სასწრაფოდ! სასიხარულო ინფორმაცია მთელი საქართველოსთვის მთვარობის გადაწყვეტილება

კორონავირუსის გავრცელების შემდეგ, შემოღებულმა რეგულაციებმა უამრავი ადამიანი შემოსავლის გარეშე დატოვა. მოქალაქეები სამსახურის გარეშე მინიმუმ 21 აპრილამდე იქნებინ, სანამ ქვეყანაში საგანგებო ვითარება არ დასრულდება. ხალხი ახლა რთულ ვითარებაშია. საგანგებო რეჟიმის შემოღებისას, პრემიერ-მინისტრმაპირობა დადო, რომ უმუშევრად დარჩენილ მოქალაქეებს მთავრობა დაეხმარება, თუმცა მას შემდეგ სიტყვა არავის დაუძრავს. “რეზონანსის” ცნობით, შეღავათების შესახებ ინფორმაციას მთავრობა 1-2 დღეში წარმოადგენს.

უამრავი საუბარი მიდის კომუნალური გადასახადების ჩამოწერაზე. ამჟამად, მთავრობა სემეკთან ერთად ამ საკითხე მუშაობს. ჯერჯერობით უცნობია როდის, ვის და რა სახის შეღავათები დაუწესდება, რადგან არც ერთი მხარე კონკრეტულ პასუხს არ იძლევა. სემეკში ამბობენ, რომ მთავრობას ინფორმაცია წინა კვირაში გადაუგზავნეს და გადაწყვეტილება ახლა მათზეა. 

“პირველ რიგში, პრიორიტეტად რჩება ენერგიით უწყვეტი და საიმედო მომარაგება. ამ კუთხით დღეისათვის მდგომარეობა სტაბილურია და არ არსებობს არანაირი საფრთხე. რაც შეეხება კომუნალურ გადასახადებთან დაკავშირებულ შეღავათებს, ამ საკითხზე მთავრობასთან ერთად მიმდინარეობს კონსულტაციები, რათა მოხდეს შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა იმ მომხმარებლებისათვის, რომლებიც ახალი კორონავირუსის შედეგად დაზარალდნენ და სჭირდებათ დახმარება. უახლოეს დღეებში კომისია მიიღებს გარკვეულ ზომებს, რათა ახალი კორონავირუსის გამო შექმნილ ვითარებაზე მოხდეს ადეკვატური რეაგირება“, – ნათქვამია სემეკის ოფიციალურ განცხადებაში, რომელიც რამდენიმე დღის წინ გავრცელდა.

მთავრობაში კი არ აკონკრეტებენ რა სახის შეღავათები დაუწესდება მოსახლეობას და აცხადებენ, სავარაუდოდ, უახლოეს საბჭოს სხდომაზე მიიღებენ გადაწყვეტილებას, რომელიც 1-2 დღეში გაიმართება. “როცა დასრულდება ამ თემაზე მუშაობა, მაშინ გაკეთდება შესაბამისი განცხადება”, – უთხრეს “რეზონანსს” მთავრობის ადმინისტრციაში. 

მოსახლეობას იმდენად მძიმე ეკონომიკური დღეები ელის, რომ ნერისმიერი სახის დახმარება მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. 

ლეიბორისტული პარტია ითხოვს, რომ მთავრობამ ბიუჯეტიდან თითო ოჯახზე 1000-ლარიანი დახმარება გამოყოს. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ლაშა ჩხარტიშვილის თქმით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან “ადამიანები არ იყვნენ შიმშილსა და ინფიცირებას შორის არჩევანის წინაშე”.

“ჩვენ ჯერ კიდევ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე, პირველებმა მოვითხოვეთ სამსახურებიდან მასობრივი დათხოვნების ფონზე მთავრობის მიერ მოქალაქეებზე ფულადი კომპენსაციის გაცემა, ამ თემაზე პირადად მე ჩავატარე პირველი საგანგებო ბრიფინგი. სამწუხაროდ, დღემდე უშედეგოდ მოვითხოვთ ბიუჯეტიდან ყოველ ოჯახზე 1000 ლარის გაცემას, რათა ადამიანები არ იყვნენ შიმშილსა და ინფიცირებას შორის არჩევანის წინაშე. ეს კი არა, 1 თეთრი, პირდაპირი დახმარებაც კი არ გაუციათ. არადა, ეს ის გზაა, რომელიც მსოფლიოს პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში გაიარეს, ბრიტანეთიდან დაწყებული, საბერძნეთით დასრულებული. 

რა მნიშვნელობა აქვს ადამიანს შიმშილი მოკლავს თუ კორონავირუსი?! ორივესაგან დაცვა თანაბარზომიერი ვალდებულება ნებისმიერი მთავრობის, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება უტიფრად „არ იმჩნევს“ და ამ დროს კვლავ ბიუჯეტის ფლანგვით არის დაკავებული.

ეს ყველაფერი სულ მალე შეიძლება ტრაგიკულად დასრულდეს ათასობით ჩვენი თანამოქალაქისათვის. თუ ივანიშვილი და მისი მთავრობა დროულად არ მოვა გონს, ჩვენ სულ მალე, ერთდროულად მივიღებთ როგორც სოციალურ, ასევე ეპიდემიურ აფეთქებას. ეს გარდაუვალია, რადგან გარდა იმისა, რომ კომპენსირების გარეშე არაადამიანური და არაკონსტიტუციურიცაა მოშიმშილე ადამიანების სახლში გამოკეტვა, ეს უბრალოდ შეუძლებელია. 

სხვათა შორის, ახლახანს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამაც იგივე პოზიცია დააფიქსირა, რადგან ელემენტარულია, რომ მოქალაქეთა ფინანსური მხარდაჭერის გარეშე, ვერც კარანტინი იქნება ეფექტური და ეპიდემიაც სრულიად უმართავი გახდება”, – განუცხადა “რეზონანსს” ლაშა ჩხარტიშვილმა. 

მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა. მათ ახლა ქამრების მოჭერა მოუწევთ. გაერთინებულ პროფკავშირებში ამბობენ, რომ მათ მთავრობასთან გარკვეული სახის შეთანხმებას მიაღწიეს, რომლის მიხედვითაც, რკინიგზის თანამშრომლები ფასიან შვებულებაში გავლენ. 

“გასაგებია, რომ ჩვენი ეკონომიკა დიდ სუბსიდირებას ვერ გაუძლებს, მაგრამ, აუცილებელია გარკვეული კატეგორიის დახმარება. მაგალითად, ვისი სოციალური მდგომარეობაც მერყევია და ვერ გაუძლებს ასეთ მდგომარეობას. გარდა ამისა, აუცილებელია დამსაქმებლებთან გაიმართოს კონსულტაციები, რომ მაქსიმალურად მოხდეს თანამშრომელთა შენარჩუნება. ჩვენ რკინიგზის ხელმძღვანელობასთან მივაღწიეთ შეთანხმებას, რომ არ იქნება გამოყენებული არც ერთი უფასო შვებულება. 

მთავარი ისაა, რომ ხალხს, რომელიც სამსახური და შემოსავალი დაკარგეს ჰქონდეთ კომპენსაცია, როგორც საკვებ პროდუქტებზე, ასევე მედიკამენტებზე. ძალიან კარგი იქნება თუ, მთავრობა გამოძებნის საშუალებას, რომ ხალხს დაურიგდეს ვაუჩერები, რომელბითაც შეძლებენ მინიმალური მოთხოვნების დაკმაყოფილებას. 

ასევე მთავარია, მთავრობამ დამსაქმებლები აიძულოს, რომ ქამრების მაქსიმალურად შემოიჭირონ და შეინარჩუნონ დასაქმებული ადამიანების სამუშაო ადგილები. კომუნალური გადასახადები ჩამოწერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ჩემი ინფორმაციით, სამთვიანი მორატორიუმი გამოცხადდება, თუმცა ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს. ის ვიცი, რომ სამი თვის განმავლობაში ხალხს არ გაეთიშებათ ელექტრო ენერგია თუ გაზი, მაგრამ შემდგომში ეს დაგროვილი დავალიანებაც, რა თქმა უნდა, მძიმედ დააწვება ხალხს. აქაც აუცილებელია სუბსიდირება მოხდეს”, – განუცხადა “რეზონანსს” ვიტალი გიორგაძემ.

30 მარტს შემოღებული საყოველთაო კარანტინი ვითარებას უფრო დაამძიმებს. ეკონომიკს ექსპეტრი აკაკი ცომაია აცხადებს, რომ მთავრობის დახმარება ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მოსახლეობამ თავის გატანა შეძლოს. 

“იმის მოლოდინი არ უნდა გვქონდეს, რომ სასწაულს მოახდენს მთავრობა და მოულოდნელად სამუშაო ადგილები გაჩნდება. ყველამ უნდა გავიზროთ ის, რომ ჩვენი შემოსავლების შემცირებას დაიწყებს. პანდემიის პროცესი, რაც უფრო მეტად გაგრძელდება, როგორც ჩვენთან, ისე მსოფლიოში, შემოსავლები უფრო და უფრო შემცირდება. 

მთავრობას შეუძლია, წერტილოვანი მოქმედებებით დროებით შეუმსუბუქოს იმ კონკრეტული ადამიანების მდგომარეობა, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდნენ, ვისაც დღეს ყველაზე მეტად უჭირთ. ვთქვათ, ვისაც პური ფული არ აქვს, კომუნალურ გადასახადებს ვერ იხდიან და ა.შ. ამისი აღრიცხვა უნდა ხდებოდეს. მონაცემთა ბაზა უნდა იყოს შექმნილი. რეალური სურათი უნდა იცოდეს მთავრობამ”, – განუცხადა “რეზონანსს” აკაკი ცომაიამ.

Share with:

Facebook


Leave a Reply

Your email address will not be published.