მიხეილ სააკაშვილის შოკისმომგვრელი განცხადება “თუ ჩემი მოკვლა გადაწყვიტეს! მე ამისათვისაც მზადა ვარ “

Mikheil Saakashvili, JosÈ Manuel Barroso and Michael Karnitschig, Member of cabinet of JosÈ Manuel Barroso (in the foreground, from left to right)

“ძვირფასო მეგობრებო!
ჩემმა ბოლო პოსტმა პრეზიდენტ მ. სააკაშვილის შესახებ დიდი ინტერესი გამოიწვია. ამიტომ, ეს გარემოება საფუძველს მაძლევს გავაგრძელო პუბლიკაციების გამოქვეყნება ამ თემაზე. მეორე პოსტით შევეცდები დავანგრიო რუსეთის სპეცსამსახურების მიერ შეთხზული ლეგენდა, თითქოსდა მ.სააკაშვილი არის მხდალი და მშიშარა. ეს მითი არის საზიზღარი და ბინძური ცილისწამება, შეთითხნილი საქართველოს პრეზიდენტის დისკრიმინაციის მიზნით!
შიში და სიმამაცე
მოდით, შევეცადოთ პასუხი გავცეთ კითხვას, რა არის შიში და რა არის სიმამაცე?
შიში არის ადამიანისათვის დამახასიათებელი ბუნებრივი გრძობა, რომელიც დამყარებულია (განპირობებულია) თავის გადარჩენის ინსტიქტზე. თუ აკადემიკოს ი. პავლოვს დავუჯერებთ, არსებობს ძირითადად ორი სახის ინსტიქტი: ბუნებრივი და შეძენილი. შეძენილ ინსტიქტებზე ნუ შევჩერდებით, რადგან ეს არ არის ჩვენი სტატუსის თემა.
ბუნებრივ ინსტიქტებს მიეკუთვნება:შიში, შიმშილის გრძნობა, სექსუალური ლტოლვა და ა.შ.( გაიხსენეთ,მხ. ფილმი”მთავარი ინსტიქტი” შერონ სტოუნის მონაწილეობით). იმდენად გამჯდარია ადამიანის ორგანიზმში ეს ბუნებრივი ინსტიქტები, რომ ისინი მოქმედებენ ჩვენი ნებისგან დამოუკიდებლად. ჩვენ გვიჭირს მათი კონტროლი. მხოლოდ გონებისა და ნებისყოფის დაძაბვის ხარჯზე შეგვიძლია გადავლახოთ ეს გრძნობები და ვაკონტროლოთ. ადამიანი ცხოვრების მანძილზე სწავლობს ამას.
შიში მრავალნაირია. საბოლოო ჯამში არსებობს მხოლოდ ერთი შიში, სიკვდილის შიში. ადამიანის მთელი ცხოვრება, სიკვდილისათვის მზადებაა. ზოგისთვის ხსნა რელიგიაშია, ზოგისთვის იდეაში, მიზანში და ა.შ. ყველა თვითონ პოულობს ხსნის გზას.
2014წ. 21-22 ან 23 თებერვალს, მაშინ როცა ჯერ კიდევ არ იყო დამთავრებული კიევის მაიდანზე ხოცვა-ჟლეტა, პირდაპირი მნიშვნელობით, პატრიოტების დაღვრილი სისხლიც კი არ იყო შემშრალი, არ იცოდი საიდან მოგხვდებოდა ტყვია, მაშინ როცა მაიდანი ჯერ კიდევ იდგა და ყოველ მეორეს იარაღი ჰქონდა, უკრაინის მთელი პოლიტიკური ელიტა სოროებში იყო შემძვრალი და შიშით ცხვირს ვერ ჰყოფდა, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, დაცვის მხოლოდ ორი თანამშრომლის ამარა დადიოდა მაიდანზე, გადადიოდა ბარიკადიდან ბარიკადაზე, ესაუბრებოდა რევოლუციონერებს და წარბიც არ შეუხრია, ისე დააბიჯებდა თავისი გულივერის ნაბიჯებით, რომ ჩვენ სირბილით დავყვებოდით უკან. ამისთანა სიტუაციაში, ორი კი არა 20 კაციც ვერ დაგიცავს . არავითარი კორიდორი, არავითარი გასასვლელები. პირდაპირ იქ მიდიოდა, სადაც ბევრი ხალხი იყო შეჯგუფებული. ვატყობდი როგორ ნერვიულობდა გენერალი თემურ ჯანაშია, დაცვის თანამშრომელი( მგონი ვალერი). მათი ნერვიულობა ჩვენც გადაგვედო. ამ დროს პრეზიდენტი ჩერდებოდა, სხვადასხვა ქვეყნის ჟურნალისტებს ინტერვიუებს აძლევდა. საფრანგეთის ტელევიზიის ჟურნალისტმა ეტყობა არ იცოდა, რომ მ.სააკაშვილი ფრანგულ ენას ფლობდა, ამიტომ დამტვრეული რუსულით დაუსვა შეკითხვა. პრეზიდენტი მიხვდა რომელი ქვეყნის წარმომადგენელთან ჰქონდა საქმე და პასუხის გაცემა ფრანგულად დაიწყო. თქვენ იმის სახე უნდა გენახათ, საწყალმა გოგომ მეტყველების უნარი დაკარგა. რამდენიმე წამის განმავლობაში გაოგნებული უყურებდა და ყურებს არ უჯერებდა – უკრაინელები აღფრთოვანებული ხვდებოდნენ, ოვაციებს უწყობდნენ, ისმოდა შეძახილები”დიაკუემო”(მადლობა, უკრ.)! სთხოვდნენ გვიშველეო, ნუ დაგვტოვებ, დარჩი ჩვენთანო!
ეხლა წარმოიდგინეთ, ბიძინა ივანიშვილი ამ სიტუაციაში….ჰა, ვერა???
ამავე საღამოს, ერთმა უკრაინელმა ჟურნალისტმა მ.სააკაშვილს ასეთი შეკითხვა დაუსვა: პუტინი დაგემუქრათ, რომ ერთი ორგანოთი ჩამოგკიდებთო. თქვენ არ გეშინიათ პუტინის, რომელიც გამოირჩევა თავისი სისასტიკით და შურისმაძიებლობითო და თან ასეთი ყოვლისშემძლეაო. თქვენ კი თითქმის დაცვის გარეშე დადიხართ და არ იცავთ უსაფრთხოების წესებსო? მ.სააკაშვილის პასუხმა შოკში ჩააგდო იქ მყოფი ადამიანები:”არავითარი პირადი დაცვა, არავითარი ბრონირებული მანქანა და კორტეჟი არ მიშველის, თუ ჩემი მოკვლა გადაწყვიტესო! მე ამისათვისაც მზადა ვარო. მე ისეთ საქმეს ვაკეთებ, რომ ეს საქმე ღირს სიცოცხლის რისკადო!”
უნდა დაგენახათ ჟურნალისტისა, ოპერატორისა, მთელი გადამღები ჯგუფისა და იქ მყოფი ადამიანების სახეები-ერთ რამედ ღირდა!

აი, ეს არის სიმამაცე, ჩემო კარგებო!
ვფიქრობ, მ.სააკაშვილმა იმ საღამოს, თავისი მოქმედებით ამ ჟურნალისტისთვის გაცემული პასუხით, უპასუხა კითხვას- რა არის სიმამაცე!
დიახ, სიმამაცე სიკვდილის შიშის დაძლევაა და მეტი არაფერი!
არის მიზნები, რომელთა გულისთვისაც ღირს სიცოცხლის გაწირვა! პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიზანია დაამთავროს თავისი დაწყებული სახელმწიფოებრივი მშენებლობის საქმე.
არ ღირს ეს მიზანი სიცოცხლედ?!
ასე, რომ სანამ ვინმე , მ.სააკაშვილის გორში” ფორთხვაზე” დაიწყებს ქილიკს, კარგად გაიაზროს, რა საშიშროების წინ იდგა მაშინ საქართველო. გაიხსენეთ ჩეჩნეთის პირველი პრეზიდენტი, ჩვენი სამშობლოს დიდი მეგობარი ჯ.დუდაევი. სწორედ თვითმფრინავიდან გაშვებული რაკეტის მეშვეობით მოკლეს! არ დაიზაროთ და კიდევ ერთხელ ნახეთ ის ფირი, ოღონდ ბოლომდე.კარგად დაინახავთ, რომ მ.სააკაშვილი არსადაც არ გაქცეულა. ის დაცვამ წააქცია და საკუთარი სხეულებით გადაეფარნენ მას. კიდევ ერთ შეკითხვაზე მიპასუხეთ, თუ შეიძლება: ბ. ივანიშვილი რომ მოხვედრილიყო ანალოგიურ სიტუაციაში. დაცვა საკუთარი სხეულებით დაიცავდა?
იცოდეთ ხალხო, როგორც მემატიანე მოგვითხრობს მეფე გიორგი1-ზე, ისევე მიხეილ სააკაშვილი არის “უშიშო, ვითარცა უხორცო”. დიახ, ჩვენ შეგვიძლია ვიამაყოთ ჩვენი პრეზიდენტით!!!
აშშ-ს პრეზიდენტ რ. რეიგანზე თავდასხმის კადრებს, კომენტარებში დავდებ, სადაც ჩანს როგორ “გარბის” “მხდალი” და “ლაჩარი” რ. რეიგანი, როგორ იცავს მას პირადი დაცვა და როგორი თავქუდმოგლეჯილი მიაქცუნებენ” მშიშარა” პრეზიდენტს შემთხვევის ადგილიდან.
აგრეთვე ვურთავ ირმა სამნიაშვილის მიერ იმ საღამოს გადაღებულ ფოტოსურათებს ბარიკადებზე, ჩვენს მაიდნელ ქართველ თანამებრძოლებთან გიორგი ნოზაძესა და ზაზა ქარჩავასთან ერთად.
უღრმესი პატივისცემით, თქვენი ვახტანგ სუხიაშვილი.

Share with:

Facebook


Leave a Reply

Your email address will not be published.