ექსკლუზიური ინტერვიუ ქართველი მეცნიერის, რომელმაც კორონავირუსის ვაქცინა შექმნა – ” ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა უკვე შექმნილია, რომლის ტესტირებასაც სულ მცირე 1 წელი დასჭირდება”

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა უკვე შექმნილია – მისი ერთ-ერთი ავტორი ქართველი მეცნიერია. გიორგი ბაბუაძე კანადაში მოღვაწეობს, სადაც ვაქცინაზე მუშაობა მიმდინარეობს. „ფორმულას“ გადამღები ჯგუფი საგანგებოდ ჩავიდა კვებეკში, ვაქცინის შემქმნელისგან უშუალოდ რომ მიგვეღო ინფორმაცია, თუ როგორ მიმდინარეობს ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოცდა.

ვირუსი კარგად შესწავლილი იყო, ამიტომ ვაქცინა ორ თვეში შეიქმნა. ამ ეტაპზე მეცნიერები პრეკლინიკურ ფაზაში არიან, რაც ნიშნავს, რომ ვაქცინის ცხოველებზე გამოცდა  მიმდინარეობს. იმ შემთხვევაში, თუ ცხოველებზე ექსპერიმენტი წარმატებით დასრულდება, პრეპარატის გამოცდის შემდეგ ფაზაში მოხალისეები ჩაერთვებიან.

მანამდე 64 დღეა, შემდეგ ვაქცინას ას, საბოლოოდ კი ათას ადამიანზე გამოცდიან. ყველა ამ საფეხურის გავლის შემდეგ, მონაცემები შესაბამის ოფიციალურ უწყებებს გადაეცემა. მათი დასტურის შემთხვევაში, რომ ვაქცინა მუშაობს და ადამიანისათვის ტოქსიკური არ არის, ის გამოყენების ფაზაში ჩაეშვება.

გიორგი ბაბუაძე 13 წლის განმავლობაში, საქართველოში, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში მუშაობდა, რამდენიმე წლის წინ ბერლინში დღევანდელი ხელმძღვანელი გაიცნო, საკუთარი ხედვები გააცნო, სამი წლის წინ კი ლავალის უნივერსიტეტის მეცნიერების ჯგუფს შეუერთდა.  სწორედ მაშინ შეიქმნა დე-ენ-ემის პლატფორმა, რამაც საშუალება მისცა მეცნიერებს, სხვადასხვა ვაქცინებისა და ანტიგენების ჩაშენების მეშვეობით,  ებრძოლათ ისეთ დაავადებასთან, როგორიც არის ებოლა.

გიორგი პროგნოზს არ აკეთებს, ის და მისი კოლეგები შედეგებზე მხოლოდ მაშინ მოგვიყვებიან, როდესაც ვაქცინის გამოცდის ყველა, მკაცრად გაწერილი ეტაპი დასრულდება. მანამდე კი – სოციალური დისტანცია და ყველა რჩევის დაცვა – ასეთია გიორგის რეკომენდაცია. 

 

Share with:

Facebook


Leave a Reply

Your email address will not be published.