სასწრაფოდ აქამდე უცნობი ფაქტები… “ყველანაირად გამანადგურეს”

ბიძინა ივანიშვილის უმცროსი ძმა ალეკო ივანიშვილი ჯერ კიდევ “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლამდე გაეხვა სკანდალში, მაშინ, როცა მედიაში დაიბეჭდა ჩრდილოეთ ოსეთში მცხოვრები მზია ხინჩაგაშვილის ინტერვიუ, ქალი ამბობდა, რომ მას წლების წინ ალეკო ივანიშვილისგან გოგონა, თეონა შეეძინა. ინტერვიუს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ალეკო ივანიშვილმა შვილი ოფიციალურად არ აღიარა, თუმცა მიუხედავად ამისა, ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი ღარიბაშვილის შუამავლობით, დედა-შვილს წლების განმავლობაში ფულს უხდიდა და თბილისში ბინაც უყიდა. ამის შემდეგ უკვე დედა თეონას კანონიერ შვილად აღიარებას და ივანიშვილების გვარს ითხოვდა.  სასამართლო წლები გაგრძელდა და საბოლოოდ, 2020 წლის მარტში თეონა ხინჩაგაშვილის გამარჯვებით დასრულდა. 12 მარტს ქართულმა სასამართლომ დადგენილება გამოიტანა და თეონა ხინჩაგაშვილი ალექსი (ალეკო) ივანიშვილის კანონიერ შვილად ცნეს და ივანიშვილის გვარი მიიღო, ახლა ის ორივე გვარს ატარებს.
დედა-შვილი ვლადიკავკაზში ცხოვრობს. თეონას ქმარი ხაშურიდან არის. ცნობილი ოჯახის კანონიერი მემკვიდრე ორ ვაჟს ზრდის. როგორ შეიცვალა დედა-შვილის ცხოვრება მას შემდეგ, რაც თეონამ მამის გვარი მიიღო, ამის შესახებ თავად საუბრობს:
„სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნით, თეონა 99.9999%-ით ალოკოს შვილია. სასამართლომ გამოიტანა სამართლიანი გადაწყვეტილება და სამართლიანობამ გაიმარჯვა. ამის შემდეგ, ალეკომ ორჯერ გვიჩივლა, ჩემი შვილი არ არისო. ყველა ინსტანციაში გავიმარჯვეთ. მადლობა სამხარაულის ექსპერტიზას და სასამართლოს, რომ სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო. ივანიშვილების მიერ კიდევ ერთხელ გადაგდებულ და მიტოვებულ შვილს ადვოკატმა ლია ხუციშვილმა და ბატონმა ზაზა ხატიაშვილმა კონსულტაციები გაუწიეს. ლიახუციშვილმა, ჩვენმა ადვოკატმა, “კაპიკი” არ აიღო, მას შემდეგ მეშინია, პრობლემები არ შეექმნას ქალბატონ ლიას სასამართლომ ფულადი დახმარება ვერ დაუნიშნა თეონას, რადგან ალიმენტის ასაკი გასულია. ახლა გვემუქრებიან, მერე რა, გვარი რომ მიიღო, ქონებიდან მაინც ვერაფერს მიიღებსო. ჩასახვის დღიდან მიატოვა ალეკომ შვილი… ქაცვს ვარჩევთ და მისი გაყიდვით ვირჩენთ თავს.
შარშან თეონას ფეხი ჰქონდა სამგან მოტეხილი და ძალიან ცუდად იყო, საავადმყოფოში იწვა. ნათესავებმა შეგვიკრიბეს ფული და ისე გავუკეთეთ ოპერაცია. ბატონ ბიძინას რომ გაეგო, სიკვდილის პირას არ მიატოვებდა თავის ობოლ ძმისშვილს. ალეკომ გაიგო, მაგრამ არ დაგვეხმარა.
საქართველოში რისთვის ჩამოვიდე, რა აზრი აქვს, რომ ვიჩივლე, იმასაც ვნანობ. ყველანაირად გამანადგურეს, რის ფასად დაგვიჯდა ეს გვარი. მეგონა, მადლო¬ას მეტყოდნენ, ეს რა შვილი გაზარდეო. მინდა, მივმარო ბიძინა ივანიშვილს, მას ბევრი არასწორი ინფორმაცია მისდის. გვარი კი მიიღო თეონამ სასამართლოს გადაწყვეტილებით, მაგრამ არ მჯერა, რომ ბატონ ბიძინას საავადმყოფოში მიეტოვებინა ძმისშვილი. ვერ დავიჯერებ ამას, ატყუებენ მას. მინდა, მივმართო ალეკოს პირად ადვოკატს, არჩილ კბილაშვილს, ყოფილ პროკურორს, ასე როგორ მოგვექეცით?! გვეუბნებოდა კიდევ ჩავაბაროთ ანალიზიო, ყველაფერში ვეთანხმებოდით. ყველამ იცის ჩვენი მდგომარეობა, ჩვენ რისი გამყალბებელი ვიყავით?!”, – აცხადებს მზია ხინჩაგაშვილი. 
სრულად იხილეთ: ამბები.ჯი

Share with:

Facebook


Leave a Reply

Your email address will not be published.