2008 წლის აგვისტოს ომი დაიწყო საქართველომ

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდა, სადაც 2008 წლის ომის დაწყებაში კვლავ საქართველო დაადანაშაულა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, მაშინდელმა ხელისუფლებამ იცოდა, რომ საომარი მოქმედებების დაწყების შემთხვევაში, საერთაშორისო დახმარების იმედი არ უნდა ჰქონოდა.

“როცა საომარი მოქმედებები დაიწყო, იმ დროს საქართველოს არანაირი უპირატესობა არ ჰქონდა. 2008 წელს საქართველო გაფრთხილებული იყო მისი ყველა მოკავშირეებისგან, რომ სამხედრო ნაბიჯი არ გადაედგა. საქართველო ასევე იყო გაფრთხილებული, რომ არანაირი დახმარება მოკავშირეებისგან არ იქნებოდა. როცა დახმარების იმედი არ გაქვს და მეტიც, იცი, რომ საზღვარზე ივლისიდან წვრთნები სახელად “კავკასი” მიმდინარეობს. მაშინ იქ ათასობით რუსი ჯარისკაცი და ჯავშანტექნიკა იყო მობილიზებული და რაღაცას ელოდებოდნენ. როცა ასეთი ვითარებაა, იმ მომენტში პროვოკაციაზე აყოლება და შენს ტერიტორიაზე, შენს მოსახლეობაზე მასიური დაბომბვის დაწყებას რა ჰქვია? უგუნურობა, გიჟი პრეზიდენტის ახირება თუ რაღაც უცნაური და გაუგებარი გარიგება ჩვენს საუკუნოვან მტერთან,” – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

წელს 10 წელიწადი გავიდა 2008 წლის სამხედრო კონფლიქტიდან, რომელიც “აგვისტოს ომის” სახელით მოიხსენიებენ. ომი 5 დღე, 7 აგვსტოდან 13 აგვისტომდე გაგრძელდა, რის შემდეგაც საქართველომ დაკარგა კონტროლი კოდორის ხეობასა და ახალგორის რაიონზე.

Share with:

Facebook


Leave a Reply

Your email address will not be published.