გიორგი გახარიას კრიტიკა სააკაშვილს – “სააკაშვილის დროს ხალხი სახლებს ყიდიდა, !! დღეს სიღარიბეც შემცირებულია და პენსიაც გაზრდილი !!”

საპარლამენტო ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის რომან გოცირიძის განცხადებით, ხელისუფლების მიერ დაანონსებული სუბსიდირების პროგრამა კორუფციაა და მეტი არაფერი.

როგორც გოცირიძემ პარლამენტის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, მთავრობა ცდილობს მეგობარ სამშენებლო კომპანიებს დაეხმაროს მანამ, ვიდრე ისევ ხელისუფლებაში არიან.

„2 დღის წინ იყო პრემიერი გახარია პარლამენტიში მოსული. მან იფიქრა, რომ 1 კვირის განმავლობაში 2ჯერ შეძლებდა მოსახლეობისთვის თავის მოწონებას, მაგრამ მოსაწონი არაფერია. საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც ამ პანდემიის პერიოდში არცერთი თეთრი არ გაუცია მოსახლეობის დასახმარებლად. ჩვენ მხოლოდ დაპირებები გვაქვს მოსმენილი.

ახლა გვპირდებიან სამშენებლო ბიზნესის სუბსიდირებას, თითქოს ხალხს ბინებს აუშენებენ, მაგრამ ეს არაფერია თუ არა კორუფცია. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ კარგად იცის, რომ ცოტა დრო აქვს დარჩენილი და ცდილობენ საკუთარ და მეგობრების ბიზნესს ფული აშოვნინონ და ის თანხებით რაც საერთაშორისო დახმარებების სახით მივიღეთ, თავად მოითბონ ხელი.“ – თქვა გოცირიძემ.

საპასუხო განცხადებაში გახარიამ განაცხადა რომ ,წინა ხელისუფლების დროს ხალხი, სახლებს ყიდიდა რომ ემკურნალა დღეს ეს არ ხდება!!სიღარიბეც შემცირებულია და პენსიაც გაზრდილი !! თუმცა რა მონაცემებს ეყრდნობა პრემიერი უცნობია. შეგახსენებთ რომ პენსია 20 ლარით გაიზარდა თუმცა პროდუქტებზე ფასები კატასტროფულად გაიზარდა.

Share with:

Facebook


Leave a Reply

Your email address will not be published.