უმძიმესი ინფორმაცია იტალიაში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსით 919 ადამიანი გარდაიცვალა

იტალიაში ბოლო 24-საათის განმავლობაში ახალი კორონავირუსის შედეგად 919 ადამიანი დაიღუპა. ეს ქვეყანაში ვირუსის გავრცელების დღიდან გარდაცვალების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ბოლო დღე-ღამის მანძილზე იტალიაში კორონავირუსით დაინფიცირების 5909 ახალი შემთხვევა გამოვლიდა.

საერთო ჯამში ქვეყანაში ახალი კორონავირუსით დაღუპულია 9 134 ადამიანი, ინციირებულთა რიცხვი კი 86 498-ს შეადგენს.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რაოდენობას, ვირუსისგან სრულად გამოჯანმრთელდა 10 950 პაციენტი.

გაკვირვებულია ამერიკა, ევროპა გვაოცებს საქართველოს ბრძოლა ვირუსის წინააღმდეგ!

მთელს მსოფლიოში ლიდერები ვართ კორონა ვირუსთან წინააღმდეგ ბრძოლაში.გაკვირვებულია ამერიკა,ევროპა ,თუ როგორ მყისიერად, ეტაპობრივად და რაც მთავარია სწორად მივყვებით იმ გზას, რაც საბოლოოდ მიგვიყვანს აღნიშნული ვირუსის დამარცხებამდე.რამოდენიმე დღის წინ ტრამპმა ახსენა წამალი, რომლითაც შეიძლება ვუმკურნალოთ დაავადებულებსო და ჩვენი ექიმები მას უკვე ორი თვეა იყენებე. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ მეტყველებს ჩვენი ექიმების უმაღლეს პროფესიონალიზმზე. შეგახსენებთ, რომ უკვე თვეზე მეტია ჩვენს ქვეყანაში მძვინვარებს covid – 19,იგივე კორნა ვირუსი, თუმცა ღვთის და ჩვენი ექიმების პროფესიონალიზმის წყალობით, არცერთი ლეტალური შემთხვევა საბედნიეროდ ჯერ არ დაფიქსირებულა.

გაიგეთ მეტი: http://worldnews.com.ge/

ერთი ნაბიჯი კატასტროფამდე რა ხდება ოზურგეთში? სრული განუკითხაობა ეპიდ აფეთქების საფრთხე…

საქართველო ქვეყანა, რომელიც ყველაზე კარგად ებრძვის მსოფლიო გამოწვევას რასაც COVID-19 ჰქვია, შესაძლოა დიდი კატასტროფის წინაშე დადგეს მოსახლეობის და ადგილობრივი ხელისუფლების დაუდევრობის შედეგად. რა ხდება ამ საკითხთან დაკავშირებით კერძოდ ოზურგეთში სადაც არანაირი სახის დეზინფექცია არ ტარდება. ვირუსის “ბუდედ” შეიძლება ჩაითვალოს აგრარული ბაზარი სადაც ათობით ადამიანი სრულიად დაუცველად ყიდვა გაყიდვაშია ჩართული. აღდგა შიდამიმოსვლა სამარშუტო ტაქსებით სადაც უამრავი ადამიანია ყოველგვარი ჰიგიების დაცვის გარეშე. საქართველოს მთავრობის მიერი გამოცხადებული დეკრეტის საფუძველზე იკრძალება ქვეყანაში ყველანაირი თავშეყრა 10 კაცზე მეტის, რაც ოზურგეთში ბაზარში ხდება სისხლის სამართლის დანაშაულია რადგან თუ ასე გაგრძელდა აუცილებლად დიდ ეპიდ აფეთქებას გამოიწვევს.

მივმართავთ საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას დაინტერესდეს აღნიშნული თემით სასწრაფოდ რათა არ მივიღოთ ახალი მარნეული და ბოლნისი…

საქართველოს მთავრობის კიდევ ერთი უმაგრესი ნაბიჯი

სოციალური ქსელის მომხმარებელი გოჩა ალექსიძე, სოციალურ ქსელში საქართველოს მთავრობის მიერ კორონავირუსის პრევენციის მიზნით გადადგმულ იმ ნაბიჯებზე წერს, რომელიც ყველა ჩვენგანის ოჯახში უსაფრთხო პროდუქტის შემოტანას უზრუნველყოფს.

„საქართველოს მთავრობის კიდევ ერთი უმაგრესი ნაბიჯი !!!!
არ ვიცოდით უმეტესობამ, თურმე საქართველოში მომავალ უცხოურ ტრაილერებს, რომლებსაც პირველადი მომხმარების საგნები და პროდუქტი შემოაქვთ, შეყავთ საბაჟოზე კარანტინის ტერიტორიაზე, უკეთებენ დეზინფექციას, შემდეგ ხსნიან, საქონელს უკეთებენ დეზინფექციას, მერე მოყავთ ჩვენი, ქართული ტრაილერები, შემდეგ ჩვენ ტრაილერებსაც უკეთებენ კიდე დეზინფექციას, დეზინფიცირებულ საქონელს ტვირთავენ დეზინფიცირებულ ტრანსპორტში და ისე უშებენ საქართველოს ტერიტორიაზე !!!
ენა მოვიტეხე კინაღამ 
ჰე ეხლა დაიბოღმეთ, თუ რატომ უფრთხილდება საქართველოს მთავრობა, თავისი ყველა სტრუქტურით, თქვენ ოჯახში რო უსაფრთხო პროდუქტი შემოვიდეს !!
ყოჩაღ ოცნების ხელისუფლებას !!!“ – წერს გოჩა ალექსიძე.

საგანგებო მიმართვა ემიგრანტებს სასწრაფოდ დაბრუნდით სამშობლოში, მერე შეიძლება ჩემოდნებიც ვერ ჩამოიტანოთ!

საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსი, მამა ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში იმ ადამიანებს მიმართავს, რომლებიც პატრიარქს მისი გამონათქვამების გამო აკრიტიკებს.
„დღეს ბევრი იხსენებს პატრიარქის არაერთ ნათქვამს, როდესაც მას აკრიტიკებდნენ:

ემიგრანტებო დაბრუნდით, მერე შეიძლება ჩემოდნებიც ვერ ჩამოიტანოთო;
სოფელში მცირე მიწის ნაკვეთი შეინარჩუნეთ, დაგჭირდებათო;
სოფლის მეურნეობის საქმე შეისწავლეთ, გამოგადგებათო;
ხელი ხშირად დაიბანეთო.
იფიქრეთ ისე, თითქოს მეორედ მოსვლამდე რამდენიმე დღე იყოს დარჩენილიო;
ოჯახებისთვის მოიცალეთო;
სცოდნია თურმე რასაც ამბობდა?
რამდენიმე თვის წინ ამბობდა, ვხედავ დაცარიელებულ ქალაქებს და შენობებში გამოკეტილ ხალხს, რომლებიც დახმარებას ითხოვენო. ეს ხმამაღლა აღარ უთქვამს, მაინც ცოტა დარჩა ვინც ამას შეისმენდა. ახლა თქვა ღმერთს არ დაშორდეთ ისე შეასრულეთ ექიმების რეკომენდაციებიო, თქვა დაგვიფარავს უფალიო, ისევ იცინოდნენ.
ახლა მგონი თანდათან სიცილის ხასიათი გვეკარგება და ამას ისევ პატრიარქს ვაბრალებთ?! იქნებ მართლა, ზოგმა მეტად ზოგმა ნაკლებად, ვისაც როგორ შეგვიძლია, ვილოცოთ და ღმერთს არ განვეშოროთ?
ამ საერთო პრობლემის წინაშე მაინც, სულ ცოტა ერთმანეთის გაკიცხვას თავი დავანებოთ, ემიგრაციაში მყოფთაც, ბოლნისელებსაც და მარნეულელებსაც ვუსურვოთ სიკეთე, ერთმანეთს შენდობა ვთხოვოთ და გამოჯანმრთელება დავიწყოთ სულიერი ვირუსების განკურნებით.“ – წერს ანდრია ჯაღმაიძე.

სასწრაფოდ! ამას არავინ ელოდა კომუნალურ გადასახადებზე შესაძლოა, შეღავათები დაწესდეს სემეკი მთავრობასთან იმსჯელებს

სემეკი კომუნალურ გადასახადებზე შეღავათების დაწესების შესახებ მთავრობასთან ერთად იმსჯელებს.

მარეგულირებელი კომისია აღნიშნულ საკითხს კორონავირუსის გამო შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე განიხილავს. აღსანიშნავია, რომ მოსახლეობის ნაწილი ვირუსის გამო, უსამსახუროდ დარჩა, ტურისტული ობიექტების დიდი ნაწილი კი დაკეტილია და მათ შემოსავალი არ უფიქსირდებათ. სწორედ ამიტომ, ბიზნესი უკვე საუბრობს იმის შესახებ, რომ საჭიროა გადასახადების გადავადება, რადგან მათ დღეს თანხები არ გააჩნიათ. ელექტროენერგიისა და გაზის გარეშე დარჩენა კი მათ აიძულებს, მუშაობა სრულად შეწყვიტონ.

,,ამ ეტაპზე კომისიაში მიმდინარეობს მომხმარებელზე დარიცხული დეპოზიტების შესახებ ინფორმაციის ანალიზი და უახლოეს დღეებში კომისია მიიღებს გარკვეულ ზომებს, რათა ახალი კორონავირუსის გამო შექმნილ ვითარებაზე მოხდეს ადეკვატური რეაგირება“ -აცხადებენ სემეკში.

,,ბიზნესპრესნიუსის“ შეკითხვაზე, რამდენად იქნება შეღავათები იურიდიულ მომხმარებლებზე თუ მხოლოდ საყოფაცხოვრებო მომხმარებლებზე, სემეკი გვპასუხობს, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს მონაცემების ანალიზი და ამის საფუძველზე კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას. მარეგულირებელ კომისიაში განმარტავენ, რომ ერთი მხრივ, უნდა მოხდეს მომხმარებლების ინტერესების გათვალისწინება, რომლებიც ამ მდგომარეობის გამო დაზარალდნენ, მეორე მხრივ, გათვალისწინებული უნდა იყოს განაწილების ლიცენზიანტების ინტერესებიც. ამასთან, პრიორიტეტად რჩება ქვეყნის ენერგიით უწყვეტად და საიმედოდ მომარაგება, რისი პრობლემაც დღის წესრიგში არ დგას” – აცხადებენ სემეკში.

„იურიდიული პირების შემთხვევაში, დეპოზიტები, ანუ ელექტრო, გაზის ან წყლის მოხმარებისთვის არსებული კონკრეტული იურიდიული პირის სააბონენტო ბარათებზე განთავსებულია კონკრეტული იურიდიული პირის კონკრეტული კომუნალური გადასახადის თანხა (ელექტრო, გაზი, წყალი) ადეკვატური ოდენობით. მაგალითად, თუ იურიდიული პირი ელექტროენერგიის საფასურს იხდის 1000 ლარის ოდენობით, საშუალოდ ეს თანხა აქვს მას განთავსებული ელექტროენერგიის გადასახადის დეპოზიტზე, რომელსაც არავინ ეხება. ახლა კი საუბარია იმაზე, რომ შესაძლებელია ეს დეპოზიტები გამოიყენონ იურიდიულმა პირებმა და ამით დაფარონ შესაბამისი კომუნალური გადასახადი” – აცხადებენ სემეკში.

რაც შეეხება ფიზიკურ პირებს, როგორც სემეკში განმარტავენ, მოწყვლადი ჯგუფებისათვის შესაძლოა, ამოქმედდეს გარკვეული შეღავათები. ამის თაობაზე უკვე მიმდინარეობს მსჯელობა სემეკსა და მთავრობას შორის.

სრული კატასტროფა ნახეთ რა ხდება ზუგდიდში ამ წუთებში სააკაშვილის გადაწყვეტილების შემდეგ

საგანგებო მდგომარეობისას დაწესებული შეზღუდვის მიუხედავად, დღეს ხალხმრავლობა იყო ზუგდიდის ცენტრში.

ზუგდიდში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა სამედიცინო პირბადეები უფასოდ დაარიგეს და მოქალაქეები ამის გამო შეკრიბეს.

ზუგდიდის ცენტრში დღეს გადაღებული ვიდეო სოციალურ ქსელში ვრცელდება.

რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა ინფორმაცია კახი კალაძემ 1 მილიონ 100 ათასი ჩარიცხა Stop covid-ის ფონდში

რამდენიმე წუთის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია კახი კალაძემ 1 მილიონ 300 ათასი ჩარიცხა Stop covid-ის ფონდში.

.. #ამდროს ქართველები ასე ვამბობთ ხოლმე – ღმერთმა მეტი მოგცესო,
#მითუმეტეს მაშინ, როცა ფული
#შრომითაა ნაშოვნი..
(300 000€ – 1 100 000 ლარი)..
#გაიხარეთ და გამრავლდით..!!

ახლახან გავრცელდა ინფორმაცია ბერა ივანიშვილმა $1.1 მლნ გადარიცხა stop covid-ის ფონდში

სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია ბერა ივანიშვილთან დაკავშირებით, როგორც ირკვევა მან 1.1$ მილიონი გადარიცხა STOP COVID19-ის ფონდში.

სასწრაფოდ! ქართელი ექიმების უნიკალური აღმოჩენა ეს მსოფლიოს შოკში ჩააგდებს შესაძლოა კორონავირუსისგან განკურნებულმა პაციენტმა, ვირუსით დაავადებული განკურნოს

covid-19-ის მკურნალობის ახალი მიგნება, შესაძლოა პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში გარდამტეხი აღმოჩნდეს.
ინფექციონისტი ბიძინა კულუმბეგოვი აცხადებს, რომ კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულის სისხლმა შესაძლოა სხვა ინფიცირებული განკურნოს.

ეს შესაძლებლობა განსაკუთრებით აქტუალურია იმ ქვეყნებისთვის, სადაც დაინფიცირბეული და შესაბამისად გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობა საკმაოდ მაღალია (ჩინეთი, იტალია, აშშ და სხვ).
„გამოჯანმრთელებულ ადამიანს აქვს ე.წ მახსოვრობის იმუნიტეტი, რომელიც ორგანიზმა გამოიმუშავა გამოჯანმრთელების შემდეგ ამ ვირუსის მიმართ. სწორედ სისხლის პლაზმაში ცირკულირებს ეს ანტისხეულები, რომლებიც შეიძლება უკვე დაავადებულ ადამიანს გამოადგეს“, – ამბობს ინფექციონისტი ბიძინა კულუმბეგოვი.