პაატა იმნაძის საგანგებო მიმართვა მინდა, ძალიან სიამაყით განვაცხადო, რომ ჩვენ უკვე 6 შტამი, ანუ 6 ქართველი ავადმყოფის ვირუსი გაშიფრულია

“მინდა, ძალიან სიამაყით განვაცხადო, რომ ჩვენ უკვე 6 შტამი, ანუ 6 ქართველი ავადმყოფის ვირუსი გაშიფრულია, ატვირთულია მსოფლიო ბაზაში, ამ ვირუსების გენომების.
ძალიან ზუსტად ჩაჯდა ეს ჩვენი ირანული წარმოშობის პაციენის ვირუსი ირანულ ჯგუფში, იტალიური წარმოშობის, იტალიურ ჯგუფში. ეს ვირუსები, უკვე ერთმანეთისგან განსხვავდებიან, რომელ ქვეყანაში, რომელი გენოტიპი…მუტაციები სულ ხდება, ვირუსი როცა ვრცელდება.

ჩვენ ახლა, აქტიურად მივადევნებთ თვალს ჩვენი ავადმყოფები არამარტო საიდან ჩამოვიდნენ, არამედ ვირუსს რომ გამოვყობთ ვიცით უკვე, ის ვირუსი რომელი ვირუსის ნათესავია, რომელი ქვეყნის.

როცა არ ვიცოდით, მოქალაქე ამბობდა ერთ-ერთი ჩვენი შემთხვევა, რომ მას ჰქონდა შეხვედრა რამოდენიმე უცხოელთან, ჩვენ დავადგინეთ, რომელ უცხოელისგან იყო ეს ვირუსი. იმიტომ რომ იმ ქვეყანაში გავრცელებული შტამის იდენტურია მისი ვირუსი. ამას აკეთებს ლუგარი ცენტრი, ისე როგორც წამყვანი ლაბორატორიები”-ამბობს იმნაძე.

Share with:

Facebook


Leave a Reply

Your email address will not be published.