სასიხარულო ინფორმაცია “მართლაც ძალიან მძიმე იყო… ჩვენ გავიმარჯვეთ” – N4, პაციენტმა რომელიც ყველაზე მძიმედ იყო კორონავირუსი დაამარცხა

კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა მე-10 პაციენტმა თბილისის ინფექციური საავადმყოფო უკვე დატოვა.საუბარია #4 44 წლის მამაკაცზე, რომლის მდგომარეობაც უკიდურესად მძიმე იყო.
ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსმა, მარინა ენდელაძე აღნიშნული პაციენტის შესახებ „ტვ პირველის“ ეთერში ისაბრა და განაცხადა, რომ ეს არის კორონავირუსზე გამარჯვება.
„44 წლის პაციენტი მძიმე იყო ძალიან. აქ იყო მნიშვნელოვანი პნევმონია, ფილტვის საკმაოდ დიდი მოცულობა იყო მოცული პნევმონიით, დაზიანება იყო. ამ პაციენტთან ჩვენ გავიმარჯვეთ, რადგან მართლაც რომ მძიმე იყო, გადავრჩით ყველანაირ გართულებას. ამჟამად გამოჯანმრთელებულია და გაწერილია“, – ამბობს ენდელაძე.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 73-ს შეადგენს. მათგან 10 გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში 4055, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 252 ადამიანი იმყოფება.

სასწრაფოდ! გ ა ა ვ რ ც ე ლ ე თ!!! პატრიარქის ლოცვა- კურთხევა ქართველ ერს – მის მიერ დაწერილი ვედრება ღვთისმშობლისადმი ერისა და ქვეყნის გადასარჩენად ყოველდღიური ლოცვისათვის

გ ა ა ვ რ ც ე ლ ე თ !!! სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ლოცვა- კურთხევა ქართველ ერს – მის მიერ დაწერილი ვედრება ღვთისმშობლისადმი ერისა და ქვეყნის გადასარჩენად ყოველდღიური ლოცვისათვის !!!, – “დედაო ღვთისა, გარდამოიხილე ჩვენზე და გვაცხოვნე ჩვენ!ყოვლადწმინდაო ღვთისმშობელო, პატრონო ივერიისაო, ბრწყინვალე ვარსკვლავო ცისკრისაო, მზეო ქვეყანისაო, აღმატებულო ანგელოზთაო, შემწეო ყოველთა დავრდომილთა და შეჭირვებულთაო, მამისაგან უფლის დედად გამორჩეულო და მფარველო ორთავ სოფლისაო, მოწყალე თვალით გარდამოიხილე შენს წილხვედრ მამულსა – საქართველოსა ზედა და ურიცხვთა ცოდვათა ჩვენთა შენდობა შესთხოვე ყოვლადწმიდასა სამებასა – მამასა, ძესა და სულსა წმიდასა.
წყალობითა შენითა კვლავ აღგვადგინე, მშიერნი დააპურე, შიშველნი შემოსე, საპყრობილესა შინა მყოფნი განათავისუფლე და სიმართლის გზაზე დააყენე; უძლურნი განკურნე, მტირალთ ნუგეში ეც, ჭაბუკთა და ყრმათა სიმხნე მიეც და სულიერად აღამაღლე, ასაკოვანნი სიბრძნით აღავსე და მათი შთამომავალნი კეთილდღეობით გაახარე.
დედაო მოწყალეო, მოგვეც სიმტკიცე რწმენისა; სასოება, შიში ღვთისა და შეუორგულებელი სიყვარული ეკლესიისა და მოყვასისა; ერთგულება მამულისა და ქართული ენისა; მოგვმადლე გული წმინდა და სული წრფელი; გონება მახვილი და ღრმა; სხეული ჯანსაღი და უვნებელი; განამტკიცე ოჯახები ქართველთა და აკურთხე იგინი შვილთა სიმრავლით; აღავსე ბეღელნი ჩვენი პურითა და ვენახები ჩვენი – ყურძნითა; განამრავლე მოსავალი მიწისა და მონაგები პირუტყვთა.
ღვთისმშობელო დედაო, შეცთომილნი ძენი და ასულნი ივერიისანი ჭეშმარიტების გზაზე დააყენე, უცხოეთში მყოფი ქართველნი სამშობლოში მშვიდობით დააბრუნე; მტრად მოსულნი უცხო ტომნი ჩვენს უვნებლად თვისავ ქვეყანასა შინა განაწესე, ხოლო ჩვენ, მკვიდრთა საქართველოისათა, მოგვეც ძალი ურთიერთთანადგომისა, რათა მწუხარეთა თანა ვტიროდეთ და შევეწეოდეთ მათ, ხოლო მხიარულთა თანა ვიხარებდეთ.
დედაო მარიამ, ერი ქართველთა, მთავრობა, მხედრობა და ეკლესია ჩვენი სულიერად შეჰკარ და აღდგენილსა მამულსა შინა ჩვენსა ერთ განუყოფელ სამწყსოდ ღვთისად დაადგინე; ტაძრად შენდა ჰყავ საქართველო და ხილულ და უხილავ მტერთაგან კეთილსურნელ იათა მახვილითვე მარად დაიცევ.
მერმეცა გევედრები, რათა შეეწიო მართლმადიდებლობით აღსრულებულთა ჩვენთა ახლობელთა და წინაპართა და სულნი მათნი შენის მეოხებით სავანესა მართალთასა დააწესენ.
განუზომელია წყალობა შენი ჩვენ ზედა, ღვთისმშობელო დედაო, დიდებასა და მადლობასა გწირავთ შენ, მეოხო ჩვენო, შენს ფერხთა ქვეშ განვაფენთ გულთა ჩვენთა და კანდლად აღგინთებთ ლოცვასა ჩვენსა; ზეცისა სასუფეველიდან ვიდრე საქართველომდე, ვითარცა ფიანდაზსა დაგიფენთ სიყვარულსა ჩვენსა და მთელის ქვეყნის ყვავილებით განვამშვენებთ მას.
მუხლმოდრეკით შეგთხოვ, არ განგვშორდე არცა ჟამსა მას მეორედ მოსვლისა ძისა შენისასა და სრულიად საქართველო უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს მარჯვენით დაადგინე, რათა შენთანა ვიხარებდეთ და ვადიდებდეთ დამბადებელსა ჩვენსა, ყოველთა შემწყნარებელსა და სიყვარულსა დაუსრულებელსა – მამასა, ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
ამინ“.

სასწრაფოდ! ახლახან გავრცელდა ინფორმაცია აპრილის შუა რიცხვებიდან დაიწყება ამ პრეპარატის გამოყენება

ყოველდღე სულ უფრო და უფრო დამაიმედებელი ინფორმაციები ვრცელდება, რომ მეცნიერები კორონავირუსთან გამკლავებას წარმატებით შეძლებენ. უცხოური მედიის ცნობით, უკვე არსებობს წამალი, რომელიც უზრუნველყოფს ვირუსის გამრავლების დაბლოკვას ორგანიზმში. პირველი ექსპერიმენტული ცდა წარმატებულია. პაციენტებმა 24 საათის შემდეგ უკეთესად იგრძნეს თავი. საბოლოო შედეგები აპრილის ბოლოს იქნება ცნობილი (იხილეთ წყარო).დამაიმედებელ ინფორმაციას ავრცელებს საფრანგეთში მცხოვრები ნუგზარ სულაშვილიც.,,საფრანგეთმა ბოლო 10 დღის განმავლობაში 124 ყველაზე მძიმე ავადმყოფზე გატესტა base de chloroqine.
როგორც აღმოჩნდა, კრიზისი დაძლიეს ისეთმა პაციენტებმა, რომელთა ასაკიც 75-90 წელი იყო და დამატებით გააჩნდათ თანმხლები ქრონიკული დაავადებები.
აპრილის შუა რიცხვებიდან აღნიშული მედიკამენტის მასიურ გამოყენებას ვარაუდობენ მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე.პ.ს. პესიმისტებმა დააყენეთ უკანალი და არაფერი დამიპოსტოთ. ნუ გადაიყვანეთ ჭკუიდან ეს საცოდავი ხალხი”, – დაწერა ფეისბუქში ნუგზარ სულაშვილმა.ლომბარდიის რეგიონის ჯანდაცვის მეთაურის თქმით, გუშინ პირველი პოზიტიური დღე იყო ბოლო თვის განმავლობაში.-დღეს ალბათ ყველაზე პოზიტიური დღეა ამ რთული თვის განმავლობაში. ახლა გამარჯვების სიმღერის დრო არ არის, მაგრამ გვირაბის ბოლოს სინათლე გამოჩნდა, – განაცხადა ჯულიო გალერამ.

ერთი ბარძიმიდან ზიარება – ვინც ამაზე ამბობს უარს, უარს ამბობს მაცხოვარზე

კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა.

საპატრიარქოს განცხადებით, ზოგიერთი საინფორმაციო საშუალება ხელოვნურად ამზადებს საზოგადოებრივ აზრს, რომელის მიხედვითაც მომავალში შექმნილ შესაძლო პრობლემების მიზეზად ეკლესია გამოცხადდება.

„ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით ამჟამად არსებული სიტუაცია, როგორც ამბობენ, უფრო გამწვავდება. ზოგიერთი საინფორმაციო საშუალება კი ვითარებას ისე წარმოაჩენს, რომ გვიჩნდება განცდა, ხელოვნურად მზადდება საზოგადოებრივი აზრი, რათა მომავალში შექმნილ შესაძლო პრობლემების მიზეზად ეკლესია გამოცხადდეს იმის მიუხედავად, რომ სწორედ ეკლესია ცდილობს, მაქსიმალურად  დაიცვას სახელმწიფოს და, მათ შორის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი უსაფრთხოების ზომები” – ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს იმ მოწოდებებს, რომელიც მრევლმა უნდა დაიცვას.

“ჩვენ კვლავაც მოვუწოდებთ, რომ:

ვისაც ჯანმრთელობა არ უწყობს ხელს, დარჩნენ სახლში სრულ განკურნებამდე, ხოლო ტაძრებში ადამიანებს შორის მანძილი დაცულ იქნას 2 მეტრით, ეზოში კი,- 1,5 მეტრით (ამისთვის მიმდინარეობს დასადგომი ადგილების მონიშვნა და ტაძრების რადიოფიცირება).

დიდი ხალხმრავლობის თავიდან ასაცილებლად მოძღვრებს ლოცვა-კურთხევა ეძლევათ, წირვა-ლოცვაზე და 7-გზის ზეთისცხებისთვის  მრევლი გადაანაწილონ კვირის სხვადასხვა დღეებში.

ტაძრებში (განსაკუთრებით მცირე ზომისაში) მსახურებები, შესაძლებლობისამებრ,  უნდა შესრულდეს  ღია ცის ქვეშ.

ვირუსის გავრცელებაზე საუბრისას, ჩვენთვის გაუგებარია, რატომ კეთდება დიდი აქცენტი სულიერი საზრდოს მისაღებად კვირაში ერთხელ საეკლესიო მსახურებაზე მყოფ მორწმუნეებზე მაშინ, როდესაც ტაძარში მრევლის რაოდენობა ბევრად ნაკლებია, ვიდრე, მაგალითად, გადაუდებელი აუცილებლობის გამო საზოგადოებრივ ტრანსპორტში (ავტობუსი, მეტროპოლიტენი), სააფთიაქო ქსელში ან სურსათის მაღაზიებში ყოველდღიურად მისულ მოქალაქეებთან  შედარებით.

განსაკუთრებულად უპირისპირდებიან ზიარების ათასწლოვან პრაქტიკას მაშინ, როდესაც ასეთი პოზიციის მქონეთა უმრავლესობას არა აქვს სათანადო ცოდნა ან რწმენა აღნიშნული საიდუმლოს სულიერი მნიშვნელობისა.

ერთი ბარძიმიდან ზიარება მრევლის ქრისტესთან და ერთმანეთთან ერთობის და სიყვარულის უმაღლესი დადასტურებაა, ხოლო ვინც ამაზე ამბობს უარს, უარს ამბობს მაცხოვარზე!

გვესმის, რომ ზოგიერთი შეიძლება რწმენაში დაბრკოლდეს იმ პროპაგანდით, რაც დღეს მსოფლიოში და ჩვენს ქვეყანაშიც მიმდინარეობს; არიან სასულიერო პირებიც, რომლებიც ტაძარში ხალხის დასწრებაში პრობლემას ხედავენ, პრობლემას ხედავენ მრევლის ზიარებაშიც… (არ ვგულისხმობთ უცხოეთში მკაცრ საგანგებო რეჟიმში მყოფ მოძღვრებს).

გვინდა, ყველას ვუთხრათ, რომ, მსგავსად სნეულებაში მყოფი ადამიანებისა, ისინიც, ვინც ვირუსით დაავადების საფრთხეს ეკლესიაში მისვლას უკავშირებენ, დარჩნენ სახლში და თავისი მოძღვარი, სურვილის შემთხვევაში, ადგილზე მიაკითხავს.

ტაძარში მსახურებაზე დასწრების აკრძალვა კი მათთვის, ვისთვისაც ეს სასიცოცხლოდ აუცილებელია, არის გაუმართლებელი და დანაშაული ღვთის წინაშე.

2020 წლის 20 მარტის წმინდა სინოდის განჩინებისამებრ, კვლავაც ყველას (ეკლესიაში მოსულთ და სახლში დარჩენილთ) მოვუწოდებთ ლოცვისკენ, საკუთარ თავში ჩაღრმავებისა და ცოდვათა გაცნობიერებისაკენ, გულწრფელი სინანულის, აღსარებისა და ზიარებისკენ, რათა წმინდა სისხლი და ხორცი ქრისტესი გვექმნას საკურნებლად სულისა და ხორცისა.

ყველას გილოცავთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეს!

ჩვენთან არს ღმერთი!

იყავნ ნება შენი, უფალო, ამინ!“, – ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ  განცხადებაში.

სიმართლე მწარეა გინდათ მლანძღეთ, ამ გაჭირვების ჟამს საბჭოთა სკოლამ დაანახა ყველას რომ ყველაზე მაგრები არიან

კულტური პალატის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი სოციალურ ქსელ ფეისბუქში წერს:

მთელ მსოფლიოს საბჭოთა სამედიცინო სკოლამ ამ გაჭირვების ჟამს დაანახა რომ ყველაზე მაგრები არიან.!!! მაგალითი ჩვენც სახეზე გვაქვს ჩვენი გმირი ექიმების სახით. ახლა გინდათ მლანძღეთესაა სიმართლე და სიმართლერამდენადაც მწარე არუნდა იყოსუნდა აღიარო. წერტილიჩვენი ექიმები გმირები არიანმადლობა მათ დაუღალავი შრომისთვისმე მიყვარს ექიმი და ყველაზე მთავარიისტორიას გაფრთხილება უნდა“. – წერს დავით ოქიტაშვილი.

მარნეულიდან პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 9 დღის ახალშობილი შეიყვანეს

მარნეულიდან თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 9 დღის ახალშობილი შეიყვანეს. კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, ახალშობილი ფასდება, როგორც „საეჭვო შემთხვევა“.

„გუშინ მარნეულიდან გადმოიყვანეს 9 დღის ახალშობილი, რომელიც მოთავსებულია როგორც საეჭვო შემთხვევა. მას აღენიშნება სუნთქვის მწვავე უკმარისობა. ამ ეტაპზე ახალშობილის მდგომარეობა სტაბილურია. ნაცხის ანალიზი იგზავნება ლუგარის ლაბორატორიაში“, – განაცხადა რატიანმა.

ამ წუთებში ხდება ცნობილი ჩინეთში კიდევ ერთი ვირუსის გავრცელაბასთნ დაკავშირებით რამაც 1 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა

როგორც აღნიშნული უცხოური ვებ პორტალი იუწყება, ჩინეთში ახალი ვირუსით დაინფიცირდა ერთი ადამიანი და მალევე დაიღუპა. ახალ ვირუს ჰანტა შეარქვეს. საინტერესოა ინფორმაცია რამდენად სანდოა, თუმცა აღნიშნულ ფაქტს ჯერ ჩინეთის სახელმწიფოსგან კომენტარი არ მოჰყოლია.
ველოდებით მოვლენების განვითარებას და აუცილებლად მოგაწვდით, თუ როგორ განვითარდება მოვლენები.

ყველაზე მნიშვნელოვანი ეს წყაროა: 
https://dailytimes.com.pk/582065/hantavirus-in-china-after-coronavirus-havoc-man-dies-of-rat-caused-disease/

სხვა წყაროები:
https://www.aa.com.tr/en/asia-pacific/man-dies-of-hantavirus-in-china-report/1777762

https://nypost.com/2020/03/24/man-who-died-on-bus-in-china-tests-positive-for-hantavirus/

“მაქვს სერიოზული დაავადება, თუმცა დღეში 18-20 საათი ვმუშაობ

სკოლის ასაკში ფიზიკა-მათემატიკით ვიყავი გატაცებული და არაფრით მინდოდა მედიცინა, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა POSTV-ის ეთერში განაცხადა.

თენგიზ ცერცვაძის თმით, მისი მშობლები ექიმები იყვნენ და მათი რჩევით, ჩააბარა სამედიცინო ინსტიტუტში. „შემდეგ ეს არ მინანია და მათი მადლობელი ვიყავი, რადგან ვნახე, რომ ადამიანის სიცოცხლე ეს არის ყველაზე ძვირფასი, რასაც შეიძლება შეეხო“, – აღნიშნა მან.

თენგიზ ცერცვაძის თქმით, თითოეული გადარჩენილი ადამიანის სიცოცხლისთვის, ან თითოეული ზუსტად დასმული დიაგნოზისთვის, ექიმს დაახლოებით ის განცდა ეუფლება, რაც სავარაუდოდ, დეტექტივს, სერიოზულ საქმის გახსნისას, ან სპორტსმენს, როდესაც ის დიდ გამარჯვებებს აღწევს.

„ასე რომ, ადრენალინი დიდი დოზით არის ექიმის პროფესიაში, მით უმეტეს, თუ აქტიური ექიმი ხარ. ვფიქრობ, განსაკუთრებით დიდია ეს ადრენალინი ჩვენ დარგში, ინფექციურ დაავადებათა დარგში, სადაც ხშირად გიხდება შეხება სიცოცხლისთვის საშიშ დაავადებებთან. ჩემ ასაკში, 70 წელს გადაცილებული ვარ, სხვებისთვის არ არის საინტერესო, მაგრამ მაქვს სერიოზული დაავადება, როგორც ამ ასაკში ყველას და პრაქტიკულად ამას ვერ ამჩნევენ გარშემომყოფები, იმიტომ რომ დღეში 18-20 საათი ვმუშაობ, მათ შორის, ძალიან მძიმე სიტუაციაში და ალბათ, ზევით ნახსენები მიზეზები იძლევა იმის ძალას, რომ ასე ვიყო“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.—

ამ წუთებში ინგა გრიგოლია საავადმყოფოში გადაყავთ

ჟურნალისტი ინგა გრიგოლია საავადმყოფოშია, ამის შესახებ თავად წერს ინოვას კლინიკიდან სოციალურ ქსელში:
„კორონა არა,მაგრამ ფეხი კი მოვიტეხე.

ხოდა ,ვწევარ ახლა ნაოპერაციები და ფეხმოტეხილი ამ საგანგებო ეთერებისას და ვსკდები გულზე. გამოტყდით, ვისი თვალი მეცა ან ვინ დამწყევლა ,გაქრი ეკრანიდანო. არადა,კორონას პანიკა მქონდა.“

სასწრაფოდ! ამ წუთებში ვრცელდება ინფორმაცია სოციაურ ქსელში ამერიკულ-ებრაულმა კომპანიამ დაასრულა მუშაობა ანტივირუსზე

სასწრაფოდ!
ინტერნეტში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამერიკულ-ებრაულ ფარმაცევტულმა კომპანიამ “ROCHE MEDICAL COMPANY” უკვე დაასრულა COVID 19-ის ანტივირუსის ვაკცინის დამზადებაზე მუშაობა და ერთ კვირაში მილიონობით ეგზემპლარს გამოუშვებს მსოფლიოში!
ვაკცინა მოქმედებს 3 საათში მისი ორგანიზმში გამოყენებისას…
იმედია, ინფორმაცია უტყუარია, რადგან ცნობილი იყო, რომ ეს კომპანია მართლა აცხადებდა, რომ არც ისეთი რთული აღმოჩნდა ეს ვირუსი, რაც თავიდან გვეგონაო…