სასწრაფოდ! რას წერს ბრიტანელი მეცნიერი კორონავისრუსთან დაკავშირებით? ამას არავინ ელოდა

ბრიტანელი მეცნიერი, 2013 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ქიმიის დარგში, სტენფორდის უნივერსიტეტის ბიოფიზიკოსი, მაიკლ ლევიტი აცხადებს, რომ კორონავირუსის პანდემია მალე დასრულდება.

მეცნიერის თქმით, ეს განსაკუთრებით იმ ქვეყნებს შეეხება, რომლებშიც სოციალური დისტანცირებისკენ მიმართული ღონისძიებები ტარდება.

ლევიტმა იმ 78 ქვეყნის მონაცემები გააანალიზა, სადაც ყოველდღიურად კორონავირუსით 50-ზე მეტი ადამიანი ინფიცირდება და მათ დიდ ნაწილში დადებითი ტენდენცია გამოავლინა.

აღმოჩნდა, რომ დაავადებულთა საერთო რიცხვის ზრდის მიუხედავად, ახალი შემთხვევების რაოდენობა ყოველ მომდევნო დღეს წინაზე ნაკლებია.

-ახლა მთავარი პანიკის კონტროლია. ყველაფერი კარგად იქნება, – განაცხადა მეცნიერმა.

ლევიტი მედიას ზედმეტ პანიკასა და დაავადებულთა საერთო რაოდენობის ზრდაზე ფოკუსირებაში ადანაშაულებს. მისი თქმით, წინა წლის სექტემბრიდან დღემდე გრიპის ვირუსით 36 მილიონი ამერიკელი დაავადდა, გარდაცვლილთა რიცხვმა კი 22 ათასი შეადგინა, თუმცა ეს შემთხვევები, როგორც წესი, ჟურნალისტების ყურადღების მიღმა რჩებოდა.

მიმდინარე წლის თებერვალში გამოცემა China Daily News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ლევიტმა განაცხადა, რომ COVID-19-ის გავრცელებამ ჩინეთში პიკს მიაღწია და ერთი კვირაში გარდაცვლილთა რაოდენობის კლება დაიწყებოდა.

ნობელის პრემიის ლაურეატმა ასევე იწინასწარმეტყველა, რომ იქ ინფიცირებულთა რიცხვი 80 000, მსხვერპლი კი 3250 ადამიანი იქნებოდა. მისი პროგნოზი გამართლდა. 16 მარტისთვის ჩინეთში კორონავირუსით დაავადების 80298, ხოლო გარდაცვალების 3245 შემთხვევა იყო რეგისტრირებული. მოცემული დროისთვის კი დაავადებულთა რიცხვი ყოველდღიურად 50-ზე ნაკლები პაციენტით იზრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში ვირუსის გავრცელების შეჩერება მოხერხდა.

ასევე საინტერესოა ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევა, რომელიც თავდაყირა აყენებს წარმოდგენას ვირუსთან ბრძოლის გზებს.

დიდი ბრიტანეთის მედია ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევებზე დაყრდნობით წერს, რომ ახალმა კორონავირუსმა შესაძლოა ინგლისში იმაზე ბევრად მეტი ადამიანი დააინფიცირა, ვიდრე ოფიციალური მონაცემითაა დადასტურებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ბევრმა უკვე გადაიტანა უსიმპტომოდ, მათ აქვთ იმუნიტეტი ამ ვირუსის მიმართ და შეუძლიათ მუშაობა.

-თუ ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევა დადასტურდა, ეს იმას ნიშნავს, რომ ათასი დაინფიცირებულიდან, შესაძლოა მხოლოდ ერთ ადამიანს დასჭირდეს სპეციალური მკურნალობა, ყველა დანარჩენს კი შეიძლება ჰქონდეს სუსტად გამოტახული სიმპტომი ან სიმპტომი არ ჰქონდეს საერთოდ, – ამბობს პროფესორი, ეპიდემიოლოგი საიდ გუპტა, რომელიც ხელმძღვანელობა ზემოთ აღნიშნულ კვლევას.

ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევრები თვლიან, რომ კორონავირუსმა დიდ ბრიტანეთში შემოაღწია იანვრის შუა რიცხვებამდე და შესაძლოა, დეკემბერშიც კი. ვირუსი შეუმჩნევლად ვრცელდებოდა მთელი ერთი თვის ან მეტის განმავლობაში.

პროფესორი საიდი თვლის, რომ ახლა საჭიროა, სასწრაფოდ დაიწყოს ფართომასშტაბიანი ტესტირება ანტისხეულებზე, რათა დადგინდეს, სინამდვილეში ეპიდემიის რა სტადიაზე იმყოფება ქვეყანა.

ოქსფორდის უნივერსიტეტის დასკვნის მიხედვით, ქვეყანაში ბოლო ორი თვის მანძილზე უამრავმა ადამიანმა გადაიტანა ვირუსი უსიმპტომოდ ან მცირედი სიმპტომით და შესაბამისად, უამრავ ადამიანს კორონავირუსის მიმართ უკვე გააჩნია იმუნიტეტი. თუ ეს კვლევა ანალიზებით დადასტურდა, შეზღუდვები, რომელიც ამჟამად დაწესებულია ინგლისში, შესაძლოა იმაზე ბევრად ადრე მოიხსნას, ვიდრე მთავრობამ დაადგინა.

მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერები ჯერ კიდევ დაობენ იმაზე, რამდენად დატოვებს ხანგრძლივ და მყარ იმუნიტეტს კორონავირუსი ადამიანში, პროფესორ გუპტას თქმით, მას აქვს საკმარისი მტკიცებულება იმის სათქმელად, რომ ადამიანებს, რომლებიც გადაიტანენ კორონავირუსს, ექნებათ მყარი იმუნიტეტი.

პროფესორი გუპტა იმედოვნებს, რომ ტესტირების დაწყება შესაძლებელი იქნება უახლოესი ერთი კვირის მანძილზე, ხოლო პირველადი რეზულტატი უკვე ცნობილი იქნება ტესტირების დაწყებიდან რამდენიმე დღეში.

თუ ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევა დადასტურდა და მათ, ვინც კოორნავირუსი გადაიტანეს, ნამდვილად ექნებათ იმუნიტეტი, ასევე, თუ მართლაც, ათასი დაინფიცირებულიდან, მხოლოდ ერთ პაციენტში შეიძლება მიდიოდეს ვირუსი მძიმე ფორმებით – ეს ხსნის თეორიას იმის შესახებ, რომ შესაძლოა, დეკემბერ-იანვარშიც უკვე არაერთმა ადამიანმა გადაიტანა კორონავისური.

იმ შემთხვევაში, თუ ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევა დადასტურდა, ყველა სახელმწიფოს ექნება იმის საშუალება, კვლევების ჩატარების შემდეგ დაადგინოს, დაახლოებით რამდენი ათასი, ან რამდენი მილიონი ადამიანი აღარ არის რისკ ჯგუფში და მათი გამოყენებით დაგეგმოს ხანდაზმული და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანების მოვლა, რომ ეკონომიკა არ დაინგრეს.

სისხლის ანალიზის მიხედვით, უკვე შესაძლებელია იმის დადგენა, გადავიტანეთ თუ არა კორონავირუსი, კერძოდ, ე.წ. სწრაფი ტესტირებისას, იმუნოგლობულინი G აღმოჩენა სხეულში იმის ნიშანია, რომ ჩვენ უკვე გადავიტანეთ ვირუსი და დაგვრჩა იმუნიტეტი.

Share with:

Facebook


Leave a Reply

Your email address will not be published.