მიხეილ ცაგაელი სკანდალური განცხადებას ავრცელებს

“პირადმა ჰოროსკოპმა მაჩვენა, რომ მას ჰქონდა საგვარეულო წყევლა” – ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილის პირადი ჰოროსკოპი შეადგინა.

რა თქვა ასტროლოგმა პრეზიდენტის შესახებ ნახეთ ამონარიდი გაზეთ „პრაიმტაიმის“ არქივიდან.
“როდესაც სალომე ზურაბიშვილი საქართველოში დაბრუნდა, მას სურდა პირადი ჰოროსკოპის შედგენა, ჩვენ გვყავდა შუამავალი, სალომესთან შუამავლის თხოვნით მივედი.

მაშინ ჯანრი კაშია ცოცხალი იყო. ის ესწრებოდა ჩვენს საუბარს. სალომე ზურაბიშვილის პირადმა ჰოროსკოპმა მაჩვენა, რომ მას ჰქონდა საგვარეულო წყევლა, რომელიც მოდიოდა გენეტიკური ხაზით დედის მხრიდან.

შესაძლოა, მისმა რომელიმე წინაპარმა დაუშავა რაღაც საგვარეულოს, ან დაუშვა შეცდომა სამშობლოს წინაშე, თუმცა კონკრეტულად ვინ იყო ის, ამისი თქმა ძნელია.

შესაძლოა, ეს იყო მეხუთე ან მეშვიდე თაობის წარმომადგენელი, რომლის ნეგატიური ენერგია გადმოდის თაობებზე, მათ შორის სალომეზე.

მე ავუხსენი სალომეს და ჯანრის, რა პრობლემები შეიძლებოდა მოეტანა ამ წყევლას სალომესთვისდა რომ ეს წყევლა გასანეიტრალებელი იყო.

საგვარეულო წყევლა მას პირველ რიგში მოუტანდა წინაღობებს, სირთულეებს, რომელიც შეექმნებოდა თავის სამშობლოში.ეყოლებოდა უამრავი ფარული მტერი, ხშირად მოხვდებოდა ინტრიგებში, თუმცა ეს არ ნიშნავდა, რომ სალომე წარმატებებს ვერ მიაღწევდა.

მე ვთხოვე სალომეს, ჩაეტარებინა კვეთებულის შვიდჯერადიგამოლოცვა

მაშინ ამისთვის დიდი ყურადღება არ მიუქცევია, მე არ მქონდა უფლება რომ არ გამეფრთხილებინა. მე გასულ წელსაც გავახსენე ეს და გავაფრთხილე სალომე ამ წყევლის შესახებ.

საბოლოო ჯამში, ყველაფერი კარგად გამოვიდა, თუმცა სალომეს რომ კვეთებულის გამოლოცვა ჩაეტარებინა, მისი გამარჯვება გაცილებით უკეთესი იქნებოდა, და ეს მოხდებოდა პირველ ტურში” – განუცხადა “პრაიმტაიმს” ცაგარელმა.

ასტროლოგი ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილს ბევრი მტერი ჰყავს, მათ შორის “ქართულ ოცნებაში”. ასევე, განმარტავს, რა პერიოდში შეექმნება ქვეყნის მომავალ პრეზიდენტს პრობლემები.

“სალომე რასაც აღწევს თავის სამშობლოში, აღწევს სამმაგი და მეტი ძალისხმევით, ამ ბარიერის გამო, ამიტომაც არის ის დღემდე გარემოცული მტრებით, მათ შორის ბევრი მტერი ჰყავს “ქართულ ოცნებაში”, ეს პრობლემები სალომეს კიდევ ექნება.

მისი საპრეზიდენტო ვადა არ იქნება მარტივი.

2019 მარტის თვიდან სალომეს ექნება მეტი სირთულე, მარტის ბოლოდან შავი მთვარე 9 თვით გადადის მის ზოდიაქოში, ამიტომ 2019 წლის მარტის ბოლოდან სალომე ზურაბიშვილს შეექმნება მეტი პრობლემა, დაუშვებს მეტ შეცდომას” – ამბობდა ცაგარელი.

Share with:

Facebook


Leave a Reply

Your email address will not be published.