ვერ ვიგებ რატომ ნერვიულობს ასე საქართველო? მე გადავწყვეტ ვინ სად დავნიშნო!!!

რატომ ნერვიულობს ასე საქართველო? საუბარი მხოლოდ ვიცე-პრემიერობაზეა. რა საჭიროა ასეთი პოლიტიკური აგრესია? უცნაურია, რომ როდესაც საუბარი სახელმწიფოს სუვერენულ გადაწყვეტილებაზეა, არც ისე დიდი მეზობელი ასე რეაგირებს. საქართველო არ არის აშშ, რომელიც იტყვის, რომ სხვას შეუქმნის დიპლომატიურ პრობლემებს, ეს საქართველოა და ეს არ უნდა დაივიწყონ“, – განაცხადა არახამიამ.
მისივე თქმით, თავადაც ქართველია და ესმის, თუ როგორი განწყობებია საქართველოს მთავრობაში სააკაშვილის მიმართ.
„ეს უბრალოდ ზეწოლის მცდელობაა. ჩვენ დამოუკიდებელი სახელმწიფო ვართ და ვერც ერთი ქვეყანა ვერ გვეტყვის, ვინ დავნიშნოთ ვიცე-პრემიერად და ვინ არა. ეს არასწორი რიტორიკაა.ჩვენზე ზეწოლას ვერავინ მოახდენს, მითუმეტეს საქართველო! ჩვენ ქართველებთან საერთო ენას აუცილებლად გამოვნახავთ, ჩვენ მოძმე ერები ვართ“, – განაცხადა არახამიამ.

Share with:

Facebook


Leave a Reply

Your email address will not be published.