სასწრაფოდ! ეპიდაფეთქება ქობულეთში? ჩაიკეტება თუ არა ქობულეთი?!

საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექოტირის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა, რომ ინფიცირებულებს საქართველოს მასშტაბით ქობულეთიდან ერთი ადამიანი შეუერთდა, ეს გახლავთ ქალბატონი, რომელიც კაფე “ჰავანაში” მუშაობდა და ის თბილისიდან იყო ჩასული. 

“დაფიქსირდა ჩვენთვის არასასიამოვნო შემთხვევა – ინფიცირების შემთხვევა ქობულეთში. ქალბატონი თბილისიდან არის ქობულეთში ჩასული. არის ასეთი კაფე “ჰავანა” ქობულეთში, სადაც ინფიცირებული მუშაობდა. უკვე ყველა ადამიანი, ვინც იქ მუშაობდა იზოლაციაშია გადაყვანილი. მაგრამ, 9,10, და 11 აგვისტოს ვინც იმყოფებოდა ამ კაფეში მინდა გავაფრთხილოთ, რომ ფრთხილად იყვნენ. და თუ ოდნავ მაინც რაიმე სიმპტომი ექნებათ მიმართონ კლინიკას,”- განაცხადა პაატა იმნაძემ. 

დაწესებულების ყველა თანამშრომელი კარანტინშია გადაყვანილი, კაფემ კი მუშაობა განაახლა. სამსახურში მეორე ცვლა გამოვიდა, რომელსაც, გავრცელებული ინფორმაციით, ინფიცირებულთან ურთიერთობა არ ჰქონია. პარალელურად, მედიკოსები დამსვენებლებს აფრთხილებენ, – ის ვინც ბოლო დღეებში ქობულეთის კაფე “ჰავანას” სტუმრობდა და ვირუსის დამახასიათებელი სიმპტომები გამოუვლინდათ, აუცილებლად უნდა მიმართონ ცხელების ცენტრებს. 

აქვს თუ არა, რესტორანს სტუმრის მიღების უფლება და დაუწესდათ თუ არა, მათ რაიმე განსაკუთრებული შეზღუდვები – ამაზე “ჰავანას” მენეჯერმა განმარტა, რომ ადგილზე ეპიდემიოლოგები უკვე იმყოფებოდნენ, ჩატარდა რესტორნის დეზინფექცია, შედეგად კი სტუმრების მიღება არანაირ საშიშროებას აღარ წარმოადგენს.

“მოსულები იყვნენ და დილის 8 საათზე ჩაატარეს სადეზინფექციო სამუშაოები, მას შემდეგ ველოდებით პასუხებს. აბსოლუტურად ყველა თანამშრომელს ჩაუტარდა PCR კვლევა და რისკის ჯგუფის მქონე ადამიანები საკარანტინო ზონაში გადაიყვანეს. როდესაც ჩვენთან მუშაობდა, ქალბატონს არანაირი სიმპტომი არ გააჩნდა. ჩვენთან ყოველდღიურად მიმდინარეობდა თანაშრომლების თერმოსკრინინგი და სპეციალურ ჟურნალში ვსახავდით ხოლმე ყველას ტემპერატურას,” – აცხადებს სასტუმრო “ჰავანას” მენეჯერი. 

Share with:

Facebook


Leave a Reply

Your email address will not be published.