ძალიან სასიამოვნო სიურპიზი ამ წუთებში გახდა ცნობილი მოკლედ, სანდრა რულოვსი იქნება მომავალი პრემიერ მინისტრი

ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პრემიერის პოსტზე მხარი სანდრა რულოვსი წარადგინოს.

გაქვთ თუ არა ეს ინფორმაცია და დაუჭერს თუ არა მხარს, პარტია „კანონი და სამართლის“? – ამ კითხვით მიმართა თაკო ჩარკვიანი აჭრის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გადაცემა „თავისუფალი სივრცის“ ავტორმა და წამყვანმა ვახო ხუზმიაშვილმა.

თაკო ჩარკვიანი არ გამორიცხავს, რომ პრემიერის პოსტზე სანდრა რულოვსს დაუჭიროს მხარი. მისი თქმით მთავარია გამარჯვება.

„მაშინ როდესაც სანდრა რულოვსი ზუგდიდის მერობის კანდიდატად იყრიდა კენჭს, თაკო ჩარკვიანი მხარს უჭერდა სწორედ სანდრა რულოვსის კანდიდატურას.

იმ ადამიანთა ჯგუფს, რომლებიც მხარს არ უჭერს გიორგი ვაშაძის პრემიერობის კანდიდატურას, მაშინაც არ უჭერდნენ მხარს სანდრა რულოვსის კანდიდატურას.

ძალიან ცოტა დრო დარჩა არჩევნებამდე და არ უნდა მოგვივიდეს იგივე შეცდომა, რასაც 30 წელიწადია პოლიტიკოსები აკეთებინებენ საზოგადოებას. ამიტომ, ეს საკითხი, ხალხის ჩართულობის და პრაიმერის გარეშე არ შეიძლება დადგეს.

ძალიან ჭკვიანი ქალია სანდრა. შეიძლება სხვა კანდიდატურაც შემოვიდეს, მაგრამ ვინც არ უნდა იყოს, ოპოზიციას მარცხის უფლება არ გვაქვს.

ჩვენი შეცდომა პირველ რიგში გაუხარდება ფსევდო ოპოზიციას, უპირველესად გიგა ბოკერიას, ამიტომ ჩვენ ეს თემა კვლევაში უნდა ჩავუშვათ.“ – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

ბიძინა ივანიშვილის დამარცხება იმიტომ არ მინდა, რომ მეორე გიჟმა არ ჩაანაცვლოს

“ოპოზიციას რომ გადავხედოთ, ბოლო 8 წლის მანძილზ ვერ შეძლო გაერთიანება ვერცერთი პარტიის და ლიდერის გარშემო. არ აღმოჩნდა ისეთი ლიდერი, არ გვყავს ჩვენ ოპოზიციაში ისეთი ლიდერი, რომელიც კონსოლიდირებას მოახდენს. გასაგებია, რომ სააკაშვილს ილუზია აქვს, უნდა რომ ასე ეჯეროს, მაგრამ არც თვითონ არ აღმოჩნდა ასეთი” – ამის შესახებ „ტაბულას“ დამფუძნებელმა და პოლიტიკურმა კომენტატორმა თამარ ჩერგოლეიშვილმა განაცხადა .

მისი თქმით, ოპოზიციურმა პარტიებმა მხოლოდ პროპორციული არჩევნების თემის ირგვლივ შეძლო გაერთიანება.
“როდესაც ყველას ინტერესი იყო პროპორციული არჩევნები, მათ შორის პატარა პარტიების ინტერესი იყო ბარიერი დაწეულიყო, რაც „ნაციონალურ მოძრაობას “ არ სურდა.
ბუნებრივია ყველას დამოუკიდებლად სურდა, იმიტომ რომ არ დასჭირდეთ მიშაზე მიწებება. მიშას ბუნებრივი სურვილი ჰქონდა, ეს ასე არ მომხდარიყო, მაგრამ, უბარიერო სისტემითაც ხეირობენ პატარა პარტიები.

მე ოპოზიციისგან ვითხოვ, კარგად დაფიქრდნენ და საქმე აკეთონ თავიდან. „ნაციონალური მოძრაობა“ თავის პრემიერობის კანდიდატად ვის წარმოადგენს, გიორგი ვაშაძეს თუ სხვას, ეს მათი საქმეა.

მე ბიძინა ივანიშვილის დამარცხება იმიტომ კი არ მინდა, რომ მეორე გიჟმა ჩაანაცვლოს. მე მინდა, რომ ამ ქვეყნაში დამყარდეს პოლიტიკურ ძალთა შორის ბალანსი” – განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.

თხოვნაა გავაზიაროთ მაქსიმალურად ვისაც რეალურად სურს მიხეილ სააკაშვილის დაბრუნება “მე დავბრუნდები ჰო დავბრუნდები, მე ქართველები დამაბრუნებენ”

“მოვითხოვოთ მიხეილ სააკაშვილის საქართველოშ დაბრუნება გვსურს ის დაუბრუნდეს მის ქვეყანას და ხელახალ დაიწყოს ის აღმშენებლობის ხანა რაც შეწყდა 2012 წელს.” ამ სათაურით უამრავი პოსტები ქვეყნდება ყოველდღიურად სოციალურ ქსელში ქართველი ხალხი ითხოვს დაუბრინდეს ქვეყანას მიხეილ სააკაშვილი. “მგზავრი ვარ შენზე ფიქრებს ვუნდები და აჩრდილებთან თამაშს უვნებელს მე დავბრუნდები ჰო დავბრუნდები, მე ქართველები დამაბრუნებენ.”

სასწრაფოდ! სროლა ვაკეში

ბაგებში, ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან სროლის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებაში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება, 117-ე (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) და 236-ე მუხლებით (იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება) დაიწყო.

არსებული ინფორმაციით, ბაგებში მომხდარ სროლაში რამდენიმე ადამიანი მონაწილეობდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სასწრაფო დახმარების პრესსამსახურში განუცხადეს, სროლის შედეგად დაშავებულია ორი ადამიანი და ისინი ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში არიან გადაყვანილი.

„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

როგორც შსს-ში აცხადებენ, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

სასწრაფოდ! სტიქიაა ამ წუთებში გორში მოსახლეობა პანიკაშია (ვიდეო)

ძლიერმა ქარმა გორში 5-სართულიან კორპუსს სახურავი გადახადა

სტალინის გამზირზე მომხდარი შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, დაზიანდა ერთი ავტომობილი.

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფი, მიმდინარეობს ზარალის დათვლა

მიხეილ სააკაშვილის შოკისმომგვრელი განცხადება “თუ ჩემი მოკვლა გადაწყვიტეს! მე ამისათვისაც მზადა ვარ “

Mikheil Saakashvili, JosÈ Manuel Barroso and Michael Karnitschig, Member of cabinet of JosÈ Manuel Barroso (in the foreground, from left to right)

“ძვირფასო მეგობრებო!
ჩემმა ბოლო პოსტმა პრეზიდენტ მ. სააკაშვილის შესახებ დიდი ინტერესი გამოიწვია. ამიტომ, ეს გარემოება საფუძველს მაძლევს გავაგრძელო პუბლიკაციების გამოქვეყნება ამ თემაზე. მეორე პოსტით შევეცდები დავანგრიო რუსეთის სპეცსამსახურების მიერ შეთხზული ლეგენდა, თითქოსდა მ.სააკაშვილი არის მხდალი და მშიშარა. ეს მითი არის საზიზღარი და ბინძური ცილისწამება, შეთითხნილი საქართველოს პრეზიდენტის დისკრიმინაციის მიზნით!
შიში და სიმამაცე
მოდით, შევეცადოთ პასუხი გავცეთ კითხვას, რა არის შიში და რა არის სიმამაცე?
შიში არის ადამიანისათვის დამახასიათებელი ბუნებრივი გრძობა, რომელიც დამყარებულია (განპირობებულია) თავის გადარჩენის ინსტიქტზე. თუ აკადემიკოს ი. პავლოვს დავუჯერებთ, არსებობს ძირითადად ორი სახის ინსტიქტი: ბუნებრივი და შეძენილი. შეძენილ ინსტიქტებზე ნუ შევჩერდებით, რადგან ეს არ არის ჩვენი სტატუსის თემა.
ბუნებრივ ინსტიქტებს მიეკუთვნება:შიში, შიმშილის გრძნობა, სექსუალური ლტოლვა და ა.შ.( გაიხსენეთ,მხ. ფილმი”მთავარი ინსტიქტი” შერონ სტოუნის მონაწილეობით). იმდენად გამჯდარია ადამიანის ორგანიზმში ეს ბუნებრივი ინსტიქტები, რომ ისინი მოქმედებენ ჩვენი ნებისგან დამოუკიდებლად. ჩვენ გვიჭირს მათი კონტროლი. მხოლოდ გონებისა და ნებისყოფის დაძაბვის ხარჯზე შეგვიძლია გადავლახოთ ეს გრძნობები და ვაკონტროლოთ. ადამიანი ცხოვრების მანძილზე სწავლობს ამას.
შიში მრავალნაირია. საბოლოო ჯამში არსებობს მხოლოდ ერთი შიში, სიკვდილის შიში. ადამიანის მთელი ცხოვრება, სიკვდილისათვის მზადებაა. ზოგისთვის ხსნა რელიგიაშია, ზოგისთვის იდეაში, მიზანში და ა.შ. ყველა თვითონ პოულობს ხსნის გზას.
2014წ. 21-22 ან 23 თებერვალს, მაშინ როცა ჯერ კიდევ არ იყო დამთავრებული კიევის მაიდანზე ხოცვა-ჟლეტა, პირდაპირი მნიშვნელობით, პატრიოტების დაღვრილი სისხლიც კი არ იყო შემშრალი, არ იცოდი საიდან მოგხვდებოდა ტყვია, მაშინ როცა მაიდანი ჯერ კიდევ იდგა და ყოველ მეორეს იარაღი ჰქონდა, უკრაინის მთელი პოლიტიკური ელიტა სოროებში იყო შემძვრალი და შიშით ცხვირს ვერ ჰყოფდა, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, დაცვის მხოლოდ ორი თანამშრომლის ამარა დადიოდა მაიდანზე, გადადიოდა ბარიკადიდან ბარიკადაზე, ესაუბრებოდა რევოლუციონერებს და წარბიც არ შეუხრია, ისე დააბიჯებდა თავისი გულივერის ნაბიჯებით, რომ ჩვენ სირბილით დავყვებოდით უკან. ამისთანა სიტუაციაში, ორი კი არა 20 კაციც ვერ დაგიცავს . არავითარი კორიდორი, არავითარი გასასვლელები. პირდაპირ იქ მიდიოდა, სადაც ბევრი ხალხი იყო შეჯგუფებული. ვატყობდი როგორ ნერვიულობდა გენერალი თემურ ჯანაშია, დაცვის თანამშრომელი( მგონი ვალერი). მათი ნერვიულობა ჩვენც გადაგვედო. ამ დროს პრეზიდენტი ჩერდებოდა, სხვადასხვა ქვეყნის ჟურნალისტებს ინტერვიუებს აძლევდა. საფრანგეთის ტელევიზიის ჟურნალისტმა ეტყობა არ იცოდა, რომ მ.სააკაშვილი ფრანგულ ენას ფლობდა, ამიტომ დამტვრეული რუსულით დაუსვა შეკითხვა. პრეზიდენტი მიხვდა რომელი ქვეყნის წარმომადგენელთან ჰქონდა საქმე და პასუხის გაცემა ფრანგულად დაიწყო. თქვენ იმის სახე უნდა გენახათ, საწყალმა გოგომ მეტყველების უნარი დაკარგა. რამდენიმე წამის განმავლობაში გაოგნებული უყურებდა და ყურებს არ უჯერებდა – უკრაინელები აღფრთოვანებული ხვდებოდნენ, ოვაციებს უწყობდნენ, ისმოდა შეძახილები”დიაკუემო”(მადლობა, უკრ.)! სთხოვდნენ გვიშველეო, ნუ დაგვტოვებ, დარჩი ჩვენთანო!
ეხლა წარმოიდგინეთ, ბიძინა ივანიშვილი ამ სიტუაციაში….ჰა, ვერა???
ამავე საღამოს, ერთმა უკრაინელმა ჟურნალისტმა მ.სააკაშვილს ასეთი შეკითხვა დაუსვა: პუტინი დაგემუქრათ, რომ ერთი ორგანოთი ჩამოგკიდებთო. თქვენ არ გეშინიათ პუტინის, რომელიც გამოირჩევა თავისი სისასტიკით და შურისმაძიებლობითო და თან ასეთი ყოვლისშემძლეაო. თქვენ კი თითქმის დაცვის გარეშე დადიხართ და არ იცავთ უსაფრთხოების წესებსო? მ.სააკაშვილის პასუხმა შოკში ჩააგდო იქ მყოფი ადამიანები:”არავითარი პირადი დაცვა, არავითარი ბრონირებული მანქანა და კორტეჟი არ მიშველის, თუ ჩემი მოკვლა გადაწყვიტესო! მე ამისათვისაც მზადა ვარო. მე ისეთ საქმეს ვაკეთებ, რომ ეს საქმე ღირს სიცოცხლის რისკადო!”
უნდა დაგენახათ ჟურნალისტისა, ოპერატორისა, მთელი გადამღები ჯგუფისა და იქ მყოფი ადამიანების სახეები-ერთ რამედ ღირდა!

აი, ეს არის სიმამაცე, ჩემო კარგებო!
ვფიქრობ, მ.სააკაშვილმა იმ საღამოს, თავისი მოქმედებით ამ ჟურნალისტისთვის გაცემული პასუხით, უპასუხა კითხვას- რა არის სიმამაცე!
დიახ, სიმამაცე სიკვდილის შიშის დაძლევაა და მეტი არაფერი!
არის მიზნები, რომელთა გულისთვისაც ღირს სიცოცხლის გაწირვა! პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიზანია დაამთავროს თავისი დაწყებული სახელმწიფოებრივი მშენებლობის საქმე.
არ ღირს ეს მიზანი სიცოცხლედ?!
ასე, რომ სანამ ვინმე , მ.სააკაშვილის გორში” ფორთხვაზე” დაიწყებს ქილიკს, კარგად გაიაზროს, რა საშიშროების წინ იდგა მაშინ საქართველო. გაიხსენეთ ჩეჩნეთის პირველი პრეზიდენტი, ჩვენი სამშობლოს დიდი მეგობარი ჯ.დუდაევი. სწორედ თვითმფრინავიდან გაშვებული რაკეტის მეშვეობით მოკლეს! არ დაიზაროთ და კიდევ ერთხელ ნახეთ ის ფირი, ოღონდ ბოლომდე.კარგად დაინახავთ, რომ მ.სააკაშვილი არსადაც არ გაქცეულა. ის დაცვამ წააქცია და საკუთარი სხეულებით გადაეფარნენ მას. კიდევ ერთ შეკითხვაზე მიპასუხეთ, თუ შეიძლება: ბ. ივანიშვილი რომ მოხვედრილიყო ანალოგიურ სიტუაციაში. დაცვა საკუთარი სხეულებით დაიცავდა?
იცოდეთ ხალხო, როგორც მემატიანე მოგვითხრობს მეფე გიორგი1-ზე, ისევე მიხეილ სააკაშვილი არის “უშიშო, ვითარცა უხორცო”. დიახ, ჩვენ შეგვიძლია ვიამაყოთ ჩვენი პრეზიდენტით!!!
აშშ-ს პრეზიდენტ რ. რეიგანზე თავდასხმის კადრებს, კომენტარებში დავდებ, სადაც ჩანს როგორ “გარბის” “მხდალი” და “ლაჩარი” რ. რეიგანი, როგორ იცავს მას პირადი დაცვა და როგორი თავქუდმოგლეჯილი მიაქცუნებენ” მშიშარა” პრეზიდენტს შემთხვევის ადგილიდან.
აგრეთვე ვურთავ ირმა სამნიაშვილის მიერ იმ საღამოს გადაღებულ ფოტოსურათებს ბარიკადებზე, ჩვენს მაიდნელ ქართველ თანამებრძოლებთან გიორგი ნოზაძესა და ზაზა ქარჩავასთან ერთად.
უღრმესი პატივისცემით, თქვენი ვახტანგ სუხიაშვილი.

უდიდესი სისასტიკე მთელი საქართველო შეძრულია დედამ საკუთარი შვილი მოკლა

გლდანისხევში ავტოფარეხებს შორის მისულმა მეეზოვემ ჩვილის ცხედარი ნახა. „ტვ პირველის“ ინფორმაციით, ამის გამო მსახლეობა მეეზოვის განწირულმა კივილმა შეძრა. მეზობლები ყვებიან, რომ არასრულწლოვანმა დედამ სახლში იმშობიარა და ბავშვი ფანჯრიდან გადააგდო. 

გამოძება დედის მიერ ბავშვის მკვლელობის მუხლით დაიწყო. ერთ-ერთი ვერსიით არასრულწლოვანი ორსულბის შესახებ ოჯახს უმალავდა და ამიტომ ჩვილი მეექვსე სართულის ფანჯრიდან გადააგდო. 

სასწრაფოდ! სანდრა რულოვსი სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს

“მიშა დაბრუნდება ქართულ მიწაზე, არა რევოლუციური სცენარით, რისიც ოპონენტებს ეშინიათ, არამედ,

ახალი მთავრობის მოსვლის შემდეგ, როცა სასამართლო გათავისუფლდება პოლიტიკური ზეგავლენისგან და ეს მოხდება ძალიან მალე”,- აცხადებს სანდრა რულოვსი.


ელენე თევდორაძის შოკისმომგვრელი განცხადება

სკანდალური განცხადება ! ნახეთ რა უთხრა მერაბიშვილმა და ბოკერიამ ელენე თევდორაძეს, უმოწყალოდ დახოცილი ადამიანების შესახებ.

სასწრაფოდ! ამ წუთებში აფეთქება მოხდა თბილისში კაფე “ვერდესთან” გაზგასამართი სადგური აფეთქდა

თბილისში კაფე “ვერდესთან” გაზგასამართი სადგური “ეკოგაზი” აფეთქდა. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ბრიგადა და სასწრაფო დახმარების მანქანები.

როგორც “კურიერისთვის” გახდა ცნობილი, დაზიანდა იქვე მდებარე საცხოვრებელი კორპუსი და ჩაიმსხვრა ფანჯრები.

როგორც “რუსთავი 2-ს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა რატი მუჯირმა განუცხადა, დაშავდა ერთი ადამიანი. ჯერჯერობით სხვა დეტალები უცნობია.

შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა.