(video) სამწუხაროა 45 წლის ქართველი მამაკაცი გარდაიცვალა თურქეთში საწარმოს აფეთქების შედეგად

თურქეთში, ერთ-ერთ საწარმოში აფეთქების შედეგად საქართველოს მოქალაქე დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა სამინისტროშიც უდასტურებენ. მათი თქმით, ამ დროისთვის ცხედარს უტარდება ექსპერტიზა და საკონსულო კონტაქტზეა ოჯახის ახლობლებთან

თურქული მედიის ინფორმაციით, აფეთქება სტამბოლთან ახლოს, კეიბაშის ტანსაცმლის საწარმოში მოხდა. ინციდენტის შედეგად გარდაცვლილია ორი პირი, რომლებიც აღნიშნულ ქარხანაში მუშაობდნენ. ერთ-ერთი მათგანი 45 წლის ქართველი მამაკაცია.

Share with:

Facebook


Leave a Reply

Your email address will not be published.