სასწრაფოდ! სკანდალური ინფორმაცია კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქოს საზ. ურთიერთობის სამსახურის უფროსის

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ გარკვეული ჯგუფების მხრიდან შეტევასა და დისკრედიტაციის მცდელობაზე საუბრობს.

„ზუგდიდში ვირუსის გავრცელება ერთ-ერთი რელიგიური ჯგუფის მიერ მოხდა, თუმცა ამაზე არავინ ლაპარაკობს და რეაქცია სხვაგვარი იქნებოდა, ეს რომ ეკლესიის წევრის მიერ მომხდარიყო, რომ ყოფილიყო ეს საეკლესიო წიაღიდან, წარმოიდგინეთ, რა ამბავი იქნებოდა“, – აღნიშნა ჯაღმაიძემ „რუსთავი 2“-თან საუბრისას.

მისივე თქმით, ცხადია, რომ ეკლესიის მისამართით ნეგატიური პიარის აგორება ხელოვნურად ხდება.

“პირველად რომ გაცხადდა ერთ-ერთი კლასტერი, იყო იტალიის – მოხდა ასე, ექიმმა ჩამოიტანა. ერთი წუთით წარმოიდგინეთ, სასულიერო პირს რომ ჩამოეტანა, რა ამბავი იქნებოდა დღეს, ეკლესიის გარშემო. ასე რომ, ჩვენ ძალიან ცხადად ვგრძნობთ, ხელოვნურად ხდება ეკლესიის მისამართით მსგავსი პიარის აგორება. თუ დააკვირდით, სულ ერთი კვირა დასჭირდა ეკლესიას მობილიზებისთვის: ყველა ტაძარი იყო გახმოვანებული, დახაზული და მსგავსი წესრიგი, რაც ჩვენმა მორწმუნე და მლოცველმა ხალხმა გამოიჩინა, იშვიათად დამისახელებს რომელიმე ორგანიზაციას, ან რომელიმე საზოგადოებრივ ჯგუფს, რომელსაც ეს გაეკეთებინა”, – განაცხადა ჯაღმაიძემ.

Share with:

Facebook


Leave a Reply

Your email address will not be published.