ვგრძნობ უცნაურ ტკივილს ზურგში და სახსრებში… რუსთავი 2 -ის ჟურნალისტი განცხადება ვირუსის დადგენის შემდეგ

რუსთავი 2-ის ჟურნალისტი თეონა ცხომელიძე სოციალრ ქსელში წერს, რომ COVID 19 სავარაუდოდ რესპოდენტისგან გადაედო.

ჟურნალისტის განცხადებით, მას ზურგის და სახსრების ტკივილი აწუხებს.

ცხომელიძის თქმით, ის ეპიდემიოლოგებთან ერთად საკონტაქტო წრის დადგენას ცდილობს.

“მეგობრებო პირველ რიგში მადლობა და ბოდიში – ვერ გპასუხობთ. დღეს დამიდასტურდა კოვიდ-19, რომელიც დიდი ალბათობით გადმომედო რესპოდენტისგან – სხვა კონტაქტი ინფიცირებულთან არ მქონია. არ მაქვს სიცხე, ვგრძნობ უცნაურ ტკივილს ზურგში და სახსრებში. მესმის რომ დიდია ინტერესი, მაგრამ ვერ გპასუხობთ ჯერ ექიმიც არ მინახავს. ახლა მხოლოდ იმ ადამიანებზე ვღელავ, ვისაც შესაძლოა ჩემგან ინფექცია გადადებოდა, სხვა არაფერი მაწუხებს. ვმუშაობთ ეპიდემიოლოგებთან რომ მაქსიმალურად დავაზუსტოთ საკონტაქტო წრე, გადამდები ვარ 7 სექტემბრიდან. დავემატე ხვალინდელ სტატისტიკასაც, გურამ როგავა რომ გამოაცხადებს”, – წერს თეონა ცხომელიძე

Share with:

Facebook


Leave a Reply

Your email address will not be published.