ძალიან სასიამოვნო სიურპიზი ამ წუთებში გახდა ცნობილი მოკლედ, სანდრა რულოვსი იქნება მომავალი პრემიერ მინისტრი

ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პრემიერის პოსტზე მხარი სანდრა რულოვსი წარადგინოს.

გაქვთ თუ არა ეს ინფორმაცია და დაუჭერს თუ არა მხარს, პარტია „კანონი და სამართლის“? – ამ კითხვით მიმართა თაკო ჩარკვიანი აჭრის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გადაცემა „თავისუფალი სივრცის“ ავტორმა და წამყვანმა ვახო ხუზმიაშვილმა.

თაკო ჩარკვიანი არ გამორიცხავს, რომ პრემიერის პოსტზე სანდრა რულოვსს დაუჭიროს მხარი. მისი თქმით მთავარია გამარჯვება.

„მაშინ როდესაც სანდრა რულოვსი ზუგდიდის მერობის კანდიდატად იყრიდა კენჭს, თაკო ჩარკვიანი მხარს უჭერდა სწორედ სანდრა რულოვსის კანდიდატურას.

იმ ადამიანთა ჯგუფს, რომლებიც მხარს არ უჭერს გიორგი ვაშაძის პრემიერობის კანდიდატურას, მაშინაც არ უჭერდნენ მხარს სანდრა რულოვსის კანდიდატურას.

ძალიან ცოტა დრო დარჩა არჩევნებამდე და არ უნდა მოგვივიდეს იგივე შეცდომა, რასაც 30 წელიწადია პოლიტიკოსები აკეთებინებენ საზოგადოებას. ამიტომ, ეს საკითხი, ხალხის ჩართულობის და პრაიმერის გარეშე არ შეიძლება დადგეს.

ძალიან ჭკვიანი ქალია სანდრა. შეიძლება სხვა კანდიდატურაც შემოვიდეს, მაგრამ ვინც არ უნდა იყოს, ოპოზიციას მარცხის უფლება არ გვაქვს.

ჩვენი შეცდომა პირველ რიგში გაუხარდება ფსევდო ოპოზიციას, უპირველესად გიგა ბოკერიას, ამიტომ ჩვენ ეს თემა კვლევაში უნდა ჩავუშვათ.“ – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

Share with:

Facebook


Leave a Reply

Your email address will not be published.