სასწრაფოდ! ამ წუთებში აფეთქება მოხდა თბილისში კაფე “ვერდესთან” გაზგასამართი სადგური აფეთქდა

თბილისში კაფე “ვერდესთან” გაზგასამართი სადგური “ეკოგაზი” აფეთქდა. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ბრიგადა და სასწრაფო დახმარების მანქანები.

როგორც “კურიერისთვის” გახდა ცნობილი, დაზიანდა იქვე მდებარე საცხოვრებელი კორპუსი და ჩაიმსხვრა ფანჯრები.

როგორც “რუსთავი 2-ს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა რატი მუჯირმა განუცხადა, დაშავდა ერთი ადამიანი. ჯერჯერობით სხვა დეტალები უცნობია.

შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. 


Share with:

Facebook


Leave a Reply

Your email address will not be published.