საერთაშორისო მასშტაბით კორონავირუსის 766 336 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. აქედან 160 001 ადამიანი უკვე განიკურნა. 36 873 ადამიანისთვის ვირუსი ფატალური აღმოჩნდა.

სასწრაფოდ! სასიხარულო ინფორმაცია 5-დან 5-ვე განიკურნა კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ უკვე გამოჯანმრთელებული პაციენტების სისხლის პლაზმა გამოიყენეს

„ამერიკის სამედიცინო ასოციაციის ჟურნალში გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ უკვე გამოჯანმრთელებული პაციენტების სისხლის პლაზმა გამოიყენეს და 5-დან 5-ვე შემთხვევა პოზიტიურად დასრულდა“, – ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ ქართველმა ალერგოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა განუცხადა.

მისივე თქმით, ეს მეთოდი ებოლას, მერსის და ესპანური გრიპის დროსაც წარმატებული იყო.

„ამერიკის სამედიცინო ასოციაციის ჟურნალში გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ უკვე გამოჯანმრთელებული პაციენტების სისხლის პლაზმა გამოიყენეს და 5-დან 5-ვე შემთხვევა პოზიტიურად დასრულდა. ეს მეთოდი ებოლას, მერსის და ესპანური გრიპის დროსაც გამოიყენეს ზუსტად ერთი საუკუნის წინ და შედარებით დადებითი ეფექტი იყო, მაგრამ 100%-იანი არაფერი არ არის, სანამ წამალი და აცრა არ არსებობს“, – ამბობს ბიძინა კულუმბეგოვი.

სასწრაფოდ! სასიხარულო ინფორმაცია ევროკავშირის მოულოდნელი გადაწყვეტილება საქართველოს…

საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, თანხა ჯანდაცვის სისტემას მოხმარდება.  

„ჩვენ უაღრესად ვაფასებთ ევროკავშირის მიერ კოვიდ 19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს მხარდაჭერას. მადლობას ვუხდით ევროკავშირს დახმარების ახალი პაკეტის, კერძოდ, 20 მილიონ ევროზე მეტი თანხის გამოყოფისთვის, რომელიც ჩვენი ჯანდაცვის სისტემაზე პანდემიის ზემოქმედების შერბილებას, ასევე სამედიცინო აპარატურის შესყიდვას მოხმარდება, ხოლო დაახლოებით 70 მილიონ ევროზე მეტი თანხა გადამისამართდება სოციალ-ეკონომიკური შედეგების აღმოსაფრხველად“ – წერს დავით ზალკალიანი “ტვიტერზე”