ბიძინა ივანიშვილის მოულოდნელი განცხადება რომ წავიდე ქვეყანაში გამეფდება ომი ბნელეთი, შიმშილი, ყაჩაღობა”

“ყველა ყველაფერი, მაგრამ ახლა იმათ საყურადღებოდ ვინც ბიძინას ლანძღავთ ისე, რომ თქვენთვის და ქვეყნისათვის არაფერი დაუშავებია გაკეთების მეტი. ჰოდა, რომ თქვას ამ უბადლო მეცენატიმა და სამშობლოზე უსაზღვროდ შეყვარებულმა ქართველმა- რა არ ვცადე და არ გავაკეთე, მაგრამ თქვენი საშველი მაინც არ არისო და დაკრას ფეხი და წავიდეს პოლიტიკიდან და ქვეყნიდან (გაუჭირდება ხომ?).

თუ იცნობიერებთ ვის ხელში და რა ხალხის ხელში ვარდებით? თუ ვერ ხვდებით მე გეტყვით-მევახშეების: “შალიკოს, მამუკას, ბადრის, ახალგაზრდების სისხლით მოვაჭრეების:” ოქრო ირაკლის და ნიკა გვარამიას, ბიუჯეტის ქურდის გიგის, უპრინციპო და პუტინისტ ნინოს, გაუმაძღარი გუბაზის, ავანტიურისტი მარქარაშვილის, მე თვითონ დავითაიას და ამისთანა ათასი სხვა ჯურის მედროვისა და სხვა მძარცველთა ხელში.

კარგად მახსოვს წორედ ასეთი ილუზიებით კვებავდნენ მომხრეებს 1992 წლის შემოდგომაზე ე.წ. ოპოზიციონერები.

შედეგად ჩამოაგდეს უცხო ძალის მეშვეობით ხელისუფლება და ქვეყანაში გაამეფეს ბნელეთი, შიმშილი, ყაჩაღობა, ძარცვა-გლეჯა, ომი და ტერიტორიების დაკარგვა. იქნებ დაგავიწყდათ წარსულის უმძიმესი გაკვეთილები. იგივე ხალხია და იგივე შემსრულებლები. მე და ჩემისთანებს არ დაგვიწყებია და არც დავივიწყებთ და არც დავუშვებთ!” ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ედიშერ გვენცაძე

Share with:

Facebook


Leave a Reply

Your email address will not be published.