ერთი ნაბიჯი კატასტროფამდე რა ხდება ოზურგეთში? სრული განუკითხაობა ეპიდ აფეთქების საფრთხე…

საქართველო ქვეყანა, რომელიც ყველაზე კარგად ებრძვის მსოფლიო გამოწვევას რასაც COVID-19 ჰქვია, შესაძლოა დიდი კატასტროფის წინაშე დადგეს მოსახლეობის და ადგილობრივი ხელისუფლების დაუდევრობის შედეგად. რა ხდება ამ საკითხთან დაკავშირებით კერძოდ ოზურგეთში სადაც არანაირი სახის დეზინფექცია არ ტარდება. ვირუსის “ბუდედ” შეიძლება ჩაითვალოს აგრარული ბაზარი სადაც ათობით ადამიანი სრულიად დაუცველად ყიდვა გაყიდვაშია ჩართული. აღდგა შიდამიმოსვლა სამარშუტო ტაქსებით სადაც უამრავი ადამიანია ყოველგვარი ჰიგიების დაცვის გარეშე. საქართველოს მთავრობის მიერი გამოცხადებული დეკრეტის საფუძველზე იკრძალება ქვეყანაში ყველანაირი თავშეყრა 10 კაცზე მეტის, რაც ოზურგეთში ბაზარში ხდება სისხლის სამართლის დანაშაულია რადგან თუ ასე გაგრძელდა აუცილებლად დიდ ეპიდ აფეთქებას გამოიწვევს.

მივმართავთ საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას დაინტერესდეს აღნიშნული თემით სასწრაფოდ რათა არ მივიღოთ ახალი მარნეული და ბოლნისი…

Share with:

Facebook


Leave a Reply

Your email address will not be published.