გახარიას და პატრიარქის შეხვედრა რა კომპრომისზე მიდის მთავრობა?

ქვეყანაში საყოველთაო კარანტისა და ე.წ. კომენდანტის საათის შემოღებასთან დაკავშირებით საპატრიარქო საგანგებო განცხადების გაკეთებას აპირებს. როგორც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა მამა ანდრია ჯაღმაიძემ „რეზონანსს” უთხრა, ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის შესახებ საპატრიარქო თავის პოზიციას გააჟღერებს.

„პრემიერმა ისაუბრა იმ გარემოებებზე, რამაც განსაკუთრებული ზომების მიღება გამოიწვია. საპატრიარქოს პოზიცია მოგვიანებით გახდება ცნობილი,” – აღნიშნა დეკანოზმა ჯაღმაიძემ.

ცნობისათვის, პრემიერ-მინისტრი 30 მარტს, საყოველთაო კარანტინის გამოცხადების შემდეგ, პატრიარქ ილია მეორეს შეხვდა. როგორც გიორგი გახარიამ ბრიფინგზე თქვა, მთავრობა ეკლესიასთან კომპრომისს იპოვის.

31 მარტიდან ქვეყანაში საყოველთაო კარანტინია გამოცხადებული, იკრძალება სამზე მეტი ადამიანის შეკრება, 21:00 საათიდან 06:00 საათამდე კი კომენდანტის საათი იმოქმედებს.

წყარო

Share with:

Facebook


Leave a Reply

Your email address will not be published.