ჩინეთის მოულოდნელი და უცნაური გადაწყვეტილება კორონავირუსის წინააღდეგ სამკურნალოდ დათვის ნაღველს გამოიყენებენ

ჩინეთში კორონავირუსით დაავადებული პაციენტების სამკურნალოდ დათვის ნაღველს გამოიყენებენ. „ბიბისის“ ინფორმაციით, მკურნალობის ამ მეთოდის ლიცენზია ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნულმა კომისიამ უკვე გასცა.

როგორც ვრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი წერს, ახალი კორონავირუსით დაავადებულ იმ პაციენტებს, რომელთა ჯანმრთელობის მდგომაროება კრიტიკულია, ინიექციას გაუკეთებენ, რომლის შემადგენლობაშიც შევა დათვის ნაღველი, თხის რქის და სხვა ბალახეულის ნაყენი.

ამასთან „ბიბისი“ ცნობით, ამ ეტაპზე აღნიშნული ინექციის ეფექტიანობის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ არსებობს.

დათვის ნაღველს ჩინურ (ისევე, როგორც მონღოლურ და ტიბეტურ) ტრადიციულ მედიცინაში უკვე საუკუნეებია იყენებენ. ის არალეგალურ ბაზარზე საკმაოდ ძვირი ღირს. ცხოველთა დამცველები დათვის ნაღვლის სამკურნალოდ გამოყენების წინააღმდეგ გამოდიან.

ჩინეთში კოვიდ 19-ით ბოლო 24 საათში ექვსი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ „როიტერზე“ დაყრდნობით ავრცელებს. ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსის 35 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ჩინური მედიის ინფორმაციით, ყველა შემთხვევა იმპორტირებულია.

წყარო: 1tv.ge

Share with:

Facebook


Leave a Reply

Your email address will not be published.