კომპანია Wizz Air საქართველოს ტოვებს? გაუქმებულია ქუთაისში არსებულ ბაზა

კომპანია Wizz Air-მა ქუთაისში არსებული ბაზა დროებით გააუქმა და საქართველოში მყოფი თვითმფრინავები უნგრეთში გადაიყვანა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ადასტურებენ.

გაერთიანების ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება კომპანიამ პანდემიის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე მიიღო, რადგან 1 აგვისტომდე საქართველოდან ფრენები შეზღუდულია. როგორც სააგენტოში “ნეტგაზეთს” განუმარტეს, საქართველო არ არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც კომპანიამ მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო. იქიდან გამომდინარე, რომ ამ დროისთვის მსოფლიოს მასშტაბით ფრენები შეზღუდულად ხორციელდება, კომპანიას სხვადასხვა ქვეყანაში ბაზირებული თვითმფრინავები უნგრეთში გადაჰყავს, რათა ფრენები იმ მიმართულებით განახორციელოს, რომელშიც ავიამიმოსვლა ამ დროისთვის აქტიურია.

აღნიშნული ინფორმაციის დასაზუსტებლად “ნეტგაზეთი” საქართველოში კომპანია Wizz Air-ის წარმომადგენლობასაც დაუკავშირდა. კომპანიაში ამ ეტაპზე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავეს, თუმცა გვითხრეს, რომ კომპანიის სათავო ოფისიდან ოფიციალურ გაცნხადებას ხვალისთვის ელოდებიან.

ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ყველაზე მსხვილი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია “ვიზეარი” ბაზის ქუთაისის აეროპორტში განთავსების შესახებ 2016 წლის 4 თებერვალს გახდა ცნობილი. ეს “ვიზეარის” 24-ე ბაზაა.

წყარო

Share with:

Facebook


Leave a Reply

Your email address will not be published.