“ივანიშვილს მალე მოიშორებენ, მოწამლავენ, მოკლავენ ან….”- სანდრა რულოვსი

დამიჯერეთ, ბიძინას მალე მოიშორებენ, ის ამას ვერ ხვდება. ბიძინა ივანიშვილი ვერ ხვდება, რომ თვითონ უკვე ზედმეტია: მოწამლავენ, მოკლავენ ან დაიკარგება, დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სანდრა რულოვსმა განაცხადა.

მისი თქმით, თუ ბიძინა ივანიშვილს უნდა, რომ საქართველოს დაეხმაროს, მაშინ გახარიას პრემიერის პოსტი უნდა დაატოვებინოს…

„ეს ნიშნავს, რომ პირდაპირ რუსეთი ზის ჩვენი კაბინეტის თავზე და რაც რუსეთს უნდა, იმას გააკეთებს. ამბობენ, რაც უნდოდა რუსეთს, ის მიიღო. მათი კაცი გახარიას სახით უკვე არის კაბინეტის უფროსი. შეუძლია, ნებისმიერი გადაწყვეტილება მიიღოს, თუნდაც რუსეთთან ანექსია, ბიძინა უკვე ზედმეტია. დამიჯერეთ, ბიძინას მალე მოიშორებენ, ბიძინა ივანიშვილი ვერ ხვდება, რომ თვითონ უკვე ზედმეტია: მოწამლავენ, მოკლავენ ან დაიკარგება, დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები.

Share with:

Facebook


Leave a Reply

Your email address will not be published.